სამეფო დარბაზების მშენებლობა
1 როცა მსოფლიო ველს ვუყურებთ, სასიამოვნოა, როცა ამჩნევ იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციის დიდ ზრდას. შარშან რუსეთის ფილიალში შემავალ ქვეყნებში 200 ახალი კრება ჩამოყალიბდა, როცა მთელ მსოფლიოში 3 288 კრება მოემატა. ასეთი ზრდის გამო, გასაკვირი არ არის, რომ საჭიროა ახალი სამეფო დარბაზები.
2 მრავალი და-ძმა ავლენს შესამჩნევ გულმოდგინებას და მხარს უჭერს იეჰოვას ორგანიზაციას თავიანთი დროითა და სახსრებით სამეფო დარბაზების მშენებლობაში. დღეისთვის რუსეთის ფილიალში შემავალ ქვეყნებში 45 სამეფო დარბაზია აშენებული და 29 კი შენდება. ყოველწლიურად კიდევ მრავალი სამეფო დარბაზის აშენებაა საჭირო. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საზოგადოება აყალიბებს რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტებს სამეფო დარბაზების სამშენებლო პროგრამების დასახმარებლად. ეს ღონისძიება მალე გატარდება რუსეთის ფილიალის ზოგ ტერიტორიაზეც. ყოველი ამ კომიტეტისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე 100-დან 150-მდე კრება იქნება. რეგიონალურ კომიტეტებს მინდობილი ექნებათ ამ პროექტებზე ზედამხედველობა და მათი შრომა დიდად დაფასდება. სამეფო დარბაზების მშენებლობის მთელი ღონისძიება სრულდება გაცემისა და თავგანწირვის ქრისტიანულ სულში — იმ სულის საპირისპიროდ, რომელიც ასე ხშირად ვლინდება ქვეყნიერებაში (2 ტიმ. 3:2, 4).
3 სამეფო დარბაზების სტანდარტული გეგმის შექმნაში ხელშესაწყობად საზოგადოებამ დაგეგმა სტანდარტული სამეფო დარბაზების ერთიანი პროექტები რუსეთისთვის. ეს ხელს შეუწყობს ნებაყოფლობითი მუშების როგორც დროის, ისე სახსრების დაზოგვას. ეს აგრეთვე დაეხმარება საზოგადოების სამეფო დარბაზების ფონდის გონივრულ გამოყენებას. ახლა უხუცესები აკეთებენ არჩევანს ამ ძირითადი პროექტებიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ახალი პროექტის მიღების შემდეგ ერთმა რეგიონალურმა სამშენებლო კომიტეტმა თქვა: „დიდად კმაყოფილი და, რასაკვირველია, აღფრთოვანებულები დავრჩით, როცა მივიღეთ ერთიანი პროექტი. ძმებმა, გამოცდილმა არქიტექტორებმა და ინჟინრებმა, ამ ახალი პროექტის გამოყენება შეაფასეს 50%-დან 60%-მდე დროის დაზოგვით. ეს ერთიანი პროექტები დაგვეხმარება, რომ მივაღწიოთ ერთნაირ, მყარ სტანდარტებს სამეფო დარბაზებისთვის“. თუ კრებები ითანამშრომლებენ სამეფო დარბაზების სტანდარტის შექმნაში, მოსალოდნელია, რომ ნებაყოფლობით მომუშავე მონათლულ არქიტექტორს, ინჟინერსა და მშენებელს ნაწილობრივ შეუმსუბუქდებათ ტვირთი. ეს აგრეთვე შეზღუდავს ქვეყნიური ძვირად ღირებული არქიტექტორებისა და ინჟინრების მოწვევას. ამ ღონისძიების გამო ყველა კრება, სამეფო დარბაზის მშენებლობის დაწყებამდე ან ამ მიზნისთვის შენობის ყიდვამდე უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას მეტი ინფორმაციისთვის.
4 ნებაყოფლობითი მუშების მხარდაჭერა კეთილი საქმეა. საზოგადოება ნებაყოფლობით მომუშავეების დიდად მადლიერია, რომლებიც სამეფო დარბაზების მშენებლობაში ღებულობენ მონაწილეობას. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ხედავ ათასობით მოხალისეს, რომლებიც მთელი ძალებით ეძლევიან სამეფო დარბაზის მშენებლობას. ამ პროგრამის წარმატება შესაძლებელია მხოლოდ ასეთი გულმოდგინე, კეთილშობილური და თანამშრომლობის სულით სავსე მოხალისეების მხრიდან, რომლებიც დროს სწირავენ, რის სხვაგვარად გამოყენებაც შეიძლებოდა კრებაში და ოჯახებში (ფსალმ. 109:3; კოლ. 3:23). ამ სიყვარულით აღსავსე გამოხმაურების გამო ისინი იმსახურებენ ქებას, მადლიერებასა და მხარდაჭერას (რომ. 12:10: ებრ. 13:1).
5 ამ საქმეში ყველა კვალიფიციურ პიროვნებას სთხოვენ, რომ შეავსოს სამეფო დარბაზების მშენებლობაზე ნებაყოფლობითი მომუშავეების ანკეტა, რათა დაეხმაროს რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტებს (S-82). კრებები, რომლებიც იქნებიან ასეთი კომიტეტების ტერიტორიებში, მალე მიიღებენ ამ ბლანკებს. შევსებულ ბლანკებს კრება გაუგზავნის რეგიონალურ კომიტეტს, რათა ნაჩვენები იყოს მომუშავეების კვალიფიციურობა და, თუ რამდენი დროის გამოყოფა შეუძლიათ. როცა მოხალისეებს ვითარებები ეცვლებათ, მაგალითად, როცა იცვლის საცხოვრებელს ან როცა ინიშნება სამსახურებრივ თანაშემწედ, ან უხუცესად, მალევე ახალი ბლანკი უნდა შეივსოს და გადაიგზავნოს კრების მდივნის საშუალებით. თუ ნებაყოფლობით მომუშავე მეტად აღარ წარმოადგენს შესაფერისს, უხუცესებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ რეგიონალურ კომიტეტს. თუ მეტი ბლანკი იქნება საჭირო, მათი გამოწერა შესაძლებელი იქნება ყოველთვიური ლიტერატურის გამოწერის ბლანკით. სარაიონო ზედამხედველიც დაინტერესებულია მათით, ვინც ნებაყოფლობით იმუშავებს წმინდა მსახურების ამ სფეროში. ამიტომ მან რეგიონალური სამშენებლო კომიტეტის ტერიტორიაზე შემავალი კრების ყოველი მონახულებისას უნდა გადახედოს სამეფო დარბაზების მშენებლობაზე ნებაყოფლობით მომუშავეების ანკეტების ასლებს.
6 სამშენებლო ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა. სამშენებლო კომიტეტებს მითითება ეძლევათ, რომ ორგანიზება გაუწიონ შესყიდვის განყოფილებას, რომელსაც ზედამხედველობს უნარიანი უხუცესი. ამ განყოფილებაში მომუშავე ძმები ხელმძღვანელობენ შესყიდვასთან დაკავშირებულ დირექტივებს, რათა ეძებონ ხელმისაწვდომი ფასები სხვადასხვა ადგილებში ფასების გაგებით, რის შედეგადაც შეძლებენ იაფის ამორჩევას, და შევაჭრებით. ამგვარად შეიძლება გადაწყვეტა, თუ რომელი მომმარაგებელი უნდა იქნეს გამოყენებული და რომელი მასალები უნდა იქნეს ნაყიდი. ზოგჯერ სამეფო დარბაზის პროექტზე მუშაობისას ადგილობრივი კრების უნარიან ძმებს იწვევენ ამ განყოფილების დასახმარებლად.
7 იმისათვის რომ თანხები, რაც შეიძლება, ეკონომიურად დაიხარჯოს, რეგიონალურმა სამშენებლო კომიტეტმა ხელმოწერით უნდა დაამტკიცოს, რომ მოიწონა ყველა ხარჯი სამშენებლო ფონდიდან. როცა სამეფო დარბაზის პროექტზე — სულ ერთია, თავიდან შენდება, თუ, უბრალოდ, შეკეთება ხდება — გამოყენებულია იმაზე მეტი კრება, რომლებიც ამ დარბაზში არ იქნებიან, პროექტს რეგიონალური კომიტეტი გაუწევს ზედამხედველობას.
8 სამეფო დარბაზების მუდამ მზარდი მოთხოვნილების გამო არსებული თანხების, რაც შეიძლება, ბრძნულად გამოყენებაა საჭირო. ასე რომ, კრებებს ვთხოვთ, რამდენადაც შესაძლებელია, ეკონომია გაუწიონ თანხებს ახალი სამეფო დარბაზების აშენებისას. სხვადასხვა ტერიტორიებზე მეტი სამეფო დარბაზის საჭიროებაზე ყურადღება გამახვილებულია 1997 წლის წელიწდეულში. მაგალითად, მოხსენიებულია უკრაინა, სადაც დღემდე 47 სამეფო დარბაზი აშენდა და კიდევ 56-ის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის საჭიროება ნამდვილად ცხადია რუსეთშიც, როგორც ანგარიში გვატყობინებს: „გაცილებით მეტი სამეფო დარბაზია საჭირო რუსეთში. მოწმეების რიცხვის ზრდა ძალიან სწრაფია, მაგრამ რუსეთის ფილიალის ტერიტორიაზე კრებების დაახლოებით 85%-ს არ აქვს მუდმივი ადგილი შეხვედრებისთვის. ზიმბაბვეში, სადაც დაახლოებით 800 კრებაა, მრავალი კრებისთვის აუცილებელი იყო ღია ადგილებზე შეხვედრა. ამან აღძრა ზოგი ახლად დაინტერესებული, რომ არ დასწრებოდნენ შეხვედრებს“. მსგავსი სიტუაციებია აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც.
9 მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში კაცობრიობის უმეტესობას გაუნელდა სიყვარული, ღვთის ხალხი კვლავაც ავლენს ერთმანეთისადმი სიყვარულს — სიყვარულს, რომელიც სცილდება რასობრივ და ტერიტორიულ საზღვრებს (მათ. 24:12). მოდი მივბაძოთ ჩვენს ზეციერ მამას და კვლავაც გამოვავლინოთ სიყვარული როგორც რუსეთის ფილიალის ტერიტორიაზე, ისე სხვაგანაც სამეფო დარბაზების მშენებლობაში დახმარების დიდი სურვილით. ასე მოქმედებით დავიმსახურებთ იეჰოვას უხვ კურთხევებსა და მოწონებას (მალ. 3:10; ებრ. 6:10).