დაეხმარე ოჯახებს, რომ უსასრულო მომავალი მიიღონ
1 „სიხარბე სასარგებლოა, — მიმართა ერთმა ფინანსისტმა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ კოლეჯში გამოსაშვებ კლასს და დასძინა, — შეგიძლია იყო ხარბი და მაინც კარგი წარმოდგენა გქონდეს საკუთარ თავზე“. ასე უწყობს ხელს ქვეყნიერება საკუთარ ინტერესებს, როგორც პიროვნების მომავლის დაზღვევას. სრულიად საპირისპიროდ, იესომ გვასწავლა, რომ ქრისტიანმა უნდა „უარყოს თავისი თავი. . . რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, თავისი სული კი დაკარგოს?“ (მათ. 16:24–26). უსასრულო მომავალი რომ მიიღოს პიროვნებამ, მთელი თავისი ცხოვრების კონცენტრირება უნდა მოახდინოს ღვთის ნების შესრულებაზე — დღეს ოჯახებისთვის უმნიშვნელოვანეს მიზანზე (ფსალმ. 142:10; 1 ტიმ. 4:8). ეს ცნობა მოცემულია წიგნის „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ ბოლო თავში. ეს ახალი პუბლიკაცია ეხმარება ადამიანებს, დაინახონ, რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და როგორ შეუძლიათ მოქმედება თავიანთი ოჯახების სასარგებლოდ. ჩვენ ვაგრძელებთ კეთილი ცნობის ქადაგებას ყველგან და ამიტომ, რისი თქმა შეგვიძლია, რაც აღძრავს ადამიანებს, წაიკითხონ წიგნი „ოჯახური ბედნიერება“? აქ რამდენიმე რჩევაა მოცემული:
2 როგორც კარდაკარ, ისე ქუჩაში საუბრის დასაწყებად შეგიძლია, გამოიყენო ტრაქტატი „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. შეგიძლია შეეკითხო:
◼ „თქვენი აზრით, დღევანდელ ცხოვრებაში არსებულ ყოველგვარ საზრუნავთან ერთად, შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტად ბედნიერი ოჯახური ცხოვრება გქონდეს? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). ეს ტრაქტატი გვარწმუნებს, რომ ეს შესაძლებელია. ხომ არ მოისურვებდით ამის წაკითხვას?“ თუ დაგთანხმდა, შეგიძლია საუბრის გაგრძელება შემდეგი სიტყვებით: „რადგან დაინტერესდით ამ საკითხით, ალბათ, სიხარულს მოგანიჭებთ ეს წიგნი, რომელიც დაწვრილებით გვთავაზობს რჩევას, როგორ იპოვო ბედნიერება ოჯახურ წრეში“. აჩვენე წიგნის „ოჯახური ბედნიერება“ შინაარსი. გამოყავი რამდენიმე საინტერესო თავის სათაური. გადაშალე წიგნი მე-10 გვერდზე და წაიკითხე მე-17 აბზაცის ბოლო წინადადებიდან მე-18 აბზაცის ბოლომდე. შესთავაზე წიგნი და მოიხსენიე შესაწირავების ღონისძიების შესახებ. აუხსენი, რომ უფრო მეტის გაზიარება შეგიძლია და ჰკითხე, როდის შეგიძლია კვლავ მისვლა.
3 შეგიძლია პირველ მონახულებაზე დაწყებული საუბარი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე განაგრძო სიტყვებით:
◼ „ამ წიგნში ჩვენი წინა შეხვედრისას რომ დაგიტოვეთ, მსურს ისეთი რამ გიჩვენოთ, რისი მადლიერიც იქნებით, ჩემი აზრით. ბოლო თავი ყურადღებას ამახვილებს, თუ რა წარმოადგენს ოჯახური ბედნიერების ნამდვილ საიდუმლოს (წაიკითხე მე-2 აბზაცი 183-ე გვერდზე). ყურადღება მიაქციეთ, რომ ამის საწინდარია ერთად შრომა ღვთის ნების შესასრულებლად. ჩვენ ოჯახებს ვურჩევთ, რომ ერთად შეისწავლონ ბიბლია, რათა ისწავლონ, რა არის ღვთის ნება და როგორ გამოიყენონ ის ოჯახში. ჩვენ ვთავაზობთ ბიბლიის უსასყიდლო შესწავლის კურსს, რომელიც სულ რამდენიმე თვეში მთავრდება. თუ ნებას დამრთავთ, გიჩვენებთ, როგორ ტარდება ის“. კვლავ მიდი ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან წიგნით „შემეცნება“, რომელიც უფრო სათანადო იქნება.
4 როცა თანაკლასელს ესაუბრები სკოლაში ან ახალგაზრდას შენს უბანზე, შეგიძლია გამოხმაურება პოვო მისი მხრიდან ამ შეკითხვით:
◼ «რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებისა და შვილებისთვის, ურთიერთობა ჰქონდეთ ყოველთვის ერთმანეთთან? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). შენიშნე, რას ამბობს წიგნი ოჯახურ ცხოვრებაზე ისეთი საკითხის შესახებ, როგორიცაა „წრფელი და გულახდილი ურთიერთობა“ (წაიკითხე მთელი მე-4 აბზაცი და მე-5 აბზაცის პირველი წინადადება 65-ე გვერდზე წიგნში „ოჯახური ბედნიერება“). მომდევნო აბზაცები გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახში. ამ წიგნის სათაურია „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. თუ გსურს წაკითხვა და დამპირდები, რომ წაიკითხავ, დაგიტოვებ ამ წიგნს». აუხსენი, რომ მოგვიანებით კვლავ მიხვალ, რათა გაიგო, რა აზრისაა წაკითხულზე.
5 შენი პირველი მონახულება ახალგაზრდასთან შეგიძლია განაგრძო მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაზე საუბრით:
◼ „ნასიამოვნები დავრჩი, ინტერესი რომ გამოავლინე იმის დიდ მნიშვნელობაზე, რომ კარგი ურთიერთობა უნდა იყოს ოჯახში. შენი აზრით, რა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც მშობლებმა და შვილებმა უნდა იმსჯელონ?“ საშუალება მიეცი, გიპასუხოს. შემდეგ გადაშალე წიგნი „ოჯახური ბედნიერება“ 68-ე გვერდზე და წაიკითხე მე-11 აბზაცში მოცემული პასუხი. «ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა ბრწყინვალე საშუალებაა ღვთის შემეცნების მისაღებად“. შესთავაზე ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“» აუხსენი, რომ 16 გაკვეთილი ბიბლიის ცნობის ძირითად მასალას წარმოგვიდგენს. წაიკითხე შესავალი მე-2 გვერდზე და შემდეგ პირველი გაკვეთილი ერთად გაარჩიეთ.
6 თუ კარდაკარ მსახურებისას ან, შესაძლოა, პარკში თუ სათამაშო მოედანზე მშობელს შეხვდი, შეგიძლია ინტერესი აღუძრა შემდეგი სიტყვებით:
◼ „დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ბავშვების აღზრდა ძალიან რთულია დღეს. თქვენი აზრით, რას შეუძლია დაიცვას თქვენი ოჯახი საზიანო გავლენებისგან? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). აქ რამდენიმე შესანიშნავი რჩევაა, რომლებისაც დიდად მადლიერი ვარ“. მოუყევი 1-ლ აბზაცში მოცემული თვალსაჩინო მაგალითი და წაიკითხე მე-2 აბზაცი 90-ე გვერდზე წიგნში „ოჯახური ბედნიერება“. აუხსენი, როგორ აძლევს ის გაწონასწორებულ რჩევას, რომელიც ნამდვილად ეფექტურია ოჯახების საზიანო ზეგავლენისგან დასაცავად. შესთავაზე, რომ დაუტოვებ წიგნის ეგზემპლარს და უპასუხებ ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც წამოეჭრება.
7 იმ მშობლის განმეორებითი მონახულებისას, რომელმაც დაიტოვა წიგნი „ოჯახური ბედნიერება“, შეგიძლია განაგრძო საუბარი შემდეგნაირად:
◼ „როცა პირველად შევხვდით, დავინახე, რომ გულწრფელად ზრუნავთ შვილებზე და ყველაფრის გაკეთება გსურთ, რათა დაიცვათ ისინი არასწორი ზეგავლენისგან. შეიძლება ჯერ არ წაგიკითხავთ ჩემს მიერ დატოვებული წიგნი, მაგრამ იქ მეტად მნიშვნელოვანი გამონათქვამებია მოცემული, რომლებიც თქვენც უნდა ნახოთ (წაიკითხე მე-19 აბზაცი 59-ე გვერდზე). ღმერთთან ურთიერთობის განვითარება ჩვენგან მოითხოვს, გავიცნოთ ის თავისი დაწერილი სიტყვის, ბიბლიის, ფურცლებიდან. გსურთ, გიჩვენოთ, როგორ ვსწავლობთ ბიბლიას, როგორც ოჯახი?“
8 ქვეყნიური მრჩევლები ვერ უჩვენებენ ოჯახებს გზას ბედნიერებისკენ, არამედ უცილობლად იმედგაცრუებულებს ტოვებენ. მოდი, ფართოდ გავავრცელოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერება“, რათა ადამიანებმა ყველგან მიიღონ დახმარება ღვთის სიტყვიდან უსასრულო მომავლის მისაღებად (1 ტიმ. 6:19).