საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w12 6/15 გვ. 19
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • უზარმაზარი კერპის აღზევება და დაცემა
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • გამოიკვლიეთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 7
    გამოიღვიძეთ! — 2011
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
w12 6/15 გვ. 19

მკითხველთა შეკითხვები

როდის გახდა ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მეშვიდე მსოფლიო იმპერია?

▪ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახ სიზმარში უზარმაზარი მეტალის ქანდაკება არ განასახიერებს ყველა მსოფლიო იმპერიას (დან. 2:31—45). ის წარმოადგენს მხოლოდ ხუთ მათგანს, რადგან ეს იმპერიები დანიელის დროიდან არსებობდნენ და ისინი განსაკუთრებულად მტრობდნენ ღვთის ხალხს.

მეტალის ქანდაკების შესახებ დანიელის აღწერიდან ვიგებთ, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია კი არ დაიპყრობდა რომს, არამედ მისგან წარმოიშობოდა. დანიელმა იხილა, რომ ქანდაკებას ფეხები, ტერფები და თითები რკინის ჰქონდა (ტერფებში და თითებში რკინა თიხასთან იყო შერეული).a აღწერიდან ჩანს, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია რკინის ფეხებიდან წარმოიშობოდა. ისტორია ამტკიცებს, რომ ეს ზუსტად ასე მოხდა. ბრიტანეთმა, ერთ დროს რომის იმპერიის ნაწილმა, ძალაუფლების მოხვეჭა მე-18 საუკუნის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატები გახდა ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ. რადგან ბრიტანეთი და შეერთებული შტატები იმ დროისთვის არ იყვნენ მოკავშირეები, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მეშვიდე მსოფლიო იმპერია ჯერ არ არსებობდა. მათ განსაკუთრებული კავშირი პირველი მსოფლიო ომის დროს დაამყარეს.

ამ დროისთვის „სამეფოს ძეები“ განსაკუთრებულად გააქტიურდნენ შეერთებულ შტატებში. მათი მსოფლიო მთავარი სამმართველო მდებარეობდა ბრუკლინში, ნიუ-იორკში (მათ. 13:36—43). ცხებულთა კლასის წევრები აქტიურად ქადაგებდნენ ბრიტანეთის იმპერიის ქვეყნებში. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ბრიტანეთმა და ამერიკამ განსაკუთრებული ალიანსი შექმნეს და ერთად იბრძოდნენ საერთო მტრების წინააღმდეგ. ომმა გამოიწვია ნაციონალისტური სულისკვეთების გაღვივება. ამ დროს ეს იმპერია ემტერებოდა „დანარჩენებს მისი [ქალის] შთამომავლებიდან“ — კრძალავდა მათ პუბლიკაციებს და ციხეში სვამდა სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელებს (გამოცხ. 12:17).

ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ მეშვიდე მსოფლიო იმპერია მე-18 საუკუნის ბოლოს არ შექმნილა, როცა ბრიტანეთმა ძალაუფლების მოხვეჭა დაიწყო. მეშვიდე მსოფლიო იმპერია უფლის დღის დასაწყისში გამოჩნდა.b

[სქოლიოები]

a რკინასთან შერეული თიხა წარმოადგენს რკინისებრი ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებში წარმოქმნილ სხვადასხვა ელემენტს. დროთა განმავლობაში ამ თიხის გამო ის ვეღარ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო.

b შეიცვალა ახსნა, რომელიც მოცემული იყო წიგნ „დანიელის წინასწარმეტყველებაში“ 57-ე გვერდზე 24-ე აბზაცში და 56-ე და 139-ე გვერდებზე დაბეჭდილ ცხრილებში.

[სურათი 19 გვერდზე]

1918 წლის ივნისში „საგუშაგო კოშკის“ მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი 8 ძმა დააპატიმრეს

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება