საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w07 8/1 გვ. 2-3
  • სულიერობის ძიებაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სულიერობის ძიებაში
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • მსგავსი მასალა
  • რა არის სულიერება? აუცილებელია, რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდე სულიერი სრულყოფისთვის?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • „ხორციელი ადამიანი“ ხარ თუ „სულიერი ადამიანი“?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
  • ქრისტიანული ოჯახი პირველ ადგილზე აყენებს სულიერ საქმეებს
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-4
  • როგორ შეგიძლიათ გახდეთ სულიერი ადამიანი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
w07 8/1 გვ. 2-3

სულიერობის ძიებაში

მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). მის სიტყვებს, ალბათ, თქვენც დაეთანხმებით. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ესმით, რომ სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სჭირდებათ; ისინი მიიჩნევენ, რომ, თუ დაიკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებას, ბედნიერნი იქნებიან. მაშ, რა არის „სულიერობა“?

ერთი ლექსიკონი სულიერობას ასე განმარტავს: „რელიგიურ ფასეულობათა სიყვარული“ და „სულიერი ადამიანის თვისება“. აქედან გამომდინარე, სიტყვები „სულიერობა“, „სულიერი ადამიანი“ ან „სულიერზე კონცენტრირებული ადამიანი“ სინონიმებად ითვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი ადამიანი ის არის, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი ანუ რელიგიური ფასეულობები.

როგორ შეიძლება კაცი ნამდვილ სულიერ ადამიანად ჩამოყალიბდეს? თითქმის ყველა რელიგია აცხადებს, რომ იცის ადამიანის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების გზა, მაგრამ მათი მითითებები ისევე მრავალრიცხოვანია, როგორც თავად რელიგიები. პროტესტანტები ამბობენ, რომ გადარჩენა რელიგიური სულისკვეთების გაღვივებით შეიძლება; კათოლიკები ცდილობენ, მესის დროს ღვთის მოზიარენი გახდნენ; ბუდისტები მედიტაციის საშუალებით აღწევენ ნირვანას; ჰინდუს მიმდევრები გარდაქმნის ციკლიდან თავის დაღწევას თვითგვემით ცდილობენ. ადგანან ისინი ჭეშმარიტი სულიერობისკენ მიმავალ გზას? ამ რელიგიათაგან შეიძლება რომელიმეზე ითქვას, რომ ის ჭეშმარიტ სულიერობამდე მიიყვანს ადამიანს?

ამ კითხვებზე ბევრი უარყოფითად პასუხობს და ამბობს, რომ სულიერობისთვის სულაც არ არის საჭირო, რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდე, მთავარია, გწამდეს ღმერთი. სხვების აზრით, სულიერობა რელიგიას არ უკავშირდება; ის შინაგანი სიმშვიდისა და სიცოცხლის აზრის ძიების სურვილია. მათი მტკიცებით, სულიერობის მაძიებლებს სულაც არ სჭირდებათ რელიგია. ნაცვლად ამისა, ისინი უნდა დაუკვირდნენ თავიანთ შინაგან განწყობას, გულის სიღრმეში დამალულ გრძნობებს. ერთი მწერალი ამბობს: „ჭეშმარიტი სულიერობა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ის იმაში გამოიხატება, როგორ ვავლენთ სიყვარულს გარემოსა და ადამიანების მიმართ, როგორ ვუყურებთ მათ და რა დამოკიდებულება გვაქვს მათთან. სულიერობას ვერ იპოვი ვერც ეკლესიებში და ვერც რელიგიურ მიმდინარეობებში“.

აშკარაა, რომ ხალხს სულიერობაზე სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვს. ათასობით წიგნი იძლევა რჩევას, თუ როგორ შეიძლება ადამიანი სულიერი პიროვნება გახდეს, თუმცა ძალიან ხშირად მათი წაკითხვის შედეგად დაბნეულ ადამიანებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რჩებათ. მაგრამ არსებობს წიგნი, რომელიც სულიერ საკითხებთან დაკავშირებით საიმედო ხელმძღვანელობას გვიწევს. ეს წიგნი ცხადყოფს, რომ ღვთის შთაგონებითაა დაწერილი (2 ტიმოთე 3:16). განვიხილოთ, რას ამბობს ეს წიგნი, ბიბლია, სულიერობის მნიშვნელობასა და მის ფასეულობაზე.

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

COVER: Background: © Mark Hamblin/​age fotostock

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება