საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 7/00 გვ. 3
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • მსგავსი მასალა
  • გაქვს სამქადაგებლო უბანი?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • რატომ არის კარგი, გქონდეს პირადი უბანი?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • სასიხარულო ცნობის ქადაგების მეთოდები
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
km 7/00 გვ. 3

შეკითხვების ყუთი

◼ მიზანშეწონილია, რომ ვინმემ მუდმივად დაამუშაოს ერთი და იგივე უბანი?

სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ გარკვეული უბნის დამუშავება საუკეთესოა მის პირობებში. მაგალითად, მათ, ვისაც ტრანსპორტით სარგებლობა არ შეუძლია, აღმოაჩინეს, რომ უფრო მოსახერხებელია, უბანი სახლთან ახლოს ჰქონდეთ. ან ისინი, რომლებსაც ფიზიკური შეზღუდვები აქვთ, ამჯობინებენ უბანს, სადაც სახლებში ნაკლები საფეხურებია. კარგია, როდესაც უბანი, რომელიც მაუწყებელს ეძლევა, ხელს უწყობს მას, რეგულარული იყოს სამქადაგებლო საქმიანობაში.

თუმცა, სადაც პრაქტიკულია, სასარგებლოა უბნის რამდენჯერმე დამუშავების შემდეგ ის სხვას გადაეცეს. ეს საშუალებას მისცემს სხვებს, რომელთაც მსგავსი ვითარება აქვთ, დაამუშაონ ის უბანი. აგრეთვე, ხშირად სასარგებლოა, რომ სხვადასხვა მაუწყებელმა იქადაგოს უბანზე, რადგან განსხვავებულ პიროვნებებს ადამიანები უფრო ეხმაურებიან. განსხვავებული ასაკის მაუწყებელმა, რომელსაც მიდგომის სხვა მეთოდი აქვს ან მან, ვისაც დღის სხვადასხვა დროს შეუძლია მისვლა, შესაძლებელია, უფრო წარმატებულად მოინახულოს ზოგიერთი ადამიანი. თუ სხვადასხვა მაუწყებელს მიეცემა უბნის დამუშავების შესაძლებლობა, შედეგი იქნება ეფექტური დამოწმება ყველასთან, რაც თითოეულს გვწადია. სამსახურებრივ ზედამხედველს შეუძლია კონტროლის გაწევა ამის განსახორციელებლად.

თუ ვინმე თვლის, რომ თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, უმჯობესია, შეინარჩუნოს იგივე უბანი, დროდადრო შეუძლია სხვები მიიწვიოს მის დასამუშავებლად. როცა ისინი შეძლებენ ინტერესის გაღვივებას ან შესწავლის დაწყებას, შესაძლოა, მოინდომონ მსახურების გაგრძელება ამ უბანზე. ან ეს მონახულებები გადაეცემა ისევ იმ მაუწყებელს, რომელსაც ეს უბანი აქვს ჩაბარებული, თუ მას უბანზე მისვლის საუკეთესო პირობები აქვს, რათა ეფექტურად მოინახულოს დაინტერესებულები.

გადამწყვეტი ფაქტორი ის არის, თუ საუკეთესო რა იქნება უბანზე მცხოვრები ადამიანების ინტერესებისთვის? ჩვენ გვსურს, ისე ვიზრუნოთ უბანზე, რომ შედეგად უდიდესი დახმარება გავუწიოთ ყველა ცხვრისმაგვარ ადამიანს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება