საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp16 № 5 გვ. 6-8
  • ნუგეში ძნელბედობის ჟამს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნუგეში ძნელბედობის ჟამს
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როცა უმუშევარი რჩებით
  • როცა ოჯახი გენგრევათ
  • როცა ავადმყოფობისა და სიბერის დროს ძალა გეცლებათ
  • როცა საყვარელი ადამიანი ხელიდან გეცლებათ
  • ყველას გვჭირდება ნუგეში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • მიენდეთ იეჰოვას, „ყოველგვარი ნუგეშის მამას“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ანუგეშეთ დამწუხრებულნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
wp16 № 5 გვ. 6-8

მთავარი თემა | სად ვპოვოთ ნუგეში?

ნუგეში ძნელბედობის ჟამს

ცხოვრებაში ათასგვარი სირთულის წინაშე ვდგებით. რა თქმა უნდა, ამ სტატიაში ყველა პრობლემას ვერ შევეხებით, თუმცა დავუბრუნდეთ იმ ოთხი ადამიანის შემთხვევას, რომლებიც წინა სტატიებში მოვიხსენიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ღმერთმა თითოეული მათგანი ანუგეშა.

როცა უმუშევარი რჩებით

ჯონათანი ფანჯარას წმენდს

„დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არანაირი საქმე არ არის სათაკილო, ამიტომ ნებისმიერ სამუშაოზე ვთანხმდებოდი. ამასთანავე, შევამცირეთ არასაჭირო ხარჯები“ (ჯონათანი)

„მე და ჩემმა მეუღლემ ერთდროულად დავკარგეთ სამუშაო, — იხსენებს სეთი.a — ორი წლის მანძილზე ნათესავების მოწყალების იმედად ვიყავით; პატარა-პატარა სამუშაოები კი გამოგვიჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ ეს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებდა. ამის გამო ჩემი მეუღლე პრისკილა დეპრესიაში ჩავარდა, მე კი უღირსობის გრძნობა დამეუფლა.

პრისკილა გამუდმებით შეახსენებდა საკუთარ თავს მათეს 6:34-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ მეტისმეტად არ უნდა ვინერვიულოთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი. ის აგრეთვე გულს უღვრიდა იეჰოვას ლოცვაში, რაც ძალას მატებდა; პირადად მე ფსალმუნის 55:22-ში ჩაწერილი სიტყვები მანუგეშებდა. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, მეც მივანდე ჩემი ტვირთი იეჰოვას და ისიც ამომიდგა მხარში. ახლა უკვე მაქვს სამუშაო, თუმცა ვცდილობთ, იესოს რჩევის თანახმად, უბრალოდ ვიცხოვროთ (მათე 6:20—22). და, რაც ყველაზე მთავარია, ასეთი ცხოვრების წესი იეჰოვასთანაც გვაახლოებს და ერთმანეთთანაც“.

ჯონათანი გვიზიარებს: „პატარა ოჯახური ბიზნესი გვქონდა, მაგრამ საქმე ცუდად წაგვივიდა და მთლიანად გავკოტრდით, რის გამოც მომავლის შიში გამიჩნდა. ამას ეკონომიკური კრიზისიც დაემატა, რამაც 20-წლიანი შრომა წყალში ჩაგვიყარა. მე და ჩემს ცოლს ხშირად მოგვდიოდა კამათი ფულის გამო. საკრედიტო ბარათითაც ვერაფერს ვყიდულობდით იმის შიშით, რომ ბანკი არ მოგვცემდა კრედიტს.

მაგრამ ღვთის სიტყვისა და მისი სულის დახმარებით სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არანაირი საქმე არ არის სათაკილო, ამიტომ ნებისმიერ სამუშაოზე ვთანხმდებოდი. ამასთანავე, შევამცირეთ არასაჭირო ხარჯები. ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ; თანამორწმუნეები ყველანაირად გვედგნენ მხარში. როცა გვიჭირდა, ისინი ყოველთვის გვიწვდიდნენ დახმარების ხელს და გვეხმარებოდნენ, რომ საკუთარი თავის პატივისცემა არ დაგვეკარგა“.

როცა ოჯახი გენგრევათ

«როდესაც ქმარმა მიმატოვა, თავი შეურაცხყოფილად და განადგურებულად ვიგრძენი, — იხსენებს რაკელი. — მძიმე ნაღველი შემომაწვა, მაგრამ უფრო მეტად მივენდე ღმერთს და მანაც მანუგეშა. დახმარებისთვის ღმერთს ყოველდღე მივმართავდი, რის შედეგადაც ჩემს გულში ღვთის მშვიდობამ დაისადგურა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შუაზე გახლეჩილი გული გამიმრთელდა.

ღვთის სიტყვის, ბიბლიის, დახმარებით სიბრაზემ და გულისწყრომამ გადამიარა. გულთან ახლოს მივიტანე რომაელების 12:21-ში ჩაწერილი პავლე მოციქულის სიტყვები: „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“.

რაკელი ქალს ბიბლიურ მუხლს უკითხავს

«სწორედ ახლა იყო „დაკარგვასთან შეგუების დრო“ . . . რათა ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო» (რაკელი)

ახლო მეგობარმა მირჩია, რომ წარსულზე აღარ მეფიქრა და ცხოვრება გამეგრძელებინა. მან ეკლესიასტეს 3:6 წამიკითხა და თავაზიანად ამიხსნა, რომ სწორედ ახლა იყო „დაკარგვასთან შეგუების დრო“. ეს ცოტა არ იყოს პირდაპირი ნათქვამი იყო, მაგრამ სწორედ ეს მჭირდებოდა იმ მომენტში, რათა ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო».

„როდესაც ოჯახი გენგრევა, ამ დროს სხვების მხარდაჭერას საჭიროებ, — გვიზიარებს ელიზაბეტი. — ამ მძიმე წუთებში ახლო მეგობარი ყოველდღე გვერდში მედგა. იგი ჩემთან ერთად ტიროდა, თანამიგრძნობდა და თავს უღირსად კი არა, ძვირფას ადამიანად მაგრძნობინებდა. დარწმუნებული ვარ, იეჰოვამ სწორედ ის გამოიყენა, რომ ჩემთვის ემოციური ჭრილობები მოეშუშებინა“.

როცა ავადმყოფობისა და სიბერის დროს ძალა გეცლებათ

ლუისი ლოცვაში ღმერთს ძალას სთხოვს

„გამუდმებით მივმართავ ღმერთს ლოცვით და ვგრძნობ, რომ ის მაძლიერებს თავისი სულით“ (ლუისი)

პირველ სტატიაში მოხსენიებულმა ლუისმა, რომელსაც გულის სერიოზული დაავადება აქვს, ორჯერ სიკვდილს ჩახედა თვალებში. ამჟამად ის დღეში 16 საათი ხელოვნურ სუნთქვაზეა. იგი ამბობს: „გამუდმებით მივმართავ ღმერთს ლოცვით და ვგრძნობ, რომ ის მაძლიერებს თავისი სულით. ლოცვა ძალას მმატებს და მეხმარება, ხელები არ ჩამოვყარო. მე მჯერა მისი და ვიცი, რომ ის ზრუნავს ჩემზე“.

„ბევრი რამის კეთება მინდა, მაგრამ ჯანი არ მომყვება, — ამბობს 80 წელს გადაცილებული პეტრა. — მიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ ნელ-ნელა ძალა მეცლება. თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ და, შეიძლება ითქვას, წამლებით ვცოცხლობ. ხშირად ვფიქრობ, როგორ შესთხოვდა იესო ზეციერ მამას, რომ თუ შესაძლებელი იყო, აერიდებინა მისთვის მოსალოდნელი განსაცდელი. იეჰოვამ გააძლიერა თავისი ძე და ეჭვი არ მეპარება, რომ იგი ჩემს შემთხვევაშიც იმავეს გააკეთებს. ლოცვა ჩემთვის ყოველდღიური თერაპიასავითაა. თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, როცა ღმერთს გულს ვუშლი“ (მათე 26:39).

ხულიანი, რომელსაც თითქმის 30 წელია გაფანტული სკლეროზი აქვს, მსგავსი გრძნობები ეუფლება. ის გვიზიარებს: «დირექტორის სავარძლიდან ინვალიდის ეტლზე გადავჯექი. მაგრამ ჩემი ცხოვრება ნამდვილად არაა აზრს მოკლებული, რადგან ისეთ საქმეს მივუძღვენი თავი, რომელიც სხვების კეთილდღეობას ემსახურება. როცა გავცემ, ტკივილი მიმსუბუქდება; ვხედავ, როგორ ასრულებს იეჰოვა თავის დანაპირებს და საჭიროების დროს მაძლიერებს. პავლე მოციქულის მსგავსად, მეც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“» (ფილიპელები 4:13).

როცა საყვარელი ადამიანი ხელიდან გეცლებათ

«როცა მამაჩემი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, თავიდან ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, — იხსენებს ანტონიო. — რა უსამართლობაა, ის ხომ უბრალოდ გზაზე გადადიოდა?! ხუთი დღე კომაში იყო, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. ვცდილობდი, დედის თანდასწრებით არ მეტირა, მაგრამ მარტო რომ ვრჩებოდი, თავს ვერ ვიკავებდი; სასოწარკვეთილს აღმომხდებოდა ხოლმე: „რატომ, რატომ მოხდა ეს?“.

იმ მძიმე წუთებში იეჰოვას ვთხოვდი, მოეცა ძალა, რათა თავი ხელში ამეყვანა და შინაგანი სიმშვიდე მეგრძნო. თანდათანობით დავმშვიდდი კიდეც. გამახსენდა ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომ ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ღმერთი არასდროს ცრუობს. მჯერა, რომ ის სიცოცხლეს დაუბრუნებს მამაჩემს და კვლავ შევხვდები მას» (ეკლესიასტე 9:11; იოანე 11:25; ტიტე 1:2).

რობერტი და მისი მეუღლე ალბომს ათვალიერებენ

„სამწუხაროდ, ჩვენი შვილი ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა, მაგრამ ვცდილობთ, ამ უბედურ შემთხვევაზე კი არა, იმ ბედნიერ წუთებზე ვიფიქროთ, რომელიც მასთან ერთად გავატარეთ“ (რობერტი)

წინა სტატიაში მოხსენიებული რობერტიც მსგავს აზრს გამოთქვამს: „როცა მე და ჩემი მეუღლე იეჰოვას ლოცვით მივმართავთ, შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება, როგორც ეს ფილიპელების 4:6, 7-შია ნათქვამი. სწორედ ამან შეგვაძლებინა, რომ ჟურნალისტებთან მკვდრეთით აღდგომის იმედის შესახებ გვესაუბრა. სამწუხაროდ, ჩვენი შვილი ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა, მაგრამ ვცდილობთ, ამ უბედურ შემთხვევაზე კი არა, იმ ბედნიერ წუთებზე ვიფიქროთ, რომელიც მასთან ერთად გავატარეთ.

როცა თანამორწმუნეებმა ტელევიზორში ჩვენი ინტერვიუ მოისმინეს, შეგვაქეს იმის გამო, რომ ძალიან მშვიდად ვსაუბრობდით. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს ყველაფერი მათი ლოცვების დამსახურება იყო. მჯერა, რომ იეჰოვა მე და ჩემს მეუღლეს სწორედ თანაქრისტიანების მეშვეობით გვანუგეშებდა, რომლებიც არ იშურებდნენ ჩვენთვის თბილ და გამამხნევებელ სიტყვებს“.

ამ შემთხვევებიდან გამოჩნდა, რომ ღმერთს ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ნუგეშისცემა შეუძლია. რის თქმა შეიძლება თქვენზე? რა უბედურებაც არ უნდა დაგატყდეთ ცხოვრებაში, გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ პოვოთ ნუგეში!b სთხოვეთ დახმარება იეჰოვა ღმერთს, რომელიც „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“ (2 კორინთელები 1:3).

a სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

b ამ საკითხზე მეტი რომ გაიგოთ ბიბლიიდან, დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ იეჰოვას მოწმეების უახლოეს ფილიალს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება