ზედამხედველები, რომლებიც ხელმძღვანელობას სწევენ — თავმჯდომარე ზედამხედველი
1 კრებაში ზედამხედველად მსახურება სერიოზული პასუხისმგებლობაა (საქ. 20:28; 1 ტიმ. 3:1). ეს არის სტატიების სერიიდან პირველი, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ქრისტიანი უხუცესების სხვადასხვა მოვალეობაზე, რათა ყველამ დავაფასოთ ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ისინი ჩვენ სასიკეთოდ ასრულებენ.
2 საზოგადოება ნიშნავს თავმჯდომარე ზედამხედველს, რომელიც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში მსახურობს. რადგან თავმჯდომარე ზედამხედველი მეთვალყურეობს საქმეებს, ეს ეხმარება უხუცესებს, რომ სათანადო ყურადღებით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს („ჩვენი მსახურება“, გვ. 41 [რუს.]). რას შეიცავს ეს?
3 თავმჯდომარე ზედამხედველი ღებულობს კრების ფოსტას და დაუყოვნებლივ გადასცემს მდივანს განსახილველად. როდესაც თავმჯდომარე ზედამხედველი უხუცესთა შეხვედრებისთვის ემზადება, უხუცესები სთავაზობენ განსახილველ საკითხებს, თავმჯდომარე ზედამხედველი კი ადგენს დღის წესრიგს. ის აგრეთვე თავმჯდომარეობს უხუცესთა შეხვედრებს. ის თვალყურს ადევნებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ შესრულდეს. ის მეთვალყურეობს სამსახურებრივი შეხვედრისთვის მზადებასა და საჯარო მოხსენებების დაგეგმვას. კრების წინაშე ყველა განცხადება მისი ნებართვით კეთდება, ის იძლევა აგრეთვე უფლებამოსილებას მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე და მეთვალყურეობს კრების ანგარიშების კვარტალურ შემოწმებას.
4 როგორც თავმჯდომარე, თავმჯდომარე ზედამხედველი კოორდინირებას უწევს კრების სამსახურებრივი კომიტეტის საქმიანობას. როდესაც ბიბლიის შემსწავლელს სურს, რომ გახდეს მოუნათლავი მაუწყებელი, ან როდესაც მოუნათლავ მაუწყებელს სურს მონათვლა, თავმჯდომარე ზედამხედველი სთხოვს უხუცესებს, რომ გაესაუბრონ ამ პიროვნებას. თავმჯდომარე ზედამხედველი აგრეთვე ხელმძღვანელობს მზადებებს სარაიონო ზედამხედველის მონახულებისთვის, რომ კრებამ სრული სარგებლობა მიიღოს ამ განსაკუთრებული კვირიდან.
5 თავმჯდომარე ზედამხედველს სხვადასხვაგვარი მოვალეობა აკისრია. იმ დროს, როცა, ის თავმდაბლურად ‘ბეჯითად’ ზრუნავს თავის მოვალეობებზე, ჩვენი მხრივ, ყველას შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ უხუცესებთან თანამშრომლობაში (რომ. 12:8). თუ ჩვენს უხუცესებს ‘დავემორჩილებით’ და ‘მოვუსმენთ’, ისინი შეძლებენ უფრო დიდი სიხარულით მსახურებას (ებრ. 13:17).