სამსახურებრივი შეხვედრები აპრილში
1-ლი აპრილიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №132
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. განიხილე თემა „როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ჩვენს სამეფო დარბაზზე?“ აღნიშნე თქვენი სამეფო დარბაზის მოვლის ნებისმიერი საჭიროება და როგორ შეუძლია დახმარება კრებას მათზე ზრუნვაში. მოიხსენიე ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ აღნიშნულ გახსენების საღამოსთან.
20 წთ.: «იყავი „გულმოდგინე კეთილ საქმეთა მიმართ“ აპრილში!». სამსახურებრივი ზედამხედველი კითხვა-პასუხით განიხილავს 1–10 აბზაცებს. ახსენი: 1) რა არის ადგილობრივად დაგეგმილი აპრილში საველე მსახურების გაზრდისთვის, 2) როგორ შეიძლება ყველას დახმარება, რომ მონაწილეობა მიიღონ და 3) იყვნენ მათ შორის ახლები და ახალგაზრდები.
15 წთ.: „იპოვე სწორად განწყობილი ადამიანები“. განიხილე მოცემული შეთავაზებები და შემდეგ ორი ინსცენირებით უჩვენე, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება. თუ დრო ნებას გრთავს, მოიხსენიე ჟურნალების შესათავაზებლად ზოგიერთი რჩევა, რომლებიც მოცემულია 1995 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გვერდი 5 (რუს.). შეახსენე, აღნიშნონ, რომ ჩვენ შესაწირავებს ვიღებთ მსოფლიო საქმის წინ წასაწევად.
სიმღერა №20 და დამამთავრებელი ლოცვა.
8 აპრილიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №72
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. განიხილე პრაქტიკული საშუალებები გახსენების საღამოზე დამსწრე ახლების დასახმარებლად, რომ განიცადონ შემდეგი სულიერი წინსვლა. განიხილე 1991 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 9–12 (რუს.).
15 წთ.: „დღე და ღამე წმინდა მსახურება“. კითხვები და პასუხები. წაიკითხე მე-5 და მე-6 აბზაცი.
15 წთ.: «იყავი „გულმოდგინე კეთილ საქმეთა მიმართ“ აპრილში!». კითხვა-პასუხები მე-11-დან მე-15-ე აბზაცების ჩათვლით. ყველა გაამხნევე, რომ გააანალიზონ თავიანთი მდგომარეობები და გამონახონ საშუალებები, რომ გაზარდონ საველე მსახურებაში მონაწილეობა.
სიმღერა №113 და დამამთავრებელი ლოცვა.
15 აპრილიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №133
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მსმენელებს შეახსენე სპეციალური საჯარო მოხსენების შესახებ, რომელიც წარმოითქმება 21 აპრილს, სათაურით „უმწიკვლოების შენარჩუნება უკეთურ მოდგმაში“. გაამხნევე, რომ შემდეგში ძალისხმევა მოახმარონ და ყველას დაეხმარონ, რომ დაესწრონ.
15 წთ.: „დრო შეიცვალა“. კითხვები და პასუხები. ხაზი გაუსვი, რომ ადამიანებს სამეფოს შესახებ ცნობა წარუდგინონ იმ მხრივ, რომელიც მათ გადაუდებელ საჭიროებებს შეეხება. მიუთითე ზოგიერთ ოჯახურ და საზოგადოებრივ პრობლემაზე, რომლებზეც მრავალი ადამიანი ფიქრობს, როგორც ეს აღნიშნულია „სასწავლო სტატიების“ მე-7 გამოცემაში, გვერდები 14, 15.
20 წთ.: „რწმენა — მოსმენისაგან“. განიხილე, თუ როგორ შეიძლება გაღვივდეს ინტერესი ჟურნალების მიტანით, რაც ხელს შეუწყობს ბიბლიის შესწავლის დაწყებას წიგნით „შემეცნება“. მოაწყვე შეთავაზებების ორი ან სამი ინსცენირება.
სიმღერა №204 და დამამთავრებელი ლოცვა.
22 აპრილიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №6
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე გასული კვირის სპეციალური საჯარო მოხსენების მნიშვნელოვანი აზრები. განიხილე, თუ იმ შეხსენებებმა როგორ უნდა აღძრას ახლად დაინტერესებული პირები, რომ მტკიცედ დადგნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. აგრეთვე მათი ყურადღება მიაპყარი თემაზე ‘გააგრძელე ზუსტი შემეცნების მიღება’ და ხაზგასმით აღნიშნე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრების წიგნის შესწავლაზე რეგულარული დასწრება.
12 წთ.: შეკითხვების ყუთი. უხუცესის მოხსენება. ახსენი, თუ რატომ უნდა მოერიდონ შეხვედრების ჩამტარებელი ძმები შეუფერებელ ფამილიარობას, რაც გამოიხატება მხოლოდ სახელით მიმართვაში.
18 წთ.: უხუცესსა და სამსახურებრივ თანაშემწეს შორის მსჯელობა თემაზე, სათაურით „წარსულის ღვთისმოსავი ოჯახები — თანამედროვე დროის ნიმუში“, რომელიც მოცემულია 1995 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 20–23 (რუს.). გააკეთე პრაქტიკული მითითება ადგილობრივი ოჯახების სასარგებლოდ.
სიმღერა №143 და დამამთავრებელი ლოცვა.
29 აპრილიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №144
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ზოგიერთები იეჰოვას მოწმეებს განიხილავენ, როგორც „სექტას“, რითაც შეცდომაში შეჰყავთ სხვები ჩვენს საქმიანობასა და მიზნებთან დაკავშირებით. გამოიყენე 1994 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ მოცემული თემა „წარმოადგენენ თუ არა იეჰოვას მოწმეები სექტას?“ და მოკლედ აუხსენი, თუ როგორ უკუაგდონ ასეთი ცილისწამება.
15 წთ.: ჩვენი ტერიტორიისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა. სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება. მიმოფანტული ან დაშორებული უბნები შეიძლება იშვიათად იყოს დამუშავებული. ზოგიერთი შეიძლება შეგნებულად არიდებს თავს იმ ადგილებში მუშაობას, სადაც მდიდარი ან ძალიან მორწმუნე ადამიანები ცხოვრობენ. საქმიანი უბნები შეიძლება იყოს უგულებელყოფილი. ზოგიერთი მაუწყებელი შეიძლება რეგულარულად ითხოვს იმ უბნებს, რომლებსაც თვითონ ამჯობინებს, ვიდრე ისეთებს, რომლებსაც დამუშავება ესაჭიროებათ. გაამხნევე ყველა, რომ მთელი ძალისხმევით ითანამშრომლონ დაუმუშავებელი უბნების დამუშავებაში. ზაფხულის თვეები მშვენიერ შესაძლებლობას ქმნის დაშორებული სასოფლო უბნების დასამუშავებლად; ორგანიზება შეიძლება გაწეოდა მანქანების ჯგუფებს. სანამ უბანს დააბრუნებდე, დარწმუნდი, რომ ის მთლიანად არის დამუშავებული მათი ჩათვლით, ვინც არ იყო სახლში. შესთავაზე პრაქტიკული რჩევები, რაც აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია თითოეულს დახმარება ტერიტორიის საუკეთესოდ დამუშავებაში.
18 წთ.: მაისში შესთავაზე ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ცალკეული ეგზემპლარები. ხშირად დამუშავებულ უბანზე შესთავაზე ნებისმიერი შესაფერისი ბროშურა. შეინახე ჩანაწერები დატოვებულ პუბლიკაციებზე, იმ მიზნით, რომ ორგანიზაცია გაუკეთო ჟურნალების დატარების მარშრუტს. ხაზი გაუსვი ჟურნალების გავრცელების დიდ სარგებლობას, როგორც საზოგადოებისთვის სამეფოს შესახებ ცნობის მიწვდენის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. როდესაც მსახურებაში მივდივართ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ გვაქვს ჟურნალების მარაგი; და შესთავაზე ის ყოველი შესაძლებლობისას. ჟურნალების დღესთან დაკავშირებით პირადი კვირეული ღონისძიებები კარგი საშუალებაა ჟურნალების მიტანის ადგილების გასაზრდელად. აგრეთვე ნაყოფიერია ჟურნალებით დამოწმება მაღაზიებსა და ქუჩებში. გააღვივე ინტერესი განმეორებითი მონახულებებით, რაც გამიზნულია შესწავლის დასაწყებად, წიგნით „შემეცნება“. გააკეთე მიმდინარე ნომრების შეთავაზების ერთი ან ორი მოკლე ინსცენირება, შეიძლება 1995 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, მე-3 გვერდზე, 3–5 აბზაცებში (რუს.) მოცემული შეთავაზებების გამოყენება.
სიმღერა №195 და დამამთავრებელი ლოცვა.