დრო შეიცვალა
1 ბიბლია გვეუბნება, რომ „წარმავალია [ცვალებადია, აქ] წუთისოფლის სახე“ (1 კორ. 7:31). რამდენად მართალია ეს დღეს! თვით ჩვენს ცხოვრებაში დავინახეთ, თუ რამდენად რადიკალურად შეიცვალა საზოგადოების ყველა სფეროში ადამიანების აზროვნება და ქცევა. თუ გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ, როდესაც მათ სამეფოს შესახებ ცნობას გადავცემთ, ჩვენი მიდგომა შეცვლილი დროის შესაბამისი უნდა იყოს. ჩვენი სურვილია, კეთილი ცნობა ისე შევთავაზოთ ადამიანებს, რომ დააინტერესოს და მათ გულებს ჩასწვდეს.
2 წლების წინ მრავალ მხარეში დამოწმების საქმე სხვანაირად მიმდინარეობდა, ვინაიდან ადამიანები უმეტესად მშვიდად ცხოვრობდნენ და გრძნობდნენ უსაფრთხოებას. რელიგიას წმინდა ადგილი ეკავა მათ ცხოვრებაში. ბიბლიას ძალიან აფასებდნენ. ხშირად, იმ დროს დამოწმება მოიცავდა დოქტრინების არგუმენტებით უკუგდებას. დღეს ადამიანებს აქვთ მღელვარე ცხოვრება. რელიგია დაცინვის საგანია. ცოტას სწამს ბიბლიის. და ევოლუციის თეორიამ მრავალში გაანადგურა ღმერთისადმი რწმენა.
3 ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა აღნიშნა: „ახლა, როგორც ვხედავთ, ადამიანების წინაშე იმდენი პრობლემები და სიძნელეებია, რომ ჩვენ მათ უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ იცხოვრონ“. დღეს ადამიანები დასტრიალებენ საკუთარ თავს, თავიანთ ოჯახებს და თავიანთ საზრუნავს. უმეტესწილად ამ საკითხებზე საუბრობენ, როდესაც ერთად იკრიბებიან. ეს კი დამოწმებისას უნდა გვახსოვდეს.
4 ღმერთის სამეფო ერთადერთი ჭეშმარიტი იმედია მომავლისთვის: ადამიანთა უმრავლესობას მცირედ თუ სჯერა ადამიანთა მთავრობის. ისინი ფიქრობენ, რომ არ არსებობს არავითარი იმედი, რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება. ცრუ რელიგიამ რწმენის ვერანიარი საფუძველი ვერ მისცა მათ. ამიტომ კაცობრიობისთვის ძალიან საჭიროა, რომ მოისმინოს კეთილი ცნობა ღმერთის სამეფოზე. უჩვენე, თუ როგორ გადაწყვეტს ღმერთის სამეფო კაცობრიობის წინაშე წამოჭრილ პრობლემებს.
5 ბიბლია ხელმძღვანელობის ერთადერთი სანდო წყაროა: ადამიანთა დღევანდელ მასებს არასწორად უხელმძღვანელეს იმ ლიდერებმა, რომლებიც ადამიანურ სიბრძნესა და ქვეყნიურ ფილოსოფიებს ენდობიან. ადამიანებს ჯერ კიდევ სჭირდება იმის შეგნება, რომ „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23). ყველაზე ძვირფასი, რომელიც მათ შეუძლიათ ისწავლონ, არის ის, რომ უნდა ‘ესავდნენ უფალს მთელი გულით და არ დაენდონ საკუთარ ჭკუას’ (იგავ. 3:5). დრო შეიცვალა, მაგრამ ბიბლია — არა. ამიტომ, მსახურებისას ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ღმერთის სიტყვა, რითაც სხვებს უნდა ვასწავლოთ, რომ გაიგონ მისი ინსპირირებული, ღვთიური ხელმძღვანელობა (2 ტიმ. 3:16, 17). ბიბლია რომ მნიშვნელოვანია ადამიანებს ვაჩვენებთ იმით რომ, მივმართავთ მას შეთავაზების დროს, გამოვიყენებთ პასუხების გაცემისას და მხარს დავუჭერთ მისი შესწავლის საჭიროებასა და მისი პრაქტიკული სიბრძნის გამოყენებას.
6 თვით დღევანდელ ცვალებად დროში, ჩვენი მსახურების მიზნები იგივე რჩება. ჩვენ უნდა ვიქადაგოთ კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ, გავზარდოთ ღმერთის სიტყვისადმი რწმენა და დავეხმაროთ სხვებს, ჩვენთან ბიბლიის შესწავლის საჭიროების დანახვაში. ჩვენი ნათქვამი უნდა შეესაბამებოდეს იმ ხალხის ადგილობრივ მოთხოვნილებებს, რომლებსაც ვუმოწმებთ. ასეთი მოქმედებით, დაე, გავუზიაროთ სხვებს კეთილი ცნობა და ამგვარად მოვიპოვოთ უფრო მეტი ადამიანები (1 კორ. 9:19, 23).