რას გეგმავ ზაფხულისთვის?
როცა ზაფხულზე ვფიქრობთ, გვახსენდება თბილი ამინდი, ორგანიზაცია საოლქო კონგრესზე დასასწრებად და გეგმები განმტვირთავი შვებულებისთვის, აგარაკზე წასასვლელად ან ნათესავებთან თუ მეგობრებთან სასიამოვნო სტუმრობისთვის. ზაფხულის გეგმებისთვის აქ მოყვანილი შეხსენებები დაგეხმარება სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებაში:
▪ ზუსტი გეგმები დაისახე, რათა დაესწრო საოლქო კონგრესს. წინასწარ გაუწიე ორგანიზაცია შენს ტრანსპორტირებასა და საცხოვრებელ ბინას, საკმაოდ დიდი ხნით ადრე, რათა თავიდან აიცილო ნებისმიერი პრობლემა.
▪ თუ შვებულებით მიდიხარ, მაგალითად აგარაკზე, დაგეგმე ადგილობრივი კრებების შეხვედრებზე დასწრება და მსახურებაში მონაწილეობის მიღება. დარწმუნდი, რომ ჩააბარე სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშები; თუ საჭიროა, ფოსტით გაგზავნე ისინი შენი კრების მდივანთან.
▪ ურწმუნო ნათესავებთან სტუმრობამ, შეიძლება შესაძლებლობა მოგცეს, ნაყოფიერად დაამოწმო არაფორმალურად. დარწმუნდი, რომ წაიღე ბიბლია და საკმარისი ლიტერატურა.
▪ იფიქრე თუ არა მეზობელი კრების დახმარების შესახებ, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას თავისი ტერიტორიის დასამუშავებლად? ესაუბრე უხუცესებს ან სარაიონო ზედამხედველს, რომ ინფორმაცია მოგცენ შენს ტერიტორიაში მოთხოვნილების შესახებ.
▪ სასკოლო არდადეგები საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს ახალგაზრდებს, რომ გააფართოონ თავიანთი მსახურება. ახალგაზრდებო, შეგიძლიათ იმსახუროთ, როგორც დამხმარე პიონერებმა?
▪ ალბათ, მიხვდი, რომ სასიამოვნო ამინდისა და დღის სინათლის ხანგრძლივობისას შეგიძლია მშვენიერ შედეგებს მიაღწიო მსახურებაში, უფრო მეტად, საღამოს საათებში დამოწმებისას, როცა ადამიანთა უმეტესობა სახლშია.
▪ უხუცესები ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ კრების საქმიანობები კარგად ჰქონდეთ ორგანიზებული; და დანიშნონ ვინმე, რომ დროებით იზრუნოს მათ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც წავიდნენ.
დაიმახსოვრე, რომ „მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს“ (იგავ. 21:5). ისე დაგეგმე დრო, რომ ზაფხულის უმეტესი ნაწილი მოახმარო კარგ შესაძლებლობას თეოკრატიული წინსვლისთვის.