საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp19 № 2 გვ. 8-9
  • როცა მეუღლე გღალატობთ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როცა მეუღლე გღალატობთ
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ
  • არ შეეპუოთ სისუსტეებს და დაისახეთ მიზნები!
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • ნუგეში ძნელბედობის ჟამს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • შესაძლებელია შერიგება?
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • მე სწორი არჩევანი გავაკეთე
    გამოიღვიძეთ! — 2007
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
wp19 № 2 გვ. 8-9
ქალი ლოცულობს

როცა მეუღლე გღალატობთ

„როდესაც ჩემმა ქმარმა უფრო ახალგაზრდა ქალში გამცვალა, სიკვდილი ვინატრე. ეს დიდი უსამართლობა იყო. მისთვის ხომ ბევრჯერ მსხვერპლზე წავსულვარ?!“ (მარია, ესპანეთი).

„თითქოს შიგნით რაღაც ჩამწყდა, როცა ჩემმა ცოლმა მოულოდნელად მიმატოვა. ჩვენი ოცნებები, იმედები და გეგმები ერთ დღეში გაცამტვერდა. ზოგჯერ მეგონა, რომ მდგომარეობიდან გამოვდიოდი, მაგრამ ისევ სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი“ (ბილი, ესპანეთი).

ᲛᲔᲣᲦᲚᲘᲡ ღალატი გამანადგურებელია. თუმცა ზოგი მზადაა, აპატიოს თავის მეორე ნახევარს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა.a იმის მიუხედავად, შეინარჩუნებს თუ არა წყვილი ოჯახს, დაზარალებულ მხარეს მიყენებული ჭრილობა გამუდმებით ახსენებს თავს. როგორ შეიძლება ამ ტკივილის მოშუშება?

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

დიდი გულისტკივილის მიუხედავად, ბევრი უდანაშაულო მეუღლე ნუგეშს წმინდა წერილებში პოულობს. მათთვის მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთი ხედავს მათ ცრემლებს და კარგად ესმის მათი ტკივილი (მალაქია 2:13—16).

„როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა, შენ მანუგეშე და დამამშვიდე“ (ფსალმუნი 94:19).

„როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობ, თვალწინ წარმომიდგება ჩვენი თანამგრძნობი მამა, რომელიც ტკივილს მიამებს“, — გვიზიარებს ბილი.

„ერთგულს ერთგულებით უპასუხებ“ (ფსალმუნი 18:25).

„მართალია, ქმარმა მიღალატა, მაგრამ იეჰოვაზე ვიყავი მინდობილი, რომელიც მუდამ ერთგულია. ვიცოდი, რომ ის არასდროს გამიცრუებდა იმედს“, — ამბობს კარმენი, რომელსაც მეუღლე თვეების მანძილზე ღალატობდა.

„ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში; ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7).

„ამ მუხლს ძალიან ხშირად ვკითხულობდი, — იხსენებს საშა. — რაც უფრო მეტს ვლოცულობდი, მით მეტ სიმშვიდეს მაძლევდა ღმერთი“.

ეს ურთულესი პერიოდი იყო ამ ადამიანებისთვის; ხშირად მათ იმედგაცრუება ეუფლებოდათ, მაგრამ მიენდნენ იეჰოვა ღმერთს და მისი სიტყვის დახმარებით გაძლიერდნენ. ბილი ასეთ რამეს ამბობს: «როცა ყველაფერი თავზე დამენგრა, ერთადერთი, რაც ჩემს ცხოვრებას აზრს სძენდა, რწმენა იყო. თითქოს „წყვდიადით მოცულ ხევში“ დავაბიჯებდი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ღმერთი ჩემ გვერდით იყო» (ფსალმუნი 23:4).

a იხილეთ 1999 წლის 8 მაისის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში სტატიათა სერია „როცა მეუღლე გღალატობს“ და გაიგეთ მეტი იმის თაობაზე, უნდა აპატიოს თუ არა ქრისტიანმა მეუღლეს ღალატი.

რა დაეხმარა ზოგს მსგავს სიტუაციაში

იფიქრეთ მანუგეშებელ ბიბლიურ მუხლებზე

ბილი გვიყვება: «ჯერ „იობი“ წავიკითხე, შემდეგ კი — „ფსალმუნები“. იმ მონაკვეთებს ვინიშნავდი, რომლებიც ჩემს სიტუაციას მაგონებდა. ვხედავდი, რომ ამ წიგნებში მოხსენიებულ ღვთის მსახურებსაც ისეთივე განცდები ჰქონდათ, როგორიც მე».

დაკავდით საყვარელი საქმით

„როცა ღამით ძილი მიკრთებოდა, მუსიკას ვუსმენდი და საოცარ შვებას ვგრძნობდი“, — იხსენებს კარმენი. დანიელი კი ასეთ რამეს ამბობს: „გიტარაზე დაკვრა ვისწავლე. მუსიკა შინაგან სიმშვიდეს მგვრიდა“. საყვარელი საქმეების კეთება ერთგვარი თერაპიაა, რაც სტრესს გვიმცირებს და გვამშვიდებს.

ელაპარაკეთ სხვებს თქვენს გრძნობებზე

დანიელი იხსენებს: „საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარდა. მაგრამ რამდენიმე მეგობარს გულს ვუშლიდი ხოლმე — მათ ყოველდღე ვესაუბრებოდი ან წერილს ვწერდი. ამ დროს თითქოს დიდი ტვირთი მეხსნებოდა მხრებიდან“. საშა ამბობს: „ოჯახის წევრების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. დედაჩემი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და როცა ლაპარაკი მინდებოდა, ყურადღებით მისმენდა. მამაჩემიც გამუდმებით ზრუნავდა ჩემზე; სითბოს და სიყვარულს არ მაკლებდა; ის დამეხმარა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი“.

გამუდმებით ილოცეთ

„სულ ვლოცულობდი, — ამბობს კარმენი. — ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღმერთი ჩემ გვერდით იყო, მისმენდა და მეხმარებოდა. ამ ურთულეს პერიოდში მასთან უფრო მეტი სიახლოვე ვიგრძენი“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება