საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w06 1/15 გვ. 31
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • მსგავსი მასალა
  • რა არის შეთანხმების კიდობანი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • შეთანხმების კიდობანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მანანა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სარგებლობა მივიღოთ — „ციური პურიდან“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
w06 1/15 გვ. 31

მკითხველთა შეკითხვები

შეთანხმების კიდობანში მხოლოდ ორი ქვის ფილა იდო თუ მასში სხვა საგნებიც ინახებოდა?

ძვ. წ. 1026 წელს სოლომონის ტაძრის მიძღვნის დროისთვის „არაფერი არ იყო კიდობანში გარდა ორი ქვის დაფისა, მოსემ რომ ჩააწყო ხორებზე, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელის ძეებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას“ (2 ნეშტთა 5:10). მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო.

„ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელის გამოსვლიდან ზუსტად სამი თვის თავზე“ ისრაელები სინას უდაბნოში მივიდნენ (გამოსვლა 19:1, 2). ამის შემდეგ მოსე ავიდა სინას მთაზე და მიიღო ქვის დაფები, რომლებზეც ღვთის კანონები იყო ამოტვიფრული. მოსე ყვება: „გამოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, და ჩავაწყე კიდობანში, რომელიც გავაკეთე, და აწყვია იქ, როგორც მე მიბრძანა უფალმა“ (მეორე რჯული 10:5). ეს დროებითი კიდობანი იყო, რომლის გაკეთებაც იეჰოვამ მოსეს დაავალა, რათა იქ ქვის დაფები ჩაეწყო (მეორე რჯული 10:1). შეთანხმების კიდობანი ძვ. წ. 1513 წლის მიწურულამდე არ იყო გამზადებული.

ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ მალევე ისრაელებმა საკვებთან დაკავშირებით დრტვინვა დაიწყეს. ამიტომ იეჰოვამ ისინი მანანით უზრუნველყო (გამოსვლა 12:17, 18; 16:1—5). იმ დროს მოსემ აარონს უთხრა: «აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ [„ჩაყარე მასში“, აქ] სავსე ღომერი მანანა, და დადგი იგი უფლის წინაშე შესანახად თქვენს თაობებში». შემდეგ ნათქვამია: „როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე ჩადგა [დადგა] იგი აარონმა . . . კიდობნის [მნიშვნელოვანი დოკუმენტების შესანახი ყუთი] წინაშე შესანახად“ (გამოსვლა 16:33, 34). უეჭველია, მაშინ აარონმა მოაგროვა მანანა ქილაში, მაგრამ ამ დროებითი კიდობნის წინაშე მის დასადებად მოცდა იყო საჭირო, რადგან მოსეს ჯერ არ ჰქონდა კიდობანი გაკეთებული და ქვის ფილები მასში ჩადებული.

როგორც ზემოთ აღინიშნა, შეთანხმების კიდობანი ძვ. წ. 1513 წელს მოგვიანებით იქნა გაკეთებული. მასში აარონის კვერთხი საკმაო პერიოდის — კორახისა და სხვების აჯანყების — შემდეგ იქნა მოთავსებული. მოციქული პავლე მოიხსენიებს: „შეთანხმების კიდობანს, რომელშიც ეწყო ოქროს ჭურჭელი მანანით, აარონის კვერთხი, კვირტები რომ გამოიღო, და შეთანხმების ფილები“ (ებრაელები 9:4).

მანანა იყო ღვთის მიერ ისრაელებისთვის 40 წლის მანძილზე უდაბნოში ყოფნის დროს მიცემული საკვები. იგი მათ აღარ ეძლეოდათ მას შემდეგ, რაც „ჭამეს . . . ამ [აღთქმული] ქვეყნის ნაყოფთაგან“ (იესო ნავეს ძე 5:11, 12). აარონის კვერთხი შეთანხმების კიდობანში გარკვეული მიზნით იყო ჩადებული — იგი მოჯანყე მოდგმის წინააღმდეგ მოწმობის ნიშნად ჰქონდათ შენახული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნული კვერთხი შეთანხმების კიდობანში, სულ მცირე, უდაბნოში ისრაელების ყოფნის დროს მაინც იდო. ამიტომ ლოგიკური იქნებოდა დაგვესკვნა, რომ აღთქმულ ქვეყანაში ისრაელების შესვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სოლომონის ტაძრის მიძღვნამდე, აარონის კვერთხი და მანანით სავსე ოქროს ქილა შეთანხმების კიდობნიდან ამოიღეს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება