ზედამხედველები, რომლებიც ხელმძღვანელობას სწევენ — თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზედამხედველი
1 თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზედამხედველი სულიერად მოწიფული პიროვნებაა, რომელიც შრომობს სიტყვაში და სწავლებით, რის გამოც ჩვენგან პატივისცემასა და თანამშრომლობას იმსახურებს (1 ტიმ. 5:17, აფ). რა შედის მის პასუხისმგებლობაში?
2 ის ზრუნავს სამეფო დარბაზში არსებული თეოკრატიული სამსახურის სკოლის ბიბლიოთეკაზე. ის დაინტერესებულია, რომ ყველა, ვინც შეესაბამება მოთხოვნილებებს, ჩაეწეროს სკოლაში. ის ზრუნავს, რომ ზუსტი აღრიცხვა გაკეთდეს, რათა დავალებები დროულად იყოს განაწილებული, სულ მცირე სამი კვირით ადრე სკოლაში დავალებით გამოსვლამდე. ის კარგად უნდა იცნობდეს კრებას და იცოდეს ყველა მოსწავლის შესაძლებლობები. თუმცა მას შეიძლება სხვა ძმა ეხმარებოდეს სკოლის გეგმის მომზადებაში, მაგრამ დავალებების სწორად განაწილება ზედამხედველის პირადი მოვალეობაა.
3 აუდიტორიას ეფექტურად, რომ ასწავლოს, ზედამხედველი გულდასმით უნდა მოემზადოს ყოველ კვირას და საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს განაწილებული მასალა. ამგვარად ის შეძლებს, კრების ინტერესი შეინარჩუნოს პროგრამისადმი, განსაზღვროს, თუ მოცემული მასალა რამდენად სწორად იყო განხილული და აღნიშნოს მნიშვნელოვანი პუნქტები, რომლებიც წერით გამეორებაში იქნება მოცემული.
4 ყოველი მოსწავლის მოხსენების შემდეგ, ზედამხედველი შეაქებს მას და აღნიშნავს, თუ რატომ იყო კარგი ზოგიერთი პუნქტი ან რატომაა გაუმჯობესება საჭირო. თუ ვინმეს დამატებითი კონსულტაცია ესაჭიროება სკოლაში დავალების მოსამზადებლად, ზედამხედველი ან მის მიერ დანიშნული ძმა აღმოუჩენს ასეთ პირად დახმარებას.
5 თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზედამხედველისა და მის მეთვალყურეობაში მყოფი სხვა მრჩეველების მძიმე შრომიდან სრული სარგებლობის მისაღებად სკოლას რეგულარულად უნდა დავესწროთ. აგრეთვე ყველა დავალება უნდა შევასრულოთ და გამოვიყენოთ რჩევა, რომელსაც პირადად ვღებულობთ, ან სხვა მოსწავლეებს ეძლევათ. ამგვარად ჩვენ, სამეფოს შესახებ ცნობის, როგორც საჯაროდ ასევე კარდაკარ ქადაგების უნარს გავიუმჯობესებთ (საქ. 20:20; 1 ტიმ. 4:13, 15).