დაამოწმე ყველგან, სადაც კი ხალხია
1 პავლეს ესმოდა მის მსახურებაში ღვთის სულის როლი და აღნიშნავდა: „ღმერთმა გაზარდა“. ის აგრეთვე გვამცნობდა: „ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:5–9). ეს საოცარი უპირატესობაა. როგორ შეგვიძლია ღმერთთან თანამშრომლობისთვის მადლიერების საჯაროდ გამოხატვა? ყველასთვის, ვისაც ვხვდებით, კეთილი ცნობის გამოცხადებით ყველგან, იქნება ეს კარდაკარ თუ სადმე სხვაგან.
2 ჩვენ დავალებული გვაქვს: ‘მოვიმოწაფოთ ყველა ხალხი’ (მათ. 28:19). თუ მსახურებაში მონაწილეობისას ცოტა ადამიანს ვხვდებით, შეიძლება მალე დაგვეუფლოს გულგატეხილობა და ვიფიქროთ, რომ ძალიან ცოტას მივაღწიეთ. მეორე მხრივ, მსახურებით ყველაზე მეტად მაშინ ვხარობთ, როცა შესაძლებლობა გვაქვს მივიდეთ მრავალ ადამიანთან და ვესაუბროთ. ეს შეიძლება საკმაოდ რთული იყოს, ვინაიდან ჩვენი მხრიდან ინიციატივაა საჭირო, მივიდეთ ყველგან, სადაც კი ხალხია და ამგვარად შევძლოთ მათთან საუბარი.
3 პრაქტიკული მაგალითები: შეგვიძლია დავამოწმოთ ბაზრებსა და პარკებში, გაჩერებებსა და ვაგზლებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ხარ თუ არა მზად დამოწმებისთვის? ორი მოწმე, რომელიც ხალხით სავსე ავტობუსით სამქადაგებლო შეხვედრაზე მიემგზავრებოდა, „შემეცნების“ წიგნში მოცემულ სამოთხის სურათზე საუბრობდა და მომავლისთვის ღვთის აღთქმების შესახებ მსჯელობდა. მათი მოლოდინი გამართლდა, მათთან ახლოს მდგომ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც ისმენდა მათ საუბარს, მოსმენილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ავტობუსიდან ჩასვლამდე მამაკაცმა აიღო წიგნი და შესწავლის შესახებ სთხოვა.
4 მრავალი მქადაგებელი პოულობს სიხარულს არაფორმალურ ქადაგებაში. ერთი და ნაშუადღევს ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში მივიდა იმ ხალხთან, რომლებიც მორჩნენ ვაჭრობას და ჩანდა, რომ მაინცდამაინც არ ეჩქარებოდათ. მან მთელი თავისი ლიტერატურა, რაც ჩანთაში ჰქონდა, იქ გაავრცელა. ერთმა მამაკაცმა, რომელიც თავის მანქანაში იცდიდა, სიხარულით მიიღო მისგან ჟურნალები. ეს კაცი ადრე ესწრებოდა შეხვედრებს, მაგრამ ამ საუბარმა მისი ინტერესი კვლავ გააღვივა.
5 უპირატესობაა, განადიდებდე იეჰოვას სახელს. სამქადაგებლო საქმიანობაში ჩვენი გულმოდგინებით ვაჩვენებთ, რომ უყურადღებოდ არ ვტოვებთ ჩვენს მიმართ ღვთის მიერ გამოვლენილ დაუმსახურებელ სიკეთეს. რათა დავეხმაროთ სხვებს, რადგან „ახლაა მოწყალების ჟამი“, მოდი მივიდეთ იქ, სადაც ხალხია, და მათ იეჰოვას ‘ხსნის დღის’ შესახებ დავუმოწმოთ (2 კორ. 6:1, 2).