საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w03 5/1 გვ. 2-4
  • რას ჰკითხავდით ღმერთს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ჰკითხავდით ღმერთს?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ღმერთო, ვინ ხარ სინამდვილეში?
  • რატომ არსებობს ამდენი უბედურება?
  • რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე? რა არის სიცოცხლის აზრი?
  • როგორ მიიღო ზოგმა პასუხი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ჭეშმარიტება ღვთის შესახებ
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • რა ჰქვია ღმერთს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
  • ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?
    ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
w03 5/1 გვ. 2-4

რას ჰკითხავდით ღმერთს?

მთელ მსოფლიოში მრავალ ადამიანს ცხოვრებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ებადება. თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხომ არა ხართ? მრავალმა ასეთი კითხვებით თავის მოძღვარს მიმართა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს. სხვები ამ კითხვებზე დამოუკიდებლად ფიქრს ამჯობინებენ. ზოგი კი ლოცულობს და ღმერთს სთხოვს ხელმძღვანელობას. როგორ ფიქრობთ, ნამდვილად შესაძლებელია თქვენთვის საჭირბოროტო კითხვებზე ღვთისგან პასუხის მიღება? აი, რამდენიმე კითხვა, რომელთაც მრავალი დაუსვამდა ღმერთს.

ღმერთო, ვინ ხარ სინამდვილეში?

ღვთის შესახებ ადამიანების თვალსაზრისზე მათი კულტურა, წინაპრების რელიგია და, შესაძლოა, საკუთარი არჩევანი ახდენს გავლენას. ზოგი მას რომელიმე ღვთაების სახელს უწოდებს, ზოგიც — მხოლოდ ღმერთს. აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა? ნამდვილად არსებობს თუ არა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გვიჩვენებს, როგორია ის და თავის სახელსაც გვამცნობს?

რატომ არსებობს ამდენი უბედურება?

ადამიანი, რომელიც წინდაუხედავად ცხოვრობს ან ამორალურ ცხოვრებას ეწევა, შეიძლება სერიოზულად დაავადდეს ან გაღარიბდეს, შემდეგ კი ცხოვრებას უჩიოდეს. სინამდვილეში მას შესანიშნავად ესმის, რატომ იტანჯება.

გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამაში ბრალი თავად არ მიუძღვით. ზოგი ქრონიკული ავადმყოფობით არის დაავადებული. სხვებისთვის მიუღწეველ ოცნებად რჩება საკუთარი ჭერის ქონა და ოჯახის უზრუნველყოფა საკმარისი საკვებით. მილიონები დამნაშავეობის, ომების, ძალადობის, სტიქიური უბედურებებისა და გავლენიანი პირების მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლნი ხდებიან.

გასაგებია, რომ მრავალ ადამიანს ებადება კითხვები: რატომ არის უბედურება ასე ფართოდ გავრცელებული? რატომ უშვებს ღმერთი ყოველივე ამას?

რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე? რა არის სიცოცხლის აზრი?

ასეთი კითხვები ხშირად იმედგაცრუებულ ადამიანებს ებადებათ; ადამიანებს, რომლებისთვისაც ყოველდღიურ ყოფას კმაყოფილება არ მოაქვს. ამგვარ მდგომარეობაში კი მრავალია. სხვა მილიონებს სჯერათ, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი ღვთის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული. მართლა ასეა ეს? თუ ღმერთს თქვენ მიმართ მართლაც რაღაც განსაზღვრული მიზანი აქვს, ეჭვგარეშეა, ისურვებდით მის ცოდნას.

მთელ მსოფლიოში არსებულ წიგნთაგან მხოლოდ ერთი ამბობს აშკარად, რომ ის ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. ლაპარაკია წიგნზე, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის არის განკუთვნილი და სხვა წიგნებთან შედარებით გაცილებით მეტ ენაზეა თარგმნილი. დიახ, ეს წიგნი ბიბლიაა. მასში ცისა და მიწის შემოქმედი, თავად ღმერთი, გვიმხელს, ვინ არის ის და რა ჰქვია სახელად. იცით მისი სახელი? იცით, რას ამბობს ბიბლია იმის შესახებ, თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი? ან გსმენიათ, რას ამბობს ბიბლია იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოელის ღმერთი თქვენგან?

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

COVER: Chad Ehlers/Index Stock Photography

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

Mountain: Chad Ehlers/Index Stock Photography

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება