„ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“
1. როდის დავიწყებთ ბროშურის „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“ განხილვას და რა მხრივ იქნება ეს ჩვენთვის სასარგებლო?
1 ოცდარვა ოქტომბრით დაწყებულ კვირაში კრების ბიბლიის შესწავლაზე დავიწყებთ ბროშურის „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“ განხილვას. ეს ახალი ბროშურა გამოიცა საოლქო კონგრესზე „გულს გაუფრთხილდი!“. მისი მიზანია, ბიბლიის შემსწავლელებს გააცნოს ღვთის ორგანიზაცია. ამ ბროშურის განხილვა არა მარტო გაგვიღრმავებს მადლიერებას იმისას, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში ვართ, არამედ დაგვეხმარება, კარგად გავეცნოთ ამ ძვირფას სახელმძღვანელოს, რომელსაც მსახურებაში გამოვიყენებთ (ფსალმ. 48:13).
2. როგორ ჩატარდება შესწავლა კრებაზე?
2 როგორ ჩატარდება შესწავლა. ბიბლიის შესწავლის ჩამტარებელმა თითოეულ გაკვეთილში მოცემულ მასალაზე დრო თანაბრად უნდა გადაანაწილოს. ბროშურაში 28 გაკვეთილია. ჩამტარებელმა გაკვეთილის განხილვამდე უნდა წაიკითხოს კითხვა, რომელიც ამ გაკვეთილს სათაურად აქვს. შემდეგ ის სთხოვს წამკითხველს შესავალი აბზაცის წაკითხვას, რის შემდეგაც ამ აბზაცთან დაკავშირებით წინასწარ მომზადებულ კითხვას დაუსვამს აუდიტორიას. თითოეული ნაწილი, რომელიც მუქი შრიფტით დაბეჭდილი წინადადებით იწყება, ცალ-ცალკე უნდა იქნას წაკითხული და განხილული. ჩამტარებელი მისი წაკითხვის შემდეგ მოუწოდებს აუდიტორიას, აღნიშნონ, როგორ პასუხობს ის გაკვეთილის სათაურს. ბროშურაში მოცემულია ბევრი ილუსტრაცია, რომლებზეც შესაძლებელია კომენტარების გაკეთება. წაკითხულ უნდა იქნას ძირითადი ბიბლიური მუხლები იმის მიხედვით, თუ დრო რამდენის საშუალებას იძლევა. ვიდრე ჩამტარებელი შემდეგი გაკვეთილის განხილვაზე გადავა, მან უნდა დასვას აბზაცების ბოლოს მოცემული კითხვები და მიმოიხილოს გაკვეთილი. ამოკითხულ უნდა იქნას აგრეთვე ჩარჩო „გაიგეთ მეტი“ (თუ გაკვეთილში არის მოცემული) და შემდეგ ჩამტარებელმა აუდიტორიას უნდა სთხოვოს, აღნიშნონ, როგორ დაეხმარება ამ ჩარჩოში მოცემული ინფორმაცია ბიბლიის შემსწავლელებს. თუ დრო საშუალებას იძლევა, ჩამტარებელს შეუძლია გაკვეთილების სათაურების მეშვეობით გაამეორებინოს აუდიტორიას განხილული მასალა. გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი ბიბლიის შემსწავლელებთან ამავე მეთოდის გამოყენება.
3. რა შემთხვევაში მოგვიტანს სრულ სარგებლობას ამ ბროშურის შესწავლა?
3 იმისათვის, რომ საუკეთესოდ დაგეხმაროს ამ ბროშურის შესწავლა, კრებაზე კარგად მომზადებული მოდი. სცადე კომენტარების გაკეთება. შესწავლის დროს იფიქრე, როგორ დაეხმარება ეს ინფორმაცია ბიბლიის შემსწავლელს. დაე, ამ ახალი ბროშურის განხილვამ შეგვაძლებინოს, დავეხმაროთ სხვებს, შემოგვიერთდნენ ღვთის ნების შესრულებაში, რათა მათაც იცხოვრონ მარადიულად! (1 იოან. 2:17).