საჭიროა 7 000 დამხმარე პიონერი
შეგიძლია იყო დამხმარე პიონერი მარტში? აპრილში? მაისში?
1 „საჭიროა 1 000 მქადაგებელი“ — ეს იყო 1881 წლის „საგუშაგო კოშკის“ აპრილის ნომრის სათაური. ეს შეიცავდა თხოვნას ყველა მიძღვნილი მამაკაცისა და ქალისადმი, „ვისაც უფალმა ჩააბარა თავისი ჭეშმარიტების შემეცნება“, რათა მათ ყოველი წუთი გამოეყენებინათ ბიბლიის ჭეშმარიტების გასავრცელებლად. ვისაც შეეძლო თავიანთი დროის მხოლოდ ნახევარის ან უფრო მეტის გამოყოფა უფლის საქმისთვის, მოწოდებულნი იყვნენ, ნებაყოფლობით გამხდარიყვნენ ლიტერატურის დამტარებელი მქადაგებლები — დღევანდელი პიონერების წინამორბედები.
2 მართალია, დრო შეიცვალა მე-19 საუკუნესთან შედარებით, მაგრამ ერთი ფაქტი იგივე რჩება — ღვთისადმი მიძღვნილ მსახურებს შეძლებისდაგვარად მეტი დროის გამოყენება სურთ კეთილი ცნობის გასავრცელებლად. დამხმარე პიონერებად მსახურება კრების მაუწყებლებს აუმჯობესებინებს თავიანთ ეფექტურობას, რადგან სამეფოსთვის მსახურებაში დამატებით დროს გამოყოფენ (კოლ. 4:17; 2 ტიმ. 4:5).
3 იმ დროიდან მოყოლებული, დამხმარე პიონერად ასიათასობით ძმა და და მსახურობს. პიონერული მსახურების ამ სფეროში ენთუზიაზმი იმდენად გაიზარდა, რომ დამხმარე პიონერების უმაღლესმა რიცხვმა 1995 წლის მაისში 6 184-ს მიაღწია მხოლოდ ჩვენი ფილიალის ტერიტორიაზე! უეჭველად არსებობს მოთხოვნილება, რომ გადავაჭარბოთ ამ შესანიშნავ ძალისხმევას 1997 წლის გაზაფხულზე.
4 ჩვენ მოგიწოდებთ, რომ მიზნად დაისახოთ დამხმარე პიონერული მსახურება მარტის, აპრილისა და მაისის თვეებიდან ერთი ან მეტი თვის განმავლობაში. რატომ მარტიც? იმიტომ რომ, ამ წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ემთხვევა 23 მარტს, კვირას. იმ კვირების განმავლობაში, როცა გახსენების საღამო იქნება, სხვა უკეთეს საქმეს ვერ გავაკეთებთ იმის გარდა, რომ გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეში, რომელიც ჩვენმა უფალმა და მხსნელმა, იესო ქრისტემ, დაგვიწესა. თუ ბევრს დავუმოწმებთ მარტში, შევძლებთ მრავალი დაინტერესებულის დაპატიჟებას, რათა შემოგვიერთდნენ ქრისტეს სიკვდილის გახსენებაში. მარტი განსაკუთრებული იქნება იმიტომაც, რომ პირველად გავავრცელებთ ახალ წიგნს — „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. ამასთანავე, მარტში იქნება ხუთი შაბათ-კვირა, რაც საშუალებას მოგვცემს გაძლიერებული საქმიანობისთვის სამქადაგებლო მსახურებაში. რასაკვირველია, აპრილისა და მაისის თვეების განმავლობაში მსახურებისას ძალების გულმოდგინედ გამოყენებით შევძლებთ, მივაკითხოთ დაინტერესებულებს და ბიბლიის ახალი შესწავლები დავიწყოთ ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ აგრეთვე ჩვენს უბნებს გულდასმით დავამუშავებთ, განსაკუთრებით შაბათ-კვირას ჟურნალების — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ბოლო ნომრებით.
5 ვინ შეესაბამება მოთხოვნებს, რომ დამხმარე პიონერად იმსახუროს? წიგნი „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურების შესასრულებლად“ 114 გვერდზე (რუს.) ხსნის: „როგორი პირადი ვითარებებიც არ უნდა გქონდეს, თუ მონათლული ხარ, კარგი ზნეობრივი ნორმები გაქვს, შეგიძლია, ორგანიზება გაუკეთო მოთხოვნის შესრულებას, იქადაგო თვეში 60 საათი და თუ დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია ერთი ან მეტი თვის განმავლობაში იმსახურო დამხმარე პიონერად, კრების უხუცესები დიდი სიამოვნებით განიხილავენ შენს განცხადებას მსახურების ამ უპირატესობისთვის“. შეგიძლია ისე გააკეთო, რომ ისარგებლო ამ უპირატესობით მარტში? აპრილში? მაისში?
6 უხუცესთა საბჭოს მხრიდან დადებითი დამოკიდებულებითა და დანარჩენი მაუწყებლების მხრიდან მთელი გულით მხარდაჭერით უდიდესი წარმატების მქონე დადებითი გამოხმაურება უნდა პოვოს 7 000 დამხმარე პიონერის მოხმობამ (ებრ. 13:7). ოჯახის ყოველი თავი მოწოდებულია, დაადგინოს, თუ ოჯახიდან რამდენს შეუძლია, შეუერთდეს დამხმარე პიონერთა რიგებს მომავალი თვეებიდან ერთი ან მეტი თვის განმავლობაში (ფსალმ. 148:12, 13; შეადარე საქმეები 21:8, 9).
7 ნუ გამოიტან აჩქარებულ დასკვნას, რომ ვერ შეძლებ დამხმარე პიონერობას შენი სრული დროით მუშაობის, სკოლის გეგმის, ოჯახური პასუხისმგებლობების ან სხვა ბიბლიური ვალდებულებების გამო. ზოგისთვის შეიძლება ადვილი არ იყოს მონაწილეობა; მიუხედავად ამისა, კარგი ორგანიზებითა და იეჰოვას კურთხევით მათ შეუძლიათ, წარმატებას მიაღწიონ (ფსალმ. 36:5; იგავ. 16:3). პიონერად მსახურების სურვილს მიეცი საშუალება, აკონტროლოს შენი პირობები; ნუ დართავ შენს პირობებს ნებას, რომ პიონერად მსახურების სურვილი მართოს (იგავ. 13:19ა). აქედან გამომდინარე, იეჰოვასა და მოყვასის ძლიერი სიყვარულით მრავალს შეუძლია, თავიანთი ცხოვრების ყოველკვირეული გეგმა შეცვალოს, რათა თავიანთი ყოველთვიური მსახურება გააფართოონ ყოველთვიურად (ლუკ. 10:27, 28). მრავალი კურთხევაა გამზადებული მათთვის, რომლებიც ენერგიულად იღვწიან სამეფოს მსახურებისთვის (1 ტიმ. 4:10).
8 რა სრულდება დამხმარე პიონერული საქმიანობით: იმ გულწრფელი ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ღვთის ათასობით მსახური ახმარს დამხმარე პიონერობას, ჩანს იეჰოვას განმადიდებელ დიდებულ ყიჟინში. რადგან სამეფოს ეს მაცნეები იღვწიან, რომ გაავრცელონ კეთილი ცნობა უფრო მეტ ადამიანებთან, ისინი უფრო მეტად ახლოს იცნობენ იეჰოვას პირადად, რადგან სწავლობენ, უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებულნი მასზე მისი სულისა და კურთხევის მიღებისთვის.
9 დამხმარე, სრული დროითა და სპეციალური პიონერული საქმიანობა ჩვენს შორის იწვევს ხალისით აღსავსე ენერგიულ სულს კრებაში. მათი ენთუზიაზმი გადამდებია, როცა საუბრობენ სამქადაგებლო შემთხვევების შესახებ. ეს აღძრავს სხვებს, შეაფასონ საკუთარი უპირატესობები და შესაძლებლობები, რომ ფართოდ მიიღონ მონაწილეობა მსახურების უკიდურესად მნიშვნელოვან საქმეში. დამ, რომელიც მოინათლა 70 წლის ასაკში, დაუყოვნებლივ დაიწყო მუდმივი დამხმარე პიონერობა. როცა რამდენიმე წლის შემდეგ ჰკითხეს, ამხელა ასაკის მიუხედავად, რატომ ცდილობდა, კვლავ ბევრი ემსახურა, როგორც დამხმარე პიონერს ყოველთვიურად, თქვა, რომ მისი აზრით ცხოვრების პირველი 70 წელი, თითქოს უშედეგოდ დაკარგა და აღარ სურდა, დარჩენილი სიცოცხლის არც ერთი წელი დაეკარგა ფუჭად!
10 დამხმარე პიონერულ საქმეში ყოველი მონაწილე ავითარებს გაუმჯობესებულ გაწაფულობას მსახურებაში. ერთმა ახალგაზრდა მოწმემ აღიარა: „სიყრმის ასაკში მშობლებს მივყავდი სამქადაგებლო მსახურებაში. ქადაგება სინამდვილეში სიხარულის მომგვრელი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში უეცრად გონებაში დამიტრიალდა აზრი, რომ განვსხვავდებოდი სხვებისგან სკოლაში. შემდეგ მეუხერხულებოდა, თანაკურსელებთან მესაუბრა ჭეშმარიტებაზე. კარდაკარ ქადაგებისას მეშინოდა ვინმე სკოლის ნაცნობთან შეხვედრა. ჩემს შემთხვევაში, ვფიქრობ, პრობლემა ადამიანისადმი შიში იყო (იგავ. 29:25). როცა სკოლა დავამთავრე, გადავწყვიტე პიონერობა დამეწყო დროებით. შედეგად, ქადაგებამ უწინდელზე უფრო მიმიზიდა. მეტად აღარ მიმაჩნია ის გასართობ საქმიანობად, არც მძიმე ტვირთად მაწევს. როცა ვხედავ, როგორ წინსვლას აკეთებენ ჭეშმარიტებაში ბიბლიის შემსწავლელები, დიდი კმაყოფილების გრძნობა მეუფლება, რადგან ეს ადასტურებს, რომ იეჰოვა ღმერთი უჭერდა მხარს ჩემს ძალისხმევას“. ამ ახალგაზრდამ სრული დროით პიონერობა დაიწყო.
11 პრაქტიკული თვალით რომ შევხედოთ, როცა მრავალი მსახურობს დამხმარე პიონერად კრებაში, შედეგად უბნები საფუძვლიანად მუშავდება. ძმამ, რომელსაც ევალება უბნების განაწილება, შეიძლება სთხოვოს დამხმარე პიონერებს იშვიათად დამუშავებული ნაწილების კვლავ დამუშავებაში მხარდაჭერა. თუ დამხმარე პიონერი წასახემსებლად რამეს წაიღებს თან და მთელი დღით იქადაგებს, ეს საშუალებას მისცემს, ტერიტორიის დაშორებულ უბნებზეც კი იმსახუროს.
12 უხუცესები საჭიროებენ წინასწარ მომზადებას: მომდევნო სამი თვის განმავლობაში ორგანიზება უნდა გაეწიოს სხვადასხვა სახის დამოწმების საქმის დაგეგმვას კვირის სხვადასხვა დროს, საღამოს პირსაც კი, რათა შეძლებისდაგვარად მეტმა მაუწყებელმა მიიღოს მონაწილეობა. რეგულარული კარდაკარ დამოწმების გარდა, ამაში უნდა შედიოდეს დრო ქუჩაში დამოწმებისთვის, ბიზნესის ტერიტორიებზე მუშაობისა და მათთან მიკითხებისთვის, ვინც არ იყო სახლში. ამგვარად წინასწარი მომზადებით უხუცესები დაეხმარებიან მათ, რომლებიც პიონერებად მსახურობენ, რათა მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში კრებასთან იმ დროს, რომელიც უფრო პრაქტიკული და ხელსაყრელი იქნება პიონერებისთვის. კრება კარგად უნდა იყოს ინფორმირებული ყოველი სამქადაგებლო მსახურების ადგილისა და დროის შესახებ. სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების ჩატარება კარგად უნდა იყოს ორგანიზებული. ამასთანავე, საკმარისი უბნები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ჟურნალებისა და სხვა ლიტერატურის სავსებით საკმარისი მარაგი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოწერილი.
13 დაგეგმე მსახურების პირადი გეგმა: ერთ-ერთმა ძმამ, რომელსაც თავდაპირველად ეშინოდა დამხმარე პიონერობის დაწყება, თქვა: „ეს ნამდვილად გაცილებით ადვილია, ვიდრე ვფიქრობდი. ამისთვის მხოლოდ კარგი გეგმაა საჭირო“. შენიშნე ამ დანართის ბოლო გვერდზე მოცემული დამხმარე პიონერის გეგმის ნიმუში, რომელიც პრაქტიკული იქნება შენთვის? ყოველ კვირას 15 საათი მსახურება ის სრული დროა, რომელიც მოეთხოვებათ დამხმარე პიონერებს.
14 დამხმარე პიონერებად რომ იმსახურონ, დიასახლისებსა და მეორე ცვლაში მომუშავეებს შეუძლიათ, ხშირად დაგეგმონ დილაობით სამქადაგებლო მსახურება. სკოლის მოსწავლეებსა და ღამის ცვლაში მომუშავეებს ძირითადად საღამოს შეუძლიათ იქადაგონ. სრული დროით მომუშავეებმა შესაძლოდ ჩათვალეს ან კვირაში ერთი დღე გათავისუფლდნენ, ან დასვენების დღეები სრულიად მიუძღვნან მსახურებას, ყოველდღიურად საღამოობით დამოწმებასთან ერთად. მრავალი, რომელთა სამქადაგებლო მსახურება უფრო შეზღუდულია შაბათ-კვირაობით, ისეთ თვეებს ირჩევს, რომლებშიც ხუთი სრული შაბათ-კვირა უწევს. ამ წელს ეს ეხება როგორც მარტს, ისე აგვისტოსა და ნოემბერს. მე-6 გვერდზე სახელმძღვანელოდ შემოთავაზებული სუფთა გეგმის გამოყენებისას, ყურადღებით იფიქრე და ლოცვით აწონ-დაწონე, მსახურების რომელი გეგმა უფრო იქნება პრაქტიკული პირად სიტუაციაში.
15 დამხმარე პიონერობაში გამოსაყენებლად ერთ-ერთ სასარგებლოს წარმოადგენს მოქნილობა. შეგიძლია თვეების ამორჩევა, რომლებშიც პიონერობას დაიწყებ და, შენი სურვილის მიხედვით, ხშირად იმსახურო. თუ გსურს დამხმარე პიონერობა უწყვეტად, მაგრამ არ შეგიძლია ამის შესრულება, გიფიქრია თუ არა, მთელი წლის განმავლობაში თვეგამოშვებით გემსახურა? სხვა მხრივ, ზოგს შეუძლია, გამუდმებით იმსახუროს დამხმარე პიონერად.
16 მომზადება სრული დროით პიონერობისთვის: მრავალს, ვისაც პიონერული სული აქვს, სურს სრული დროით პიონერად მსახურება, მაგრამ აინტერესებთ, თუ უწყობთ ხელს დრო, ვითარებები ან გამძლეობა. უეჭველია, მათგან მრავალი, ვინც ახლა სრული დროით პიონერია, თავდაპირველად დამხმარე პიონერები იყვნენ და ამ მსახურებამ მოამზადა ისინი სრული დროით მსახურებისთვის. თუ პიროვნება დამხმარე პიონერობის გეგმას დღეში მხოლოდ ერთი საათით გაზრდის ან ყოველკვირეულად ერთი სრული დღით, შესაძლებელი იქნება სრული დროით პიონერობის გეგმის შესრულება. რათა ნახო, არის თუ არა შენთვის შესაძლებელი, რატომ არ ცდიდი დამხმარე პიონერობის ერთი ან მეტი თვის განმავლობაში 90 საათის მიძღვნას მსახურებისთვის? ამავე დროს, გექნება განმეორებითი მონახულებები და ბიბლიის შესწავლები, რომლებიც საშუალებას მოგცემს, მრავალფეროვანი და გაწონასწორებული პიონერული მსახურება გქონდეს.
17 ერთი და ექვსი წლის განმავლობაში უწყვეტად მსახურობდა დამხმარე პიონერად. მთელი იმ დროის განმავლობაში მისი მიზანი იყო სრული დროით პიონერული მსახურების დაწყება. ამ მიზნით მან ოთხი სხვადასხვა სამსახური გამოიცვალა იმ იმედით, რომ შეიქმნიდა სიტუაციას, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილი 90 საათის შესრულება სრული დროით პიონერობისას. ყოველთვიურად ადგენდა ერთ ან ორ გეგმას, რათა გამოეანგარიშებინა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ეს. მაგრამ მათი შემოწმებისას ის ფიქრობდა, რომ სრული დროით მსახურებას ვერ მიაღწევდა. მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა იეჰოვასადმი ლოცვას ხელმძღვანელობისთვის. შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, როცა სამსახურებრივი შეხვედრისთვის ემზადებოდა, 1991 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ წაიკითხა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო: „ნაცვლად იმისა, რომ მეტისმეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ დადგენილი საათების შესრულებას, რატომ არ გაამახვილებდი ყურადღებას მზარდ შესაძლებლობაზე, მონაწილეობა მიიღო შეკრების საქმეში? (იოან. 4:35, 36)“. მან აღნიშნა: „ეს წინადადება ხუთჯერ თუ ექვსჯერ გადავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ეს იეჰოვას პასუხი იყო. იმ წუთში გადავწყვიტე, დამეწყო სრული დროით პიონერობა“. მან შეავსო განცხადება სრული დროით პიონერული მსახურებისთვის, თუმცა ნახევარ განაკვეთზე მისი სამუშაოს გეგმა არ წარმოადგენდა იდეალურს. ერთი კვირის შემდეგ გეგმა შეეცვალა და სამსახური იმ საათებში ჰქონდა, რომელიც ხელსაყრელი იყო მისთვის. ბოლოს მან თქვა: „იყო თუ არა ეს იეჰოვას ხელი? — და დაუმატა, — როცა იეჰოვას სთხოვ ხელმძღვანელობას და ღებულობ, ნუ უარყოფ ამას, პირიქით — მიიღე“. თუ გულწრფელად გსურს სრული დროით პიონერული მსახურება, ალბათ, ამ სამი თვის — მარტის, აპრილისა და მაისის — განმავლობაში დამხმარე პიონერობის შემდეგ მტკიცედ დარწმუნდები, რომ შენც შეგიძლია სრული დროით მსახურებაში მიზნის მიღწევა.
18 დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა აკურთხებს გულმოდგინებას და მხარს დაუჭერს თავისი ხალხის ძალისხმევას, რადგან ისინი აუწყებენ გადარჩენის კეთილ ცნობას გაზაფხულზე ამ სპეციალური საქმიანობისას (ეს. 52:7; რომ. 10:15). გამოეხმაურები თუ არა 7 000 დამხმარე პიონერისადმი მოწოდებას, მონაწილეობა მიიღონ მარტში? აპრილში? მაისში?
[ჩარჩო 3 გვერდზე]
როგორ მივაღწიოთ მიზანს, როგორც დამხმარე პიონერებმა
■ დარწმუნებული იყავი, რომ მიზანს მიაღწევ.
■ სთხოვე იეჰოვას ლოცვაში, აკურთხოს შენი ძალისხმევა.
■ მოიწვიე სხვა მაუწყებელი, რათა შენთან ერთად იმსახუროს პიონერად.
■ გამოიმუშავე მსახურების პრაქტიკული გეგმა.
■ გამოიწერე ჟურნალების საკმაოდ უხვი მარაგი.
■ მხარი დაუჭირე კრების ღონისძიებებს მსახურებისთვის.
■ ეძებე შესაძლებლობები, დაამოწმო არაფორმალურად.