მონახულება, რომელიც შეიძლება კურთხეული იყოს
1 ზაქე სიხარულით გაუმასპინძლდა იესოს თავის სახლში. რა კურთხეული აღმოჩნდა იესოს მიერ მისი მონახულება! (ლუკ. 19:2–9).
2 დღეს, როგორც კრების თავი, იესო ქრისტე ხელმძღვანელობს უხუცესებს ‘ღვთის სამწყსოს მწყემსვაში’ (1 პეტ. 5:2, 3; იოან. 21:15–17). გარდა იმისა, რომ კრების შეხვედრებზე ასწავლიან და სამქადაგებლო მსახურებას ხელმძღვანელობენ, უხუცესები სიყვარულით აღსავსე პირად დახმარებას უწევენ კრების თითოეულ წევრს. ამიტომაც დროდადრო შეიძლება მოუთმენლად ელი უხუცესებისგან პირადად გამოვლენილ ყურადღებას შენთან სტუმრობის, სამეფო დარბაზში ყოფნის, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის თუ სხვა შემთხვევების დროს. უხერხულობა უნდა იგრძნო, როცა უხუცესები გეწვევიან? სულაც არა. რაცა ისინი გინახულებენ, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცაში სწორად არ იქცევი. მაშ, რა არის სამწყემსო მონახულების მიზანი?
3 პავლემ თქვა, რომ სურდა სწვეოდა ძმებს, რათა ‘ენახა, როგორ იყვნენ’ (საქ. 15:36). დიახ, როგორც მოსიყვარულე მწყემსებს, უხუცესებს ძალიან აინტერესებთ შენი მდგომარეობა. მათი სურვილია შემოგთავაზონ სულიერი დახმარება, რომელიც შეიძლება სასარგებლო და განმამტკიცებელი იყოს. ჩვენი მოსიყვარულე მწყემსის, იეჰოვას, დიდი სურვილია, რომ ასეთი მზრუნველობა თითოეული ჩვენგანის მიმართ ვლინდებოდეს (ეზეკ. 34:11).
4 მივესალმოთ უხუცესების მონახულებებს: ძმების მონახულებისას პავლეს მიზანი იყო, ‘ეწილადა სულიერი ნიჭი მათ განსამტკიცებლად და ურთიერთსანუგეშებლად’ (რომ. 1:11, 12). ყველას გვესაჭიროება სულიერი გამხნევება და დახმარება ამ უკანასკნელ მძიმე დღეებში, რომ მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში. სამწყემსო მონახულებისადმი შენს დადებით რეაქციას, უეჭველად, შესანიშნავი ურთიერთგამხნევება მოჰყვება.
5 დააფასე უხუცესების სამწყემსო მსახურებით მიღებული მრავალი სარგებლობა. თუ რაიმე საკითხი ან კითხვა გაწუხებს გახსოვდეს, რომ უხუცესები კრებაში დასახმარებლად არიან. ნუ ყოყმანობ მათთან იმსჯელო ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს შენს სულიერ ჯანმრთელობაზე. დააფასე იეჰოვას სიყვარულით აღსავსე ეს ღონისძიება და იხარე იმ კურთხევებით, რომლებიც შეიძლება ასეთმა მონახულებებმა მოგიტანოს.