საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/96 გვ. 1
  • მიბაძე მათ რწმენას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მიბაძე მათ რწმენას
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • მსგავსი მასალა
  • გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • „რწმენა განგვიმტკიცე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • რწმენა ძალას გვმატებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • ნამდვილად გწამთ სასიხარულო ცნობა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 6/96 გვ. 1

მიბაძე მათ რწმენას

1 მოციქულმა პავლემ რწმენა განმარტა როგორც „მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“. მან დაუმატა, რომ „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა“ (ებრ. 11:1, 6). პავლემ მოგვიწოდა, გამოვავლინოთ რწმენა, დავეუფლოთ და მივდიოთ მას (2 კორ. 4:13; კოლ. 2:7; 2 ტიმ. 2:22).

2 ბიბლიაში რწმენის მრავალი ცნობილი ნიმუშია ჩამოთვლილი. ებრაელთა მე-11 თავში პავლე მოწმეების გრძელ სიას წარმოგვიდგენს, რომლებმაც ურყევი რწმენა გამოავლინეს. ამ სიაშია აბელი, რომელიც პირველი მოკვდა რწმენის გამო. აგრეთვე მოყვანილია ნოე, რადგან თავისი რწმენით აჩვენა ღვთის შიში, რომელიც საჭირო იყო თავისი სახლეულის გადასარჩენად. აბრაამი შექებულია რწმენისა და მორჩილებისთვის. მოსე განდიდებულია, რადგან თავისი რწმენით თითქოს უხილავს ხედავსო, მუდამ მტკიცე იყო. ნიმუშების სიის სიდიდის გამო პავლემ თქვა, რომ დრო არ ეყოფოდა, თუ გააგრძელებდა ყოველი მათგანის ჩამოთვლას. რამდენად მადლიერი ვართ, რომ შეგვიძლია, გავძლიერდეთ რწმენაში, როცა განვიხილავთ მათ ‘წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობას’ (2 პეტ. 3:11).

3 პირველ საუკუნეში იესომ დასვა კითხვა: „როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას?“ (ლუკ. 18:8). არიან თუ არა რწმენის ცოცხალი ნიმუშები დღეს ჩვენს შორის? ვხედავთ თუ არა მამაკაცებსა და ქალებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს, რომლებიც იეჰოვასადმი ისეთ ურყევ რწმენას ავლენენ, როგორსაც ღვთის ჭეშმარიტი ხალხი ავლენდა ბიბლიურ დროში?

4 რწმენის თანამედროვე ნიმუშები: რწმენის ცნობილი ნიმუშების პოვნა ჩვენს გარშემო ყველგან შეიძლება! ზედამხედველების რწმენა, რომლებიც გვწინამძღოლობენ, მიბაძვის ღირსია (ებრ. 13:7). მაგრამ მხოლოდ ესენი არ არიან სანიმუშო რწმენის. ყველა კრებასთან კავშირი აქვთ ერთგულებს, რომლებსაც იეჰოვასადმი ერთგულად მსახურების, ხშირად, ძალიან რთულ ვითარებებში შესრულებული გრძელი ანგარიში აქვთ.

5 მოხიბლულნი ვართ ჩვენი ერთგული დებით, რომლებიც წლების განმავლობაში უძლებდნენ ქმრების წინააღმდეგობას. მარტოხელა მშობლები ხვდებოდნენ სირთულეებს, რადგანაც მარტო უწევდათ შვილების აღზრდა. ჩვენს შორის არიან მოხუცი ქვრივები, რომლებსაც არასოდეს გამოუტოვებიათ კრების საქმიანობები, თუმცა არ ჰყავთ ოჯახის წევრები, რომ ხელი შეეწყოთ (შეადარე ლუკა 2:37). განცვიფრებული ვართ მათი რწმენით, რომლებიც უძლებენ ქრონიკულ ავადმყოფობებს. მრავალი აგრძელებს ერთგულად მსახურებას მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები აქვთ, რაც ხელს უშლის მათ მსახურების დამატებით უპირატესობაზე დანიშვნას. ახალგაზრდა მოწმეებმა გაბედულად გამოავლინეს რწმენა სკოლაში წინააღმდეგობის მიუხედავად. ჩვენი ღვთისმოსაობა ძლიერდება, როცა ვაკვირდებით ერთგულ პიონერებს, რომლებიც, უამრავი პრობლემის მიუხედავად, ყოველწლიურად შეუპოვრობას ავლენენ. პავლეს მსგავსად, დრო არ გვეყოფა, თუ შევეცდებით სამეფოსთვის სამსახურისა და რწმენის საქმეების ყველა ნიმუშის ჩამოთვლას, რომლებიც შეასრულეს ამ ძმებმა და დებმა!

6 ერთგულების ნიმუშები გვანუგეშებს და გვამხნევებს (1 თეს. 3:7, 8). კარგს ვაკეთებთ, თუ ვბაძავთ მათ რწმენას, ვინაიდან ‘ჭეშმარიტებით [ერთგულად, აქ] მოქმედნი სათნონი არიან მისთვის’ (იგავ. 12:22).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება