გახსენების საღამო — დიდი მნიშვნელობის მქონე შემთხვევა!
1 კვირას, 23 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო გვექნება (ლუკ. 22:19). ეს ჭეშმარიტად დიდი მნიშვნელობის მქონე შემთხვევაა! როდესაც იესო იეჰოვასადმი უმწიკვლოებას იცავდა სიკვდილამდე, დაამტკიცა, რომ ადამიანისთვის შესაძლებელია სრულყოფილი, ღვთიური ურყევი ერთგულების შენარჩუნება განსაზღვრული გასაჭირის დროსაც კი, რითაც მხარს უჭერს იეჰოვას უზენაესობის სამართლიანობას (ებრ. 5:8). ამასთანავე, ქრისტეს სიკვდილმა შემოგვთავაზა სრულყოფილი ადამიანის მსხვერპლი, რომელიც საჭირო იყო კაცობრიობის გამოსასყიდად, რაც შესაძლებელი იყო მათთვის, ვინც რწმენას ავლენს მარადიული სიცოცხლისადმი (იოან. 3:16). თუ დავესწრებით გახსენების საღამოს, გულითად მადლიერებას გამოვავლენთ არა მარტო იეჰოვას სიყვარულისადმი, არამედ ჩვენთვის გაღებული იესოს მსხვერპლისადმი.
2 ყველას მოგიწოდებთ, მიყვეთ ბიბლიის კითხვის პროგრამას, რომელიც დაგეგმილია მარტის 18—23 რიცხვებში, როგორც 1997 წლის „იეჰოვას მოწმეების კალენდარშია“ მითითებული. აგრეთვე წიგნიდან, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, 112-ე—116-ე თავების ოჯახური განხილვა დაგვეხმარება, მთელი ყურადღება გადავიტანოთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან კვირაზე.
3 შეგიძლია, გაზარდო სამქადაგებლო მსახურების საათები ამ სეზონის განმავლობაში? მრავალი მაუწყებელი სრულიად ისარგებლებს ხუთი შაბათ-კვირით მარტში, რათა დამხმარე პიონერად იმსახუროს. შენც ხომ არ ისურვებდი მათ შორის ყოფნას? ყოველ ჩვენგანს შეუძლია, სრული მონაწილეობა მიიღოს, რომ გახსენების საღამოზე დასწრების მნიშვნელობას გაესვას ხაზი. რადგან კვირას დაემთხვა, უმრავლესობისთვის ადვილი იქნება დასწრება. აუცილებლად მოიწვიე ბიბლიის შემსწავლელები და სხვა დაინტერესებულები, რათა ჩვენთან ერთად დაესწრონ. გაუზიარე მათ წიგნში „შემეცნება“ 127-ე გვერდზე, მე-18 აბზაცში, მოცემული წლის იმ ერთი დღის შესახებ, რომელიც განსაკუთრებულად უნდა ჩავთვალოთ.
4 ამ უდიდესი შემთხვევით, რომელიც 1997 წელს იქნება, დიდი მადლიერება გამოხატე ყოველივე იმისადმი, რასაც იესოს სიკვდილი ნიშნავს ჩვენთვის. დაესწარი სერობას 23 მარტს, როცა ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველგან ერთგულად ზეიმობენ გახსენების საღამოს.