ზედამხედველები, რომლებიც ხელმძღვანელობას სწევენ — „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელი
1 ჟურნალი „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს“ არის ‘ერთგული და გონიერი მონის’ ძირითადი საშუალება სულიერი საზრდოს „დროულად“ გასანაწილებლად (მათ. 24:45). „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელ უხუცესს, როგორც უნარიან მასწავლებელს, რომელიც სამაგალითოა ქრისტიანულ ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა აკისრია (რომ. 12:7; იაკ. 3:1).
2 ეფექტურად რომ ასწავლოს, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელი გულდასმით უნდა ემზადებოდეს ყოველკვირეულად. ის ლოცვითა და გულმოდგინებით ემზადება. კრებისადმი დიდ ინტერესს ამჟღავნებს, როდესაც გულწრფელად ცდილობს, შეეხოს ჩვენს გულებს შესწავლისთვის განკუთვნილი მასალით. ის ყურადღებას ამახვილებს სტატიის მთავარ აზრებზე და გვეხმარება დავინახოთ, თუ როგორ უკავშირდება ისინი სტატიის თემას.
3 ის წინასწარ ემზადება საფუძვლიანად და ნახულობს ბიბლიურ მუხლებს და გებულობს, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება. ღვთის სიტყვას წინა პლანზე იმით აყენებს, რომ კრებაში ყველას ახალისებს შესწავლის დროს ბიბლიის გამოყენებისკენ. როდესაც მნიშვნელოვანი საკითხი არ განიხილება აუდიტორიის მიერ ან ძირითად ბიბლიურ მუხლს კომენტარი არ გაუკეთდება, ის დამატებით კითხვას დასვამს, რომ ინფორმაცია ამოიწუროს. ამგვარად, ის გვეხმარება სწორი დასკვნების გაკეთებაში და იმის ცოდნაში, თუ ნასწავლი როგორ გამოვიყენოთ ცხოვრებაში.
4 „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელი მუდამ ცდილობს, გაიუმჯობესოს სწავლების უნარი. ის არ იძლევა გადაჭარბებულ კომენტარებს, არამედ ჩვენ გვახალისებს მონაწილეობისკენ, რომ ჩვენი სიტყვებით, მოკლედ და თემასთან დაკავშირებით მივცეთ კომენტარები. მან დროდადრო შეიძლება შეგვახსენოს, რომ აბზაცზე პირველი კომენტარი უნდა იყოს მოკლე, პირდაპირი პასუხი კითხვაზე. დამატებითმა კომენტარებმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ბიბლიური მუხლის მნიშვნელობაზე, დამხმარე არგუმენტებზე ან მასალის პრაქტიკულად გამოყენებაზე. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელი ცდილობს, თითოეულში აღძრას მონაწილეობის სურვილი იმით, რომ ყველას ამხნევებს პირადი და ოჯახური მომზადებისკენ.
5 როგორც „უფლის დამოძღვრილნი“, ჩვენ ვაფასებთ „ძღვენს ადამიანთა სახით“, მათ შორის „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელებს, რომლებიც ‘იღვწიან დამოძღვრისთვის’ (ეს. 54:13; ეფეს. 4:8, 11, აქ; 1 ტიმ. 5:17).