გაქვს ‘ეკალი სხეულში’?
1 ძლიერ გვსურს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ძალები, ჩვენი დავალების — კეთილი ცნობის ქადაგების — შესასრულებლად. მაგრამ მრავალ ჩვენ საყვარელ დასა და ძმას უჭირს მსახურებაში სრული მონაწილეობის მიღება, სერიოზული ავადმყოფობებისა და უძლურებების გამო, რაც იმდენის გაკეთების საშუალებას არ აძლევს მათ, რამდენიც სურთ. მათ შეიძლება უჭირდეთ გულგატეხილობისთვის თავის გართმევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვების აქტიურობას ხედავენ მსახურებაში (1 კორ. 9:16).
2 მისაბაძი მაგალითი. პავლე მოციქული ებრძოდა ‘ეკალს სხეულში’. ის სამჯერ შეევედრა იეჰოვას, მოეშორებინა მისთვის დამამძიმებელი ნაკლი, რომელიც მან აღწერა როგორც „სატანის ანგელოზი“, რომელიც გამუდმებით ჩხვლეტდა მას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პავლე იტანდა ამ სირთულეს და წინ მიიწევდა მსახურებაში. თავს არ იცოდებდა და მოწუწუნეც არ გამხდარა. ის თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდა. მისი წარმატების საიდუმლო ღვთისგან შემდეგი დარწმუნება იყო: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“. როდესაც პავლე მდგომარეობას შეეგუა და იეჰოვასა და სულიწმიდის დახმარებას მიენდო, მისი უძლურება სიძლიერით შეიცვალა (2 კორ. 12:7–10).
3 როგორ შეგიძლია მსახურების გაგრძელება. გზღუდავს ადამიანური სისუსტეები ღვთისადმი მსახურებაში? თუ დიახ, მიბაძე პავლეს თვალსაზრისს. მაშინაც კი, როცა შენს ავადმყოფობას და უძლურებას ბოლო არ ეღება ამ სისტემაში, მიენდე იეჰოვას, რომელსაც ესმის შენი გასაჭირი, და მოგცემს ‘აღმატებულ ძლიერებას’ (2 კორ. 4:7). მიიღე დახმარება, რომელსაც კრებაში გთავაზობენ, და ნუ განმარტოვდები (იგავ. 18:1). თუ გიძნელდება კარდაკარ მსახურება, ეცადე, არაფორმალურად და ტელეფონით იქადაგო.
4 თუმცა სხეულში ეკალი შეიძლება ზღუდავს, შენს მსახურებას, არ უნდა იფიქრო, რომ არაფერს აკეთებ. პავლეს მსგავსად შენც შეგიძლია ‘დაამოწმო ღვთის მადლის სახარება’ რამდენადაც ძალ-ღონე და პირობები გაძლევს ამის საშუალებას (საქ. 20:24). როცა მსახურებას მთელ ძალისხმევას ახმარ, გახსოვდეს, რომ იეჰოვა ძალიან ხარობს (ებრ. 6:10).