საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w05 4/15 გვ. 21-22
  • თარგმანში დამხმარე საშუალება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თარგმანში დამხმარე საშუალება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • მსგავსი მასალა
  • შეინარჩუნე გაწონასწორებული თვალსაზრისი კომპიუტერულ ტექნიკაზე
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • კიბერშეტევა!
    გამოიღვიძეთ! — 2012
  • მნიშვნელოვანი მოვლენა ღვთის სიტყვის მოყვარულთათვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ — მილიონობით ადამიანის საყვარელი წიგნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
w05 4/15 გვ. 21-22

თარგმანში დამხმარე საშუალება

ბიბლიის ავტორის, იეჰოვა ღმერთის, სურვილია, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ნაქადაგები იყოს „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხადება 14:6). მას სურს, რომ მისი წერილობითი სიტყვა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის. ამ მიზნით, ბიბლია ითარგმნა უფრო მეტ ენაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა წიგნი მსოფლიოში. ათასობით მთარგმნელმა არ დაიშურა დრო და ძალისხმევა, რათა ღვთის აზრები სხვადასხვა ენაზე გადმოეცათ.

მაგრამ ბიბლია ადვილად სათარგმნი წიგნი არ არის. ძალიან ხშირად თავად ბიბლია გამოიყენება დამხმარე საშუალებად სხვა ტექსტების სათარგმნელად. ბევრი მთარგმნელი ადარებდა, თუ როგორ იყო ბიბლიური ტერმინები სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი, რათა კონკრეტული სიტყვისთვის შესაბამისი თარგმანი ეპოვათ. ბიბლია, როგორც თარგმანში დამხმარე საშუალება, ახლა კომპიუტერული თარგმანისთვისაც გამოიყენება.

კომპიუტერისთვის მართლაც რთულია თარგმნა. ზოგი სპეციალისტის აზრით, თარგმანის გაკეთება კომპიუტერს არ შეუძლია. რატომ? ენა მხოლოდ სიტყვებისგან არ შედგება. თითოეულ ენას აქვს თავისი სიტყვათშეთანხმებები, გრამატიკული წესები, გამონაკლისები, რომლებიც ამ წესებს არ ექვემდებარება, იდიომები და გადაკვრით ნათქვამი სიტყვები. ეცადნენ, რომ ეს ყველაფერი კომპიუტერს გაეთვალისწინებინა, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. უმეტეს შემთხვევებში კომპიუტერის ნათარგმნი ტექსტი თითქმის გაუგებარია.

მაგრამ ფრანც იოსებ ოქის, კომპიუტერული თარგმანის წამყვანი სპეციალისტის, სიტყვების თანახმად, ახლა ეძებენ თარგმნის ახალ მეთოდებს. დავუშვათ, ჰინდიდან ინგლისურზე გინდათ თარგმნოთ რამე. უპირველესად, იღებთ ტექსტს, რომელიც ორივე ენაზე არსებობს. შემდეგ შეგაქვთ ის კომპიუტერში. კომპიუტერი მათ ერთმანეთს ადარებს. მაგალითად, როცა კომპიუტერი ჰინდი ენაზე იპოვის ერთი და იმავე სიტყვას რამდენიმე ადგილას და თითოეულ ფრაზაში შესაბამის ადგილას იპოვის ინგლისურ სიტყვა „სახლს“, დაასკვნის, რომ ჰინდი ენაზე ეს სიტყვა უნდა იყოს „სახლი“. სავარაუდოა, რომ ახლომდებარე სიტყვები ზედსართავი სახელებია: „დიდი“, „პატარა“, „ძველი“ და „ახალი“. ასე რომ, კომპიუტერი ქმნის შესაბამისი ტერმინებისა და სიტყვათა კომბინაციების სიას. ასეთი „წვრთნის“ შემდეგ, რომელიც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს, კომპიუტერს შეუძლია ის, რაც „ისწავლა“, ახალ ტექსტთან სამუშაოდ გამოიყენოს. თუმცა შედეგად შეიძლება თარგმანი გრამატიკულად და სტილისტურად კარგად გამართული არ იყოს, ის, ჩვეულებრივ, საკმაოდ ნათლად გადმოსცემს აზრს და მნიშვნელოვან დეტალებს.

თარგმანის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კომპიუტერში თავდაპირველად შეტანილი ტექსტის სიდიდესა და ხარისხზე. და ამ მხრივ ბიბლია შესანიშნავი საშუალებაა. ის დიდი სიფრთხილით ითარგმნა უამრავ ენაზე, ხელმისაწვდომია და შეიცავს საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტს. ამიტომ მკვლევარებმა პირველად ბიბლია აირჩიეს, როცა კომპიუტერს ახალ ენას „ასწავლიდნენ“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება