საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp19 № 2 გვ. 12-13
  • როცა სიცოცხლე აღარ გინდათ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როცა სიცოცხლე აღარ გინდათ
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲡᲐᲓ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲕᲜᲐ
  • ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲓᲔᲞᲠᲔᲡᲘᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ
  • რატომ უნდა ვადიდოთ ყველამ ღმერთი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • რას გრძნობს დეპრესიაში მყოფი ადამიანი?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • დეპრესიის დაძლევა
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • მიიღეთ დახმარება „ნუგეშის მამისგან“
    გამოიღვიძეთ! — 2009
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
wp19 № 2 გვ. 12-13
ქალი ბიბლიით ხელში მაგიდასთან ზის და ჰორიზონტს გაჰყურებს

როცა სიცოცხლე აღარ გინდათ

„თავს იმდენად საშინლად ვგრძნობდი, რომ ვიფიქრე, უკეთესი იქნებოდა, თუ თვითმკვლელობით დავასრულებდი სიცოცხლეს“ (ადრიანა, ბრაზილია).

ᲝᲓᲔᲡᲛᲔ გიგრძნიათ თავი ისე ცუდად, რომ სიკვდილი გინატრიათ? თუ ასეა, ალბათ არ გაგიჭირდებათ, შეხვიდეთ ადრიანას მდგომარეობაში. მას ქრონიკული დეპრესიის დიაგნოზი დაუდგინეს. ადრიანა მუდამ დათრგუნული იყო და თავს უიმედოდ გრძნობდა.

იაპონელი მამაკაცი, სახელად კაორუ, რომელიც ხანდაზმულ მშობლებს უვლიდა, გვიყვება: „რაღაც პერიოდი სამუშაოზე დიდი სტრესი მქონდა. ჭამის მადა დავკარგე და ძილიც დამერღვა. თავის მოკვლაზე დავიწყე ფიქრი; მეგონა, მხოლოდ ასე დავაღწევდი თავს ჩემს პრობლემებს“.

ნიგერიელი მამაკაცი, სახელად ოჯებოდე კი ამბობს: „სულ დანაღვლიანებული დავდიოდი; სევდამორეულს ხშირად ცრემლი მადგებოდა თვალზე. ვფიქრობდი, თავი როგორ მომეკლა“. საბედნიეროდ, ოჯებოდემ, კაორუმ და ადრიანამ არ მოისწრაფეს სიცოცხლე. თუმცა ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი იკლავს თავს.

ᲡᲐᲓ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲕᲜᲐ

მათი უმრავლესობა, ვინც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, მამაკაცები არიან. მათგან ბევრი იმიტომ მივიდა ამ მდგომარეობამდე, რომ მოერიდა, სხვებისთვის დახმარება ეთხოვა. იესომ თქვა, რომ ავადმყოფს ექიმი სჭირდება (ლუკა 5:31). თუ თქვენც გრძნობთ თავს ასე, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. ბევრი, ვისაც დეპრესია აქვს, მკურნალობის შედეგად უმკლავდება ამ დაავადებას. მათ შორის არიან ოჯებოდე, კაორუ და ადრიანა. დღეს ისინი გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს.

მას, ვინც დეპრესიაშია, ექიმმა შეიძლება მედიკამენტებით უმკურნალოს, თერაპია ჩაუტაროს ან ერთდროულად ორივე მეთოდს მიმართოს. დეპრესიაში მყოფთ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგანაც სჭირდებათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა. ყველაზე საუკეთესო მეგობრობის გაწევა იეჰოვა ღმერთს შეუძლია, რომელიც თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვეხმარება.

ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲓᲔᲞᲠᲔᲡᲘᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ

დეპრესიაში მყოფთ ხშირად ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ. მათ გარკვეული ცვლილებებიც უნდა შეიტანონ თავიანთ განრიგში, რათა უკეთ გაართვან თავი ამ დაავადებას. თუ დეპრესიით იტანჯებით, ოჯებოდეს მსგავსად შეგიძლიათ ბედნიერი მომავლის იმედი გქონდეთ. ის ამბობს: „ერთი სული მაქვს, როდის შესრულდება ესაიას 33:24-ში ჩაწერილი დანაპირები, როცა არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“. თქვენც შეგიძლიათ ინუგეშოთ თავი იმით, რომ მალე ღვთის დაპირებისამებრ „ახალ დედამიწაზე“ აღარ იარსებებს ტკივილი (გამოცხადება 21:1, 4). ეს ნიშნავს, რომ მეტად აღარავინ დაიტანჯება ემოციური ტკივილითა თუ ფსიქიკური აშლილობით. მეტად აღარასდროს დაგეუფლებათ ასეთი საშინელი გრძნობები, აღარ გაიხსენებთ წინათ მომხდარს და გულიც აღარ დაგიმძიმდებათ (ესაია 65:17).

ბიბლიური რჩევები

ღმერთს ესმის თქვენი

„მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!“ (ესაია 41:13).

იეჰოვას ყველაზე უკეთ ესმის, რას ვგრძნობთ და სურს კიდეც, დაგვეხმაროს.

იფიქრეთ ღვთის სიტყვიდან ნასწავლზე

ელიამ «სიკვდილი ინატრა და თქვა: „აღარ შემიძლია! ნუღარ მაცოცხლებ, იეჰოვა“» (1 მეფეები 19:4).

„ღვთის სიტყვიდან ნასწავლზე ფიქრმა ძალა შემმატა. ერთხელ ელიაც იყო ჩემსავით სასოწარკვეთილი“, — ამბობს ოჯებოდე.

ისწავლეთ ღვთის ერთგულ მსახურთა მაგალითიდან

იესომ პეტრეს უთხრა: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ დაკარგო“ (ლუკა 22:32).

მას შემდეგ, რაც პეტრემ სამჯერ უარყო იესო, თავი საშინლად იგრძნო და მწარედ ატირდა. კაორუ ამბობს: „პეტრეს შემთხვევიდან დავინახე, რომ იეჰოვასთვის და იესოსთვის სულერთი არ იყო მისი გრძნობები. ამან ძალიან გამამხნევა“.

„წინათ მომხდარი აღარავის გაახსენდება და გულსაც არავის დაუმძიმებს“ (ესაია 65:17).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება