დაეხმარე სხვებს ნუგეშის პოვნაში
1 მრავალი ადამიანი დაიღალა უბედურებების, ომების, დამნაშავეობისა და ტანჯვა-წამების შესახებ ინფორმაციის მოსმენით. დღევანდელ ახალ ამბებში აშკარად შეიმჩნევა მანუგეშებელი ინფორმაციის დეფიციტი, რაც ნამდვილად სჭირდებათ ადამიანებს. ანუგეშო ნიშნავს, სხვას „ძალა და იმედი მისცე“ და „მწუხარება და გაჭირვება შეუმსუბუქო“. როგორც იეჰოვას მოწმეები, აღჭურვილი ვართ, რომ ასეთი სახით დავეხმაროთ ადამიანებს (2 კორ. 1:3, 4). ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი ბროშურები, რომლებსაც ივლისსა და აგვისტოში გავავრცელებთ, ჭეშმარიტების მანუგეშებელ ცნობებს შეიცავს (რომ. 15:4). აქ მოცემულია ზოგი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შევთავაზოთ ისინი სხვადასხვა სიტუაციებში:
2 ტრაგიკული ახალი ამბები ქმნის შესაძლებლობას, დაამოწმო და ანუგეშო სხვები, შესაძლოა, ასეთი სიტყვებით:
◼ „როცა მსგავსი რამ ხდება, ზოგი გაოგნებულია და სურს გაიგოს, ნამდვილად არსებობს თუ არა ღმერთი, და ზრუნავს თუ არა ის ჩვენზე. თქვენ რას ფიქრობთ? [მიეცი საშუალება გიპასუხოს]. ერთ-ერთი საშუალება იმისათვის, რომ გავიგოთ, არსებობს თუ არა ღმერთი, კარგად დაფუძნებული პრინციპის გამოყენებაა“. წაიკითხე ებრაელთა 3:4. მოიყვანე მაგალითებად ირგვლივ არსებული რამეები, რასაც აშკარად სჭირდება გამკეთებელი. შემდეგ განაგრძე: «მე მაქვს ბროშურა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მანუგეშებლად ჩათვლით. მისი სათაურია: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ [წაუკითხე გარეკანზე მოცემული კითხვები]. ის არა მარტო იმის დამაჯერებელ მტკიცებას შეიცავს, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ ის მალე მოსპობს ყოველგვარ უსამართლობას, რომლებსაც დღეს ვხვდებით. ისურვებდით თუ არა მის წაკითხვას?» შეუთანხმდი მონახულებაზე.
3 განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია უთხრა:
◼ «ჩვენ ვისაუბრეთ ღვთის არსებობის დამადასტურებელი ფაქტების არსებობაზე, როცა დაგიტოვეთ ბროშურა: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ შესაძლოა თქვენ შენიშნეთ ეს საკითხი მე-7 გვერდზე. [აჩვენე სურათი და მოკლედ განიხილე მე-15 აბზაცი]. ეს მზრუნველი ღმერთის ნამდვილად არსებობის ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითია. [წაიკითხე მე-9 გვერდზე 27-ე აბზაცი]. მე ბიბლიის პირადი შესწავლა დამეხმარა ყოველდღიური პრობლემების დაძლევაში, რადგან ასე შეიძლება ჰპოვო სხვადასხვა საკითხების შესახებ ღვთის თვალსაზრისი». შესთავაზე აჩვენონ, თუ როგორ მიმდინარეობს შესწავლა.
4 ტელეფონით დამოწმება შეიძლება ბროშურის „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ გამოყენებით. შეგიძლია მობინადრეს წარუდგინო საკუთარი თავი და უთხრა:
◼ „ვინაიდან პირადად თქვენი ნახვა ვერ მოვახერხე, გირეკავთ ძალიან მნიშვნელოვანი ცნობის გამო“. წაიკითხე ბროშურის მე-4 გვერდზე მოცემული პირველი აბზაცი და ეს გააკეთე ბუნებრივად, ისე როგორც ამას პიროვნებასთან პირად საუბარში გააკეთებდი. ჰკითხე რას ფიქრობს ამაზე და საშუალება მიეცი, გიპასუხოს. „ჩემი ბიბლია გადაშლილი მაქვს ესაიას 45:18-ზე. ეს მუხლი ცხადყოფს, რომ დედამიწა ჩვენთვის იყო შექმნილი. შეიძლება წაგიკითხოთ?“ შემდეგ აუხსენი ბროშურის დანიშნულება და ჰკითხე, როგორ შეიძლება ერთ-ერთი ეგზემპლარის მასთან მიტანა.
5 გამოვლენილი ინტერესის განსამტკიცებლად შემდგომი დარეკვისას შეგიძლია შემდეგნაირად სცადო შესწავლის დაწყება:
◼ «ჩემი სურვილია, განვაგრძოთ ჩვენი ბოლო საუბარი, რომლის დროსაც გავარკვიეთ, თუ ვის შეუძლია გვითხრას, რა არის სიცოცხლის აზრი. [მოუყევი ბროშურა „სიცოცხლის აზრში“ მე-6 გვერდზე მოცემული პირველი და მეორე აბზაცების შინაარსი]. გამოცხადების 4:11 გვიხსნის, რომ იეჰოვა ღმერთია ჩვენი შემოქმედი [წაიკითხე]. ჩვენი შექმნისას მას ნამდვილად უნდა ჰქონოდა რაღაც მიზანი. ხალხმა, ვისაც სურდა ამ მიზნის გაგება, შეისწავლა ღვთის დაწერილი სიტყვა, ბიბლია. ჩემი სურვილია, შემოგთავაზოთ ეს შესაძლებლობა». აუხსენი, თუ როგორ ვატარებთ ბიბლიის უსასყიდლო საშინაო შესწავლას, და მოელაპარაკე შესწავლის დაწყებაზე.
6 ამ შეთავაზებამ შეიძლება ანუგეშოს ისინი, რომლებსაც საყვარელი პიროვნება მოუკვდათ:
◼ «მე საჯარო მსახურებას ვეწევი ყველა მათ სასარგებლოდ, ვისაც სიკვდილმა მოსტაცა საყვარელი პიროვნებები. რადგან ეს შესაძლოა უმძიმესი გადასატანი იყოს ჩვენს ცხოვრებაში, მომზადდა ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ ის მილიონობით ადამიანს დაეხმარა. ჩემი სურვილია, გაჩვენოთ, თუ რას ამბობს ეს ბროშურა იესო ქრისტეს მიერ მოცემული ამაღელვებელი აღთქმის შესახებ. [წაიკითხე 26-ე გვერდზე მეხუთე აბზაცი იოანეს 5:21, 28, 29-ის ჩათვლით]. ყურადღება მიაქციეთ 29-ე გვერდზე მოცემულ სურათს, სადაც აღწერილია სახარების ცნობა იესოს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა. თუ ისურვებდით ამ მანუგეშებელი ბროშურის წაკითხვას, სიამოვნებით დაგიტოვებდით».
7 ხელმეორედ მისვლისას კვლავ შეგეძლო გეჩვენებინა ბროშურის „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ 29-ე გვერდზე მოცემული სურათი და გეთქვა:
◼ «გავიხსენოთ ჩვენი საუბარი ქრისტეს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შესახებ. [წაიკითხე 28-ე გვერდზე მოცემული სურათის კომენტარი და განიხილე მასალა ქვესათაურში „ნამდვილად მოხდა თუ არა ეს?“]. თუ გულით გწყურიათ, გჯეროდეთ, რომ კვლავ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი მიცვალებულის ხილვა, ნება მიბოძეთ დაგეხმაროთ აღდგომის იმედის გათავისებაში». შესთავაზე ბიბლიის საშინაო შესწავლა.
8 დაე ვაკეთოთ მომდევნო თვეებში ყოველივე საუკეთესო და იესოს მიბაძვით ‘ვანუგეშოთ ყოველი მგლოვიარე’ (ეს. 61:2).