ჟურნალები იუწყება სამეფოს
1 ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, კარგადა ვართ ცნობილი ღვთის სამეფოს შესახებ გულმოდგინე ქადაგებით. ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, რომლებსაც ვავრცელებთ, დიდ როლს ასრულებს მილიონების დასახმარებლად, რომ გაიგონ ღვთის განზრახვების შესახებ. ცნობა, რომელსაც ისინი შეიცავს, არის ნამდვილად კეთილი ცნობა, რადგანაც ღვთის ზეციერი სამეფო კაცობრიობის ერთადერთ იმედად ცხადდება.
2 ჟურნალებში ყურადღება მახვილდება ადამიანების ნამდვილ მოთხოვნილებებზე — ემოციურ, სოციალურ და სულიერ. ზნეობა ეცემა და ოჯახები ინგრევა ყველგან. ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ეხმარება ადამიანებს გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება და აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები. აპრილსა და მაისში ჟურნალებით დამოწმებას სიამოვნებით დავუთმობთ მთავარ ადგილს.
3 ისინი ნამდვილად მიმზიდველია. ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა ხელმისაწვდომი. ამის გამო ჩვენი ჟურნალები კარგადაა ცნობილი. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ იზიდავს ისინი ადამიანებს:
◼ რადგანაც ჟურნალები უმწიკვლოებასა და ჭეშმარიტებას ირეკლავს, ნათლად აჩვენებს სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას.
◼ ისინი სამოთხის დამყარების იმედს იძლევა, რომელიც დაფუძნებულია ღვთის დაპირებაზე, რომ დედამიწაზე მისი სამეფო იმმართველებს.
◼ ჟურნალები გვაწვდის დროულ მრავალფეროვან საკითხებს, რომლებიც საინტერესოა ყველა წარმოშობისა და კულტურის ადამიანისთვის.
◼ სტატიები მოკლეა, დამსწავლებლური, რეალური და მათგან შორს არის მიკერძოებული აზრი და კომპრომისი.
◼ მიმზიდველი ილუსტრაციები დიდ ინტერესს იწვევს და უბრალო სტილი ჟურნალებს ადვილად წასაკითხს ხდის.
4 ყველგან გაავრცელე ისინი. ჟურნალის გავრცელებაში წარმატება უმთავრესად დამოკიდებულია შეთავაზებების კარგად მომზადებაზე, დროის დაგეგმვასა და სამქადაგებლო მსახურებისთვის ორგანიზების გაწევაზე. პრაქტიკული რჩევები იყო შემოთავაზებული 1995 წლის სექტემბრის (რუს.) და 1996 წლის ოქტომბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, რომელთა განხილვა და გამოყენება კარგი იქნებოდა.
5 გაეცანი ჟურნალებს. ყოველი ნომრის წაკითხვისას დაფიქრდი ვისთვის იქნებოდა კარგი, რომ მიგეცა წასაკითხად. მონახე განსაზღვრული აზრები ან მუხლები, რომლებიც შეგიძლია წაიკითხო შეთავაზებისას. მოიფიქრე შეკითხვები, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო საუბრის დასაწყებად და საკითხისადმი ინტერესის გასაღვივებლად.
6 შეარჩიე შეთავაზებები. მოამზადე მარტივი შეთავაზება, რომლითაც შეგიძლია მიმართო მამაკაცს, მანდილოსანს, ხანდაზმულს ან ახალგაზრდას, ნაცნობსა თუ უცნობს.
7 ყოველთვის მზად გქონდეს ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. რადგანაც ჟურნალები ადვილად ეტევა ხელჩანთაში ან ჯიბეში შეგვიძლია ყოველთვის თან ვატაროთ მოგზაურობისას ან საყიდლებზე სიარულისას. ნათესავებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, თანაკლასელებთან ან მასწავლებლებთან საუბრისას შესთავაზე მათ. ყოველ კვირა გამოყავი დღე ჟურნალებით დამოწმებისთვის.
8 დააფასე ჟურნალები. ისინი არასდროს დაკარგავს თავიანთ მნიშვნელობას. ძველ ნომრებში მოცემული ინფორმაცია არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თუ ძალისხმევას ვახმართ ყველა ჟურნალის გავრცელებას, რომელსაც ვიღებთ, არ დაგვიგროვდება თაროებზე.
9 ეფექტურია ქუჩაში დამოწმება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჟურნალების რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის შესათავაზებლად. ზოგი მაუწყებელი რეგულარულად აკეთებს ამას საყიდლებზე სიარულისას.
10 საქმიანი უბნები ნაყოფიერია. მაღაზიებში ქადაგებისას უმეტესობა ადგილზე გვხვდება. საქმიანი ადამიანების უმეტესობა თავაზიანია და ბევრი სიამოვნებით იღებს ჟურნალებს. ამოარჩიე სტატიები, რომლებიც იმ პიროვნების საქმიანობის შესაფერისია, ვისთანაც საუბრობ.
11 ჟურნალების დატარება. რადგან ჟურნალები თვეში ორჯერ გამოდის მართებულია შემდეგი ნომრები მივუტანოთ მათ, ვინც კითხულობს. პიროვნება უნდა მოვინახულოთ განმეორებით, არა მარტო იმისთვის, რომ ჟურნალები მივუტანოთ, არამედ გავუღვივოთ ბიბლიისადმი ინტერესი. ჟურნალების დატარება შესანიშნავი საშუალებაა ბიბლიის შესწავლების დასაწყებად.
12 უფრო მეტი გააკეთე აპრილსა და მაისში. ჟურნალებმა „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მილიონობით მადლიერი მკითხველის ნდობა მოიპოვა. რადგანაც ისინი ასე ეფექტურია სამეფოს უწყებაში, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ვატაროთ ყოველთვის და გავავრცელოთ ყველა შესაძლებლობისას. დაე აპრილი და მაისი საუკეთესო თვეები იყოს ჟურნალების გასავრცელებლად!