განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ჟურნალებით მსახურებას
1, 2. როგორ მოქმედებს ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ადამიანებზე?
1 „საინტერესოა, დროული და გამამხნევებელი“; „ასეთი გამამხნევებელი ჟურნალები არასოდეს წამიკითხავს“. ამ კომენტარებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ შეფასებას აძლევს მკითხველი „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. მართლაც ჩვენი ჟურნალები შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობამ „ყველანაირ ადამიანამდე“ მიაღწიოს (1 ტიმ. 2:4).
2 ერთ ბიზნესმენს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ის ნომერი შესთავაზეს, რომელიც მისთვის საინტერესო საკითხს აშუქებდა. მოგვიანებით მან „საგუშაგო კოშკიც“ წაიკითხა, რომელიც ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში იყო ჩადებული. „საგუშაგო კოშკში“ განხილულმა სტატიამ ბიზნესმენი აღძრა, საფუძვლიანად გამოეკვლია მოძღვრება სამების შესახებ, რომელიც მთელი ცხოვრება სწამდა. შედეგად ის დაინტერესდა და ექვსი თვის შემდეგ მოინათლა. სხვა მამაკაცი რეგულარულად იღებდა ჟურნალებს, მაგრამ არ კითხულობდა. მისი მეუღლე თავს არიდებდა მოწმეებთან საუბარს, თუმცა კითხულობდა ჟურნალებს, რომლებიც მისი ქმრისთვის მიჰქონდათ. ამ ქალბატონის გულს ღრმად შეეხო ბიბლიის დანაპირები, რომ დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და ის სამართლიანი ადამიანებით აივსება. დროთა განმავლობაში ის, მისი ვაჟი და მისი და იეჰოვას მსახურები გახდნენ.
3. რა სარგებლობა მოაქვს ორივე ჟურნალის ერთად გავრცელებას?
3 ორივე ჟურნალი ერთად შესთავაზე. როგორც ზემოთ მოხსენიებული შემთხვევები გვიჩვენებს, შეუძლებელია წინასწარ განვსაზღვროთ, ვინ წაიკითხავს ჩვენს ჟურნალებს ან რომელი საკითხი შეიძლება შეეხოს მის გულს (ეკლ. 11:6). ამიტომ უკეთესი იქნება, თუ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს ერთად გავავრცელებთ, თუმცა მხოლოდ ერთ ჟურნალს ვთავაზობთ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს, დაინტერესებულს ჟურნალების რამდენიმე ნომერი ერთად შევთავაზოთ.
4. როგორ გამოვყოთ დღე ჟურნალებით მსახურებისთვის?
4 შედეგის მომტანი იქნება, თუ კვირაში ერთ დღეს ჟურნალებით მსახურებას დავუთმობთ. იეჰოვას მოწმეების 2005 წლის კალენდარში ხაზგასმულია, რომ ყოველი შაბათი „ჟურნალებით მსახურებას“ უნდა დავუთმოთ. ცხადია, ადგილობრივი სიტუაციიდან და პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგმა შეიძლება ამ სახის მსახურებისთვის სხვა დღე გამოჰყოს. გაქვთ ასეთი დღე მონიშნული თქვენს ყოველკვირეულ გეგმაში?
5. რა შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ ჟურნალების გასავრცელებლად და რა დაგვეხმარება ამაში?
5 დაისახე მიზანი. თუ მიზნად დაისახავ ყოველთვე ჟურნალების გარკვეული რაოდენობის გავრცელებას, უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობ ჟურნალებით მსახურებას. გაქვს ჟურნალების დატარების მარშრუტი? სთავაზობ ჟურნალებს მათ, ვისაც მსახურებაში ხვდები? ავრცელებ ჟურნალებს ქუჩაში, საქმიან ტერიტორიებზე ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში? თან გაქვს ჟურნალები, როდესაც სამსახურში, საყიდლებზე ან სადმე მიდიხარ? ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობა გამოიყენე, რათა დაეხმარო სხვებს, სარგებლობა მიიღონ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატიებიდან.
6. როგორ შეგვიძლია ძველი ჟურნალების ხალხის სასარგებლოდ გამოყენება?
6 ასევე მიზნად უნდა დავისახოთ დაგროვილი ძველი ჟურნალების გავრცელება. ჟურნალების მიღებიდან ერთი ან ორი თვის შემდეგაც კი მათში ჩაწერილი ინფორმაცია კვლავაც ფასეულია. შესთავაზეთ ისინი დაინტერესებულებს. მილიონობით ადამიანისთვის „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ „დროულად ნათქვამი სიტყვაა“ (იგავ. 25:11, აქ). დაე ისინი კვლავაც მილიონობით ადამიანს დაეხმაროს იეჰოვას გაცნობასა და მისადმი მსახურებაში.