საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp17 № 4 გვ. 4-7
  • რას ამბობს ბიბლია?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ამბობს ბიბლია?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია ნათელს ჰფენს ამ საკითხს
  • წარმართული სწავლება ფეხს იკიდებს
  • „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“
  • რამდენად მტკიცედ გწამთ მკვდრეთით აღდგომა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • უკეთესი იმედი სულისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ — რა სწამს ხალხს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
wp17 № 4 გვ. 4-7
მკვდარი სამარხში

მთავარი თემა | სიცოცხლე და სიკვდილი — გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია!

რას ამბობს ბიბლია?

ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“, რომელიც ღვთის შემოქმედებაზე მოგვითხრობს, ვიგებთ, რა გაფრთხილება მისცა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17). ღვთის ამ მითითებიდან ნათლად ჩანს, რომ, თუ ადამი ღმერთს დაემორჩილებოდა, არასდროს მოკვდებოდა.

ადამი და ევა სიბერეში

სამწუხაროდ, ადამი არ დაემორჩილა ღმერთს და იგემა აკრძალული ნაყოფი, რომელიც ევამ, მისმა ცოლმა, მისცა (დაბადება 3:1—6). მათი დაუმორჩილებლობის შედეგებს დღემდე ვიწვნევთ. მოციქული პავლე ამის შესახებ წერდა: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). ამ მუხლში ნახსენები „ერთი ადამიანი“, რა თქმა უნდა, ადამი იყო. მაგრამ, რა იყო ცოდვა და რატომ დავექვემდებარეთ ამის გამო სიკვდილს?

ადამმა შეგნებულად დაარღვია ღვთის კანონი და ამგვარად ცოდვა ჩაიდინა (1 იოანე 3:4). როგორც ღმერთმა უთხრა ადამს, ცოდვის გამო მან სასჯელად სიკვდილი დაიტეხა. ადამი რომ ღვთის მითითებას დამორჩილებოდა, არც ცოდვილები ვიქნებოდით და არც სიკვდილს ვიგემებდით, რადგან ღმერთმა სიკვდილისთვის კი არა, მარადიული სიცოცხლისთვის შეგვქმნა.

ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ „სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“. მაგრამ საინტერესოა, განაგრძობს არსებობას სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულისგან გამიჯნული რაღაც ნაწილი, რომელსაც ზოგი „სულს“ ეძახის? თუ ასეა, გამოდის, რომ ღმერთს ადამი მოუტყუებია და სიკვდილი არ ყოფილა ცოდვის შედეგი. არადა ბიბლიაში ნათქვამია: „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელები 6:18). სინამდვილეში სატანამ მოატყუა ევა, როცა უთხრა: „არ მოკვდებით“ (დაბადება 3:4).

აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ სწავლება სულის უკვდავების შესახებ სიცრუეა, მაშინ რა ხდება სინამდვილეში სიკვდილის შემდეგ?

ბიბლია ნათელს ჰფენს ამ საკითხს

წიგნ „დაბადებაში“ ვკითხულობთ: „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“. ებრაული სიტყვა „ნეფეშ“,a რომელიც ითარგმნება „ცოცხალ სულად“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „მსუნთქავს“ (დაბადება 2:7, სქოლიო).

ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ სული არ არის ადამიანის სხეულისგან გამიჯნული ნაწილი, რომელიც უკვდავია. სინამდვილეში თავად ადამიანია „ცოცხალი სული“. ამიტომ ბიბლიაში ვერსად ნახავთ ფრაზას „უკვდავი სული“.

მაშ, რატომ ასწავლის ამდენი რელიგია, რომ სული უკვდავია მაშინ, როცა ბიბლიიდან სრულიად საპირისპიროს ვიგებთ? ეს სწავლება სათავეს ძველი ეგვიპტიდან იღებს.

წარმართული სწავლება ფეხს იკიდებს

ძვ. წ. V საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა, რომ „პირველები, რომლებმაც სულის უკვდავების შესახებ სწავლება დაამკვიდრეს“, ეგვიპტელები იყვნენ. ეს სწავლება ბაბილონელებმაც გაიზიარეს. ძვ. წ. 332 წლისთვის კი, როცა ალექსანდრე დიდმა ახლო აღმოსავლეთი დაიპყრო, ბერძენი ფილოსოფოსები აქტიურად ავრცელებდნენ სწავლებას სულის უკვდავების შესახებ, ამიტომ მალე ამ სწავლებამ მთელ საბერძნეთის იმპერიაში მოიკიდა ფეხი.

ბიბლიაში ვერსად ნახავთ ფრაზას „უკვდავი სული“

ახ. წ. I საუკუნეში ორი ცნობილი იუდაური სექტის წევრები, ესეები და ფარისევლები, ასწავლიდნენ, რომ სული სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას. ერთ იუდაურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ძირითადი მიზეზი, რის გამოც იუდეველებს შორის ღრმად გაიდგა ფესვი სწავლებამ სულის უკვდავების შესახებ, ის გახლდათ, რომ მათ გაიზიარეს ბერძენი ფილოსოფოსების, უმთავრესად კი პლატონის, იდეები“. მსგავსად, პირველ საუკუნეში მოღვაწე ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსიც თვლიდა, რომ ამ სწავლებას წმინდა წერილებთან საერთო არაფერი არ ჰქონდა და რომ ის „ბერძენი სწავლულების შეხედულებებს ეფუძნებოდა“. ფლავიუსისთვის ეს სწავლება ბერძნული მითოლოგიის ნაწილი იყო და მეტი არაფერი.

ვინაიდან ბერძნული კულტურის გავლენა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ვრცელდებოდა, წარმართული სწავლება სულის უკვდავების შესახებ ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმაც შეითვისეს. ერთი ისტორიკოსი იონა ლენდერინგი აღნიშნავს: „ქრისტიანული სწავლებებისა და პლატონისეული ფილოსოფიის შერწყმას ხელი შეუწყო თავად პლატონის იდეამ, რომ თითქოს ადამიანის სული განსხეულებამდე უკეთეს ადგილას მკვიდრობს, შემდეგ კი ზნედაცემულ ქვეყნიერებას ევლინება“. ამგვარად, ეს წარმართული სწავლება კარგად შეითვისა ქრისტიანულმა ეკლესიამ და ის მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სწავლებად იქცა.

„ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“

პირველ საუკუნეში მოციქული პავლე წერდა: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“ (1 ტიმოთე 4:1). ეს სიტყვები მართლაც ზედმიწევნით შესრულდა! სულის უკვდავება სწორედ ერთ-ერთი „დემონური სწავლებაა“, რადგან ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია და სათავეს წარმართული რელიგიებიდან და ფილოსოფიური სწავლებებიდან იღებს.

თუმცა იესოს სიტყვები გვაიმედებს: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). როცა ბიბლიიდან საფუძვლიან ცოდნას ვიღებთ, ვხედავთ, რომ მსოფლიოში გაბატონებული რელიგიების სწავლებები ცრუ და ღვთის შეურაცხმყოფელია; ჩვენ ვთავისუფლდებით ცრუ რელიგიის მარწუხებისგან და შედეგად აღარც ღვთისთვის მიუღებელ რიტუალებში ვიღებთ მონაწილეობას. მეტიც, ჭეშმარიტება გვათავისუფლებს ისეთი ტრადიციებისა და ცრურწმენისგან, რაც სულის უკვდავებას უკავშირდება (იხილეთ ჩარჩო „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“).

ჩვენი შემოქმედის განზრახვა არ ყოფილა, რომ დედამიწაზე, სულ რაღაც, 70—80 წელი გვეცხოვრა და შემდეგ მთელი მარადიულობა სხვა სამყაროში გაგვეტარებინა. მას სურდა, რომ მის მორჩილთ მარადიულად აქ, დედამიწაზე, ეცხოვრათ. ეს დიდებული განზრახვა იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთს უყვარს კაცთა მოდგმა; მას ამ განზრახვის შესრულებაში ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს! (მალაქია 3:6). მართლაც რა მანუგეშებელია ფსალმუნმომღერლის მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“! (ფსალმუნი 37:29).

მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-6 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზეც www.pr2711.com.

a ზოგ ბიბლიის თარგმანში, მაგალითად საქართველოს საპატრიარქოს გამოცემასა და ბიბლიის საზოგადოების გამოცემაში, სიტყვა „ნეფეშ“ ნათარგმნია, როგორც „ცოცხალი არსება“.

შეუძლიათ ადამიანებს მარადიულად ცხოვრება?

რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს მცენარე, რომელიც ზღვის ფსკერზე ხარობს. მათი აზრით, ის უკვე ათასობით წელია, რაც ცოცხლობს — როგორც ჩანს, ყველა სხვა ცოცხალ არსებაზე გაცილებით დიდხანს. ეს არის ზღვის ბალახის ერთ-ერთი სახეობა (Posidonia oceanica), რომლითაც დაფარულია ხმელთაშუა ზღვის ფსკერის დიდი ნაწილი ესპანეთიდან კვიპროსამდე.

თუ მცენარეები ასე დიდხანს ცოცხლობენ, რის თქმა შეიძლება ადამიანებზე? ზოგი მეცნიერი, რომელიც დაბერების პროცესს შეისწავლის, იმედოვნებს, რომ შეძლებს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას. მაგალითად, ერთ მეცნიერულ წიგნში მოხსენიებულია „ის თანამედროვე მიღწევები, რაც მეცნიერებას ამ სფეროში აქვს“. შეძლებენ თუ არა მეცნიერები თავიანთი მიზნის განხორციელებას, ამას მომავალი გვიჩვენებს.

იცხოვრებენ თუ არა ადამიანები მარადიულად, ეს თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებზე კი არა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, შემოქმედზე, იეჰოვა ღმერთზეა დამოკიდებული. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „შენთან არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). იესო ქრისტემ ღმერთს ლოცვაში ასეთი სიტყვებით მიმართა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). მარადიული სიცოცხლით იეჰოვა ღმერთი იმ შემთხვევაში დაგვაჯილდოებს, თუ გავეცნობით მას და მის ძეს, იესო ქრისტეს, და ყველანაირად შევეცდებით, დავემორჩილოთ მათ.

ზღვის ბალახი

მეცნიერების აზრით, ზოგიერთი სახეობის ზღვის ბალახი ათასობით წელი ცოცხლობს

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

იესომ ლაზარე აღადგინა

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მკვდრები სამარეში არიან და კვლავ გაცოცხლდებიან (იოანე 5:28, 29). ისინი არ იტანჯებიან და არც არანაირ ტკივილს გრძნობენ, რადგან „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). იესომ სიკვდილი ღრმა ძილს შეადარა (იოანე 11:11—14). აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს გარდაცვლილების და არც მათი „გულის მოლბობას“ უნდა ვცდილობდეთ. მათ არც შველა შეუძლიათ და არც ზიანის მოყენება, რადგან „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში“ (ეკლესიასტე 9:10). დადგება დრო, როცა ღმერთი მკვდრეთით აღადგენს გარდაცვლილებს და ამგვარად ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს სიკვდილს (1 კორინთელები 15:26, 55; გამოცხადება 21:4).

რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას?

ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ბოლომდე ვენდოთ ბიბლიას. განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი.

  • საწერი ფრთა და მელანი

    მისი ავტორი ღმერთია. ბიბლია 66 წიგნისგან შედგება, რომელსაც დაახლოებით 40 მამაკაცი წერდა. ის 16 საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, ძვ. წ. 1513 წლიდან დაახლოებით ახ. წ. 98 წლამდე, იწერებოდა. მიუხედავად ამისა, მისი ყველა წიგნი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ეს იმის დასტურია, რომ ამ წიგნის ავტორი ყოვლისშემძლე ღმერთია, რომელმაც თავისი აზრები ადამიანებს დააწერინა.

  • სვეტი

    ისტორიულად ზუსტია. ბიბლიაში აღწერილი მოვლენები ზუსტად შეესაბამება ისტორიულ ფაქტებს. ერთ წიგნში აღნიშნულია: „ისინი, ვინც სასამართლოებში ცრუ ჩვენებებს იძლევიან, თხზავენ ლეგენდებს და წერენ რომანებს, ხშირად აბუნდოვნებენ, სად და როდის მოხდა ესა თუ ის მოვლენა . . . მაგრამ ბიბლია უდიდესი სიზუსტით გადმოგვცემს მოვლენების განვითარების დროსა და ადგილს“ (A Lawyer Examines the Bible).

  • ატომი

    მეცნიერულად ზუსტია. ბიბლია არ არის მეცნიერული სახელმძღვანელო, მაგრამ როცა მეცნიერულ საკითხებს ეხება, ყოველთვის ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას გვაწვდის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიაში მეცნიერული ფაქტები გაცილებით დიდი ხნით ადრე ჩაიწერა, ვიდრე ამას თავად მეცნიერები დაადასტურებდნენ. მაგალითად, წიგნ „ლევიანების“ მე-13 და მე-14 თავებიდან ვიგებთ, რომ ისრაელებს მიეცათ კანონი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ჰიგიენისა და კარანტინის წესები. საინტერესოა, რომ მეცნიერებმა მიკრობებისა და გადამდები ინფექციების შესახებ მხოლოდ საუკუნეების გასვლის შემდეგ გაიგეს. ბიბლიაში აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ დედამიწა მრგვალია და ცარიელ სივრცეშია დაკიდებული, რაც მეცნიერულად საუკუნეების შემდეგ დადასტურდა (იობი 26:7; ესაია 40:22).

ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია იმაში დასარწმუნებლად, რომ ვენდოთ ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება