საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp19 № 2 გვ. 10-11
  • როცა მძიმე დაავადებას ებრძვით

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როცა მძიმე დაავადებას ებრძვით
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐ ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲐ ᲖᲝᲒᲡ ᲛᲡᲒᲐᲕᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ
  • ქრონიკული დაავადება ოჯახის საზრუნავი
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • როგორ უმკლავდებიან ოჯახები ქრონიკულ დაავადებას
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • როცა ოჯახის წევრი ავად არის
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
wp19 № 2 გვ. 10-11

როცა მძიმე დაავადებას ებრძვით

„როდესაც ფილტვის და სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დამისვეს, მეგონა, სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. თუმცა სახლში რომ დავბრუნდი, ჩემთვის გავიფიქრე: მართალია, ასეთ რამეს არ ველოდი, მაგრამ როგორღაც უნდა გავუმკლავდე“ (71 წლის ლინდა).

„სახის ნერვის ნევრიტი მაქვს და საშინელ ტკივილს ვგრძნობ. ზოგჯერ ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ დეპრესიაში ვვარდები. ხშირად თავი სრულიად უმწეოდ მიგრძნია და თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია“ (49 წლის ელისი).

ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული მამაკაცი ოჯახის წევრებთან ერთად

ᲗᲣ ᲗᲥᲕᲔᲜ ან თქვენს ახლობელს სიცოცხლისთვის საშიში დაავადების დიაგნოზი დაგისვეს, ალბათ, კარგად გესმით, რას განიცდის ასეთ დროს ადამიანი. დაავადებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ დროს შეიძლება ათასგვარი უარყოფითი გრძნობა დაგეუფლოთ. განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს, როცა ექიმთან გიწევთ ვიზიტი, როცა მკურნალობას თან ახლავს არასასიამოვნო გვერდითი მოვლენები ან ხელი არ მიგიწვდებათ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდზე. ეს ყველაფერი ძალიან დამთრგუნველია.

რა დაგვეხმარება ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში? ბევრი დიდ ნუგეშს პოულობს, როდესაც ღმერთს ლოცვით მიმართავს და ბიბლიიდან გამამხნევებელ მონაკვეთებს კითხულობს. სხვებს კი ოჯახის წევრებისა და მეგობრების სიყვარული და მხარში დგომა ანუგეშებთ.

ᲠᲐ ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲐ ᲖᲝᲒᲡ ᲛᲡᲒᲐᲕᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ

აი, რას გვირჩევს 58 წლის რობერტი: „გჯეროდეთ, რომ ღვთის დახმარებით გაუმკლავდებით თქვენს მდგომარეობას. ლოცვით მიმართეთ იეჰოვას; უთხარით, რას გრძნობთ; სთხოვეთ მას წმინდა სული, რომ დაავადებასთან ბრძოლის დროს პოზიტიური განწყობა და სიმშვიდე შეგანარჩუნებინოთ და ძალა მოგცეთ ოჯახის წევრების გასამხნევებლად“.

რობერტი დასძენს: „ოჯახის წევრების მხრიდან ემოციური მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. ძალიან გამამხნევებელია, როცა ყოველდღე ვიღაც გირეკავს და გკითხულობს. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, როცა ახლოს თუ შორს მცხოვრები მეგობრები მეხმიანებიან. ეს ძალას მაძლევს, ხელები არ ჩამოვუშვა“.

თუ თქვენც ინახულებთ ხოლმე მეგობარს, რომელიც ავადაა, ალბათ, დაგაინტერესებთ, რას გვირჩევს ლინდა: „ცხადია, მას, ვინც ავადაა, სურს, რომ შეძლებისდაგვარად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. მას შეიძლება ყოველთვის არ სურდეს თავის დაავადებაზე საუბარი. უმჯობესი იქნება, თუ მასთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრებთ“.

როდესაც ღვთის, ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მხარდაჭერას ვგრძნობთ და ნუგეშს ღვთის სიტყვაში ვპოულობთ, ეს გვეხმარება, ხელი მაშინაც კი არ ჩავიქნიოთ ცხოვრებაზე, თუ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას ვებრძვით.

ბიბლიური რჩევები

ღმერთზე იყავით დაიმედებული

„ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა, ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა. მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა“ (ფსალმუნი 34:4, 6).

წინა სტატიაში მოხსენიებული ლინდა ამბობს: „იმაზე არასდროს ვლოცულობ, რომ განვიკურნო. ღმერთს ყოველთვის იმას ვთხოვ, რომ ძალა მომცეს დაავადებასთან საბრძოლველად“.

ღვთის სიტყვით გაძლიერდით

„არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

იფიქრეთ ღვთის დანაპირებზე, რაც იმედს ჩაგისახავთ. იმედი კი, თავის მხრივ, ბრძოლის ძალას მოგცემთ.

სთხოვეთ მხარდაჭერა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს

„ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

„ნუ განმარტოვდებით, — გვირჩევს ელისი. — მიეცით მეგობრებს საშუალება, რომ დაგეხმარონ. დროდადრო შეიძლება თავი მარტო იგრძნოთ და იფიქროთ, რომ ღმერთმაც კი დაგივიწყათ, მაგრამ ყველანაირად შეეცადეთ, არ განმარტოვდეთ“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება