სამსახურებრივი შეხვედრები მაისში
შენიშვნა: ზაფხულში „ჩვენი სამეფო მსახურება“ ყოველი კვირისთვის გამოაქვეყნებს სამსახურებრივი შეხვედრის განრიგს. შეიძლება კრებებს ცვლილებების შეტანა დასჭირდეთ კონგრესზე „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“ დასასწრებად და მომდევნო კვირაში სამსახურებრივ შეხვედრაზე 30 წუთის განმავლობაში პროგრამის მთავარი აზრების განსახილველად. კონგრესის ყოველი დღის პროგრამის განხილვა კონგრესამდე უნდა დაევალოს სამ უნარიან ძმას, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას. ასეთი გამეორება დაეხმარება კრებას, გაიხსენოს მთავარი საკითხები როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამქადაგებლო საქმიანობაში გამოყენებისთვის. აუდიტორიის კომენტარები და შთაბეჭდილებები მოკლე და კონკრეტული უნდა იყოს. ნუ დაივიწყებთ, რომ იმ კვირის განმავლობაში, როცა საოლქო კონგრესი ჩატარდება არც თეოკრატიული სკოლის შეხვედრა, არც სამსახურებრივი შეხვედრა, არც საჯარო მოხსენება, არც საგუშაგო კოშკის შესწავლა არ ჩატარდება, რაც ყველას კონგრესისთვის მომზადების საშუალებას მისცემს.
4 მაისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №10
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. თეოკრატიული ცნობები.
15 წთ.: „იეჰოვას სული ჩვენთანაა“. კითხვა-პასუხები. მე-3 აბზაცს დაურთე შესაფერისი ნაწყვეტები „1998 წლის წელიწდეულიდან“ (რუს.).
22 წთ.: „შეარჩიე სტატიები, რომლებიც განსაკუთრებით დააინტერესებს ადამიანებს“. განიხილე მთავარი საკითხები სტატიიდან. ახსენი, რომ შეგვიძლია ასევე შევთავაზოთ ძველი ნომრებიც, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია. სთხოვე მაუწყებლებს, მოყვნენ, რომელი სტატიების შეთავაზებას მოჰყვა კარგი შედეგი. მე-7 აბზაცის მიხედვით, გააკეთე შეთავაზების ინსცენირება.
სიმღერა №212 და დამამთავრებელი ლოცვა.
11 მაისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №197
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
12 წთ.: „რა გეგმები გაქვს ზაფხულისთვის?“. უხუცესი ორ-სამ მაუწყებელთან ერთად განიხილავს ზაფხულის გეგმებს. ისინი ყვებიან, თუ რის გაკეთება შეუძლიათ კონგრესზე დასასწრებად, სამქადაგებლო მსახურების გაზრდასთან, დასვენებასა და მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობასთან დაკავშირებით. ყველა იმ აზრის არის, რომ არ უგულებელყონ პირადი შესწავლა, შეხვედრებზე დასწრება, სამქადაგებლო საქმიანობა, და ხსნიან, თუ როგორ გეგმავენ, შეინარჩუნონ თეოკრატიული ცხოვრება.
25 წთ.: «1998 წლის საოლქო და საერთაშორისო კონგრესები „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“ » (აბზაცები 1–17). კითხვა-პასუხები. წაიკითხე მე-11, მე-12 აბზაცები. ბიბლიის საფუძველზე აღნიშნე, რომ მნიშვნელოვანია მოკრძალებულად გვეცვას და ქრისტიანებისთვის შესაფერისად გამოვიყურებოდეთ, ვიქცეოდეთ და საკუთარ ბავშვებს სათანადო ყურადღებას ვაქცევდეთ.
სიმღერა №48 და დამამთავრებელი ლოცვა.
18 მაისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №141
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: „გაქვს ‘ეკალი სხეულში?’“. კითხვა-პასუხები.
22 წთ.: «1998 წლის საოლქო და საერთაშორისო კონგრესები „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“ » (აბზაცები 18-24). კითხვა-პასუხები. წაიკითხე მე-18 აბზაცი და მითითებული მუხლები. ხაზი გაუსვი წესრიგისა და სხვების მიმართ ყურადღებიანობის საჭიროებას, განსაკუთრებით ადგილებთან დაკავშირებით. დაამთავრე თემის „შეხსენებები კონგრესისთვის“ მოკლე მიმოხილვით.
სიმღერა №139 და დამამთავრებელი ლოცვა.
25 მაისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №137
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: რატომ ვაფასებ კრების შეხვედრებს. უხუცესი უძღვება განხილვას ჯგუფთან, რომელიც რეგულარული დამსწრეებისგან არის შემდგარი და რომელთა შორის არიან: დაქორწინებული წყვილი, ხანში შესული და მოზარდი. ისინი ამბობენ, თუ რატომ ესწრებიან ყოველთვის კრების შეხვედრებს — იქ არის კარგი ურთიერთობა, დამოძღვრა ღვთისგან, გონივრული რჩევები, რომლებიც ეხმარება ყოველდღიური პრობლემების გადალახვასა და სულიერი სიძლიერის შენარჩუნებაში. მათი კომენტარები ყველას უჩვენებს, რა კურთხევას იღებს თითოეული ჩვენგანი კრების შეხვედრებზე დასწრებით.
სიმღერა №222 და დამამთავრებელი ლოცვა.