როგორ რეაგირებ გულგრილობაზე?
1 გულგრილობა არის გრძნობის ან ემოციის უკმარისობა, ინტერესის ან მზრუნველობის ნაკლებობა. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე რთული განწყობილებაა, რომელსაც მსახურებაში ვაწყდებით. როგორ რეაგირებ მასზე? გაიძულებს, რომ შეანელო მსახურება? როგორ შეგიძლია მისი დაძლევა, რომ ხალხს მიაწოდო ცნობა სამეფოს შესახებ?
2 უპირველესად, გამოარკვიე, რატომაა შენს უბანზე ხალხი გულგრილი. იმიტომ რომ გული გაუტეხეს თავიანთმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა წინამძღოლებმა? ფიქრობენ, რომ გამოსავალი არ არსებობს პრობლემებიდან, რომლებსაც აწყდებიან? არიან სკეპტიკურები რაღაც უფრო კარგის შესახებ დანაპირებთან დაკავშირებით? არ აქვთ ხალისი, იფიქრონ სულიერ საკითხებზე, ვიდრე არ დაინახავენ უშუალო შესამჩნევ სარგებლობას?
3 ხაზი გაუსვი იმედს სამეფოს შესახებ: არ არსებობს პრობლემა, რომელსაც სამეფო ვერ გადაწყვეტს. ასე რომ, როცა შესაძლებელია, უნდა ვისაუბროთ დანაპირებზე სამეფოს შესახებ და მივუთითოთ მთავარ ბიბლიურ ცნობებზე, მაშინაც კი, თუ შეუძლებელია ან არაპრაქტიკულია ბიბლიური მუხლის ჩვენება (ებრ. 4:12). მაგრამ როგორ შეგვიძლია ამ საკითხზე საუბრის დაწყება?
4 ხალხმა უნდა გაიგოს ჩვენი მისვლის მიზანი. მათ ესაჭიროებათ იმის დანახვა, რომ მოყვასის სიყვარულმა და მოსახლეობაზე ზრუნვამ მიგვიყვანა. შეგვეძლო დაგვესვა კარგად გააზრებული კითხვა, როგორიცაა: „როგორ ფიქრობთ, გადაწყდება [პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს]?“ თუ ერთი მიდგომა არ მოქმედებს, სცადე სხვა.
5 ერთ ძალიან მდიდარ უბანზე, სადაც მობინადრეები გულგრილები იყვნენ სამეფოს ცნობის მიმართ, მაუწყებლებმა ინტერესის აღმძვრელი შესავლის პოვნა სცადეს. „შემეცნების“ შეთავაზებისას ერთმა წყვილმა ეს შესავალი გამოიყენა: „ფიქრობთ, რომ წარმატებისთვის დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანია კარგი განათლება? თანახმა ხართ, რომ ამომწურავ განათლებაში ბიბლიის შემეცნებაც შევიდოდა?“ ერთ ნაშუადღევს მათ სამი წიგნი გაავრცელეს — ერთი ეგზემპლარი აიღო ქალმა, რომელმაც შემდეგ უთხრა, რომ „შემეცნება“ მთლიანად წაიკითხა, და ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა.
6 როცა გულგრილობას აწყდები, სხვადასხვა მიდგომა სცადე, დასვი დამაფიქრებელი კითხვები და ისარგებლე ღვთის სიტყვის ძალით. ამგვარად შეიძლება შეძლო სხვების დახმარება, რომ მიიღონ ჩვენი სასწაულებრივი იმედი სამეფოს შესახებ.