სამსახურებრივი შეხვედრები ოქტომბერში
6 ოქტომბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №39
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „ეყვარებათ ოდესმე ადამიანებს ერთმანეთი?“ კითხვა-პასუხები. განიხილე მთავარი აზრები „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-დან. ხაზი გაუსვი მიზეზებს, თუ რატომ იქნებოდა ეს მასალა სასარგებლო თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ყურადღება გაამახვილე გეგმების ახლა შედგენის საჭიროებაზე, რომ ყველამ სრული მონაწილეობა მიიღოს მის გავრცელებაში და კვლავ მზადყოფნით მივიდეს ყველგან, სადაც კი ინტერესს აღმოაჩენს.
20 წთ.: «ყველგან გაავრცელე „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35». სამსახურებრივი ზედამხედველის შესავალი მოხსენება. მე-5 — მე-8 აბზაცები განიხილე კითხვა-პასუხების საშუალებით. მიმოიხილე ადგილობრივი ღონისძიებები საქმიანობის გასაფართოებლად. ისაუბრე, თუ როგორ შეიძლება მთელი ტერიტორიის დამუშავება. მაუწყებლებს შეუძლიათ გამოიყენონ „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35, როცა უქადაგებენ ხალხს ავტობუსის გაჩერებებზე, პატარა სავაჭრო დაწესებულებებში, ავტომანქანების სადგომებზე და სხვაგან. შესთავაზე რჩევები, როგორ დაეხმარონ ახლებს, რომლებსაც სამქადაგებლო საქმიანობაში ჩაბმის სურვილი აქვთ. მოიყვანე ინფორმაცია 1995 წლის აპრილის „ჩვენი სამეფო მსახურების“ (რუს.) დანართის მე-11 აბზაციდანაც. ზოგ უბანზე შეიძლება ხელსაყრელი იყოს მარტო მსახურება და უპორტფელოდ სიარული ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ გავრცელებისას. დემონსტრირება გაუკეთე ორ-სამ მოკლე შეთავაზებას.
სიმღერა №126 და დამამთავრებელი ლოცვა.
13 ოქტომბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №41
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. მიმოიხილე სასაუბრო საკითხები ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მიმდინარე ნომრებიდან. ყველას შეახსენე, რომ შაბათ-კვირას მსახურებისას „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-თან ერთად ჟურნალებიც გავრცელდება. უნდა გავაღვივოთ ყველანაირი ინტერესი. შეახსენე ძმებს, შემდეგ კვირაში მოიტანონ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
18 წთ.: „როგორ რეაგირებ გულგრილობაზე?“ სტატიაზე დაფუძნებული განხილვა ორ ძმას შორის.
სიმღერა №130 და დამამთავრებელი ლოცვა.
20 ოქტომბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №42
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე რამდენიმე შემთხვევა „1996 წლის წელიწდეულიდან“ (რუს.), გვერდები 6–8, «გლობალური გავრცელება „ცნობისა სამეფოს შესახებ“». ხაზი გაუსვი ძალისხმევას, რომელიც მაუწყებლებმა მოახმარეს წინა ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ გავრცელებას. ყველა წაახალისე სრული მონაწილეობისკენ „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-ის გავრცელებაში.
15 წთ.: ახალი ბროშურის „წიგნი ყველასათვის“ ძირითადი პუნქტები. მსმენელთან განხილვა მიზეზებისა, თუ რატომ იმსახურებს ბიბლია ჩვენს ყურადღებას. ეს ბროშურა მომზადდა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც, შესაძლებელია, კარგი განათლება აქვთ მიღებული, მაგრამ ცოტა რამ იციან ბიბლიაზე. ნაცვლად მათი დარწმუნების მცდელობისა, რომ ბიბლია ღვთის მიერაა ინსპირირებული, ბროშურა ფაქტებს აძლევს ლაპარაკის უფლებას. ჩვენ უნდა წავიკითხოთ ის და გავუზიაროთ სხვებს, მათ შორის პირებს, რომლებსაც ბიბლიას ვასწავლით.
15 წთ.: „ხარ სრული დროით მოწმე?“ უხუცესის მოხსენება.
სიმღერა №133 და დამამთავრებელი ლოცვა.
27 ოქტომბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №43
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-ის გავრცელების წარმატება. მსმენელს სთხოვე გამამხნევებელი შემთხვევების მოყოლა. მოიხსენიე, რამდენი უბანი მუშავდებოდა აქამდე და რა იქნება საჭირო 16 ნოემბრისთვის დასამთავრებლად. როგორც კი ტერიტორია მთლიანად დამუშავდება, თვის დანარჩენ ნაწილში შევთავაზებთ წიგნს „შემეცნება“. ყურადღება გაამახვილე განმეორებითი მონახულებისას ბიბლიის შესწავლის დაწყების მიზანზე, სადაც კარგი გამოხმაურება ჰპოვა „ცნობამ სამეფოს შესახებ“.
15 წთ.: როგორ ვპოვოთ იმედი სასოწარკვეთილების დროს. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 1997 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 22–25.
18 წთ.: ანათებდეს თქვენი ნათელი. მოხსენება და განხილვა წიგნისა „ჩვენი მსახურება“ (რუს.), გვერდები 84–88. წინასწარ მოაგვარე, რომ მაუწყებლებმა სპეციალური კომენტარები წარმოთქვან შემდეგ კითხვებზე: 1) რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები კარდაკარ? 2) რამდენად გამოიყენებოდა ეს მეთოდი პირველ საუკუნეში? 3) რატომ მოითხოვება დღეს გადაუდებლად კარდაკარ ქადაგების გაგრძელება? 4) რა მდგომარეობებმა შეიძლება გაგვიძნელოს რეგულარული მონაწილეობა? 5) როგორ შეგვიძლია დახმარების მიღება, რომ, სიძნელეების მიუხედავად, განვაგრძოთ მსახურება? 6) რა კურთხევებს განვიცდით, როცა საშუალებას ვაძლევთ ჩვენს ნათელს, ანათოს? 7) რის გაკეთება შეგვიძლია, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში? თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანე ორი-სამი მაუწყებლის მიერ მონაყოლ გამამხნევებელ შემთხვევებზე, რომლებსაც მაღაზიებში ან ქუჩაში დამოწმებისას ჰქონდა ადგილი.
სიმღერა №136 და დამამთავრებელი ლოცვა.