იეჰოვას მოწმეების 1999 წლის საოლქო კონგრესი „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“
1 როცა ისრაელები უდაბნოში იყვნენ, იეჰოვამ მოსეს უბრძანა, ორი ვერცხლის საყვირი გაეკეთებინა. თუ ერთი საყვირი დაჰკრავდა, ტომების თავკაცები უნდა შეკრებილიყვნენ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ორივეს დაყვირება მთელი ისრაელის შეკრების ნიშანი იქნებოდა (რიცხვნი 10:1–4). განა არ გვახარებს, როცა ვისმენთ საყვირების ხმის მსგავს განცხადებებს — შევიკრიბოთ ჩვენს ყოველწლიურ საოლქო კონგრესებზე? მათზე ღვთის სიტყვისა და დანიშნული წარმომადგენლების მეშვეობით იეჰოვას მითითებებსა და ხელმძღვანელობას ვღებულობთ. ეს გვეხმარება მტკიცედ განვაგრძოთ ღვთისმსახურება. ნუთუ არ გვიხარია, როცა ვხედავთ ათასობით — ან ათიათასობით — ერთგულ თანამორწმუნეს, რომლებიც შეკრებილი არიან სიყვარულითა და მშვიდობით? უეჭველად! (ფსალმუნი 121:1, 7, 8).
2 დაწყებული ივლისსექტემბრის ჩათვლით, რუსეთის, ყაზახეთის, საქართველოს, ბელორუსიისა და ყირგიზეთის ტერიტორიებზე მთლიანობაში 41 კონგრესი ჩატარდა 38 ქალაქში. ბევრი ჩვენგანი დელეგატად იყო საერთაშორისო კონგრესებზე ბერლინში (გერმანია) და პონტიაკში (აშშ). სხვადასხვა ენა ხელს არ უშლიდა თბილ და მოსიყვარულე ურთიერთობას კონგრესებზე. ძმებმა, რომლებმაც კერძო ბინები შემოგვთავაზეს, ამ ურთიერთობით სიამოვნება მიიღეს. საოლქო კონგრესებს ჩვენს ქვეყანაში დაესწრნენ სპეციალური პიონერები თავიანთი დანიშვნის ადგილებიდან. მათი დასწრება სულიერად გამამხნევებელი აღმოჩნდა ყველასთვის. რადგან შევიკრიბებით 1999 წლის საოლქო კონგრესზე, გვექნება კიდევ სხვა შესაძლებლობები, ვიგრძნოთ, რომ ძვირფასი საძმოს ნაწილი ვართ, და იეჰოვას მადლობა მოვუხადოთ ერთიანობისთვის, რომელიც გვიბოძა
3 დაბინავება. კონგრესის დაბინავების განყოფილება ყოველთვის მოხარულია, დაეხმაროს ძმებს საკუთარ სახლებში, სკოლებში ან სხვა მასობრივ საერთო საცხოვრებლებში დაბინავებით. ზოგჯერ შესაძლებელი იყო კონგრესის დელეგატების დაბინავება სასტუმროებსა და სასტუმროს მსგავს საერთო საცხოვრებლებში (როგორიცაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლები). ყველა ამ შემთხვევაში დელეგატებისგან მოელოდებიან, რომ დაფარავენ კონგრესის განმავლობაში დაბინავებისთვის გაწეულ ხარჯებს. სასურველია დღეიდან დავიწყოთ კონგრესზე დასწრებისთვის სახსრების შეგროვება. ყველა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება თითოეული დელეგატის მოვალეობაა. თუ სასტუმროს ვირჩევთ, მდივანი წერილობით მიმართავს კონგრესის დაბინავების განყოფილებას და შეატყობინებს, თუ რამდენი ადგილია საჭირო სასტუმროებში. მოგვიანებით თქვენს კრებას გამოეგზავნება შემოთავაზებული სასტუმროებისა და მისი მსგავსი საერთო საცხოვრებლების სია. როგორც კი თქვენი კრება ამ სიას მიიღებს, მათ, ვისაც სურს ამგვარი ტიპის ადგილები, უნდა აარჩიონ ის შენობა, სადაც სურთ დაბინავება. დაბინავების საკითხში მიჰყევით ადგილობრივი დაბინავების განყოფილების მითითებებს.
4 სასტუმროები თქვენი კონგრესისთვის მითითებული იქნება შემოთავაზებული საცხოვრებელი ადგილების სიაში. როცა ეს სასტუმროები შეივსება, თქვენს კრებას გამოეგზავნება სია დამატებითი სასტუმროებით. გთხოვთ, რომ, როცა დაჯავშნით რომელიმე სასტუმროს, ნუ შეცვლით მას სხვა სასტუმროთი მაშინაც კი, როცა უკანასკნელ სიაში გამოჩნდება თქვენთვის სასურველი სასტუმრო, რომელიც ახლოსაც იქნება. დამატებითი სასტუმროები იმიტომ ემატება, რომ დაკმაყოფილდნენ ძმები და დები, რომლებსაც არა აქვთ ოთახები, და არა იმიტომ, რომ მეტი არჩევნის საშუალება მიეცეს მათ, ვინც დაჯავშნა ადგილი. ამ მითითების მიყოლა ქრისტიანი ძმებისადმი სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობას გვაძლევს (1 კორ. 10:24; 1 ტიმ. 6:8).
5 თუ დარეკეთ სიაში მოცემულ ყველა სასტუმროში, მაგრამ გითხრეს, რომ ადგილები აღარ არის, გთხოვთ შეატყობინოთ კრების მდივანს. ის დაუკავშირდება დაბინავების განყოფილებას იმ მისამართისა ან ტელეფონის გამოყენებით, რომლებიც მოცემულია ყოველი სიის დასაწყისში. ხშირად სიაში ნაჩვენები სასტუმროები დამატებით ოთახებს იძლევა კონგრესამდე ცოტა ხნით ადრე. როცა დაბინავების განყოფილება მოელაპარაკება ამის შესახებ, ამ სასტუმროების სია გამოჩნდება შესწორებულ სიაში. გთხოვთ დაელოდოთ ახალ სიას, ნაცვლად იმისა, რომ დაჯავშნოთ ადგილი სასტუმროში, რომელიც მითითებული არ არის სიაში.
6 თუ ნებისმიერ დროს, რაიმე პრობლემას წააწყდებით სასტუმროსთან დაკავშირებით ადგილობრივი დაბინავების განყოფილებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ, რომ დაგეხმაროთ საკითხის გადაჭრაში. ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც შეიძლება გქონდეთ კონგრესამდე ან კონგრესის შემდეგ, წერილობით შეატყობინეთ დაბინავების განყოფილებას ან დარეკეთ იმ მისამართისა და ტელეფონის გამოყენებით, რომლებიც მოცემულია შემოთავაზებული საცხოვრებელი ადგილების სიის დასაწყისში. თუ პრობლემა წამოიჭრება კონგრესის განმავლობაში, სანამ სასტუმროს დატოვებდეთ, საკითხის მოსაგვარებლად უნდა შეატყობინოთ დაბინავების განყოფილებას.
7 სხვა კონგრესზე დასწრება. თუ გეგმავთ სხვა კონგრესზე დასწრებას, რომელზეც თქვენი კრება არ არის მიწვეული, კრების მდივანი მოგაწვდით იმ კონგრესის ადმინისტრაციის მისამართს. როცა წერთ წერილს დაბინავებასა თუ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩადეთ ის საფოსტო მარკიან კონვერტში, რომელსაც აწერია თქვენი მისამართი. თუ იმ ქალაქში რამდენიმე კონგრესი ტარდება, არ დაგავიწყდეთ იმ კონგრესის თარიღის მითითება, რომელზეც დასწრებას აპირებთ. აუცილებლად დაელოდეთ პასუხს დაბინავების განყოფილებისგან. განაცხადი დაბინავების შესახებ უნდა დაადასტუროს კრების მდივანმა.
8 განსაკუთრებული საჭიროებები. ხანდაზმულებს, უძლურებს, სრული დროით მსახურებს ან სხვებს შეიძლება კონგრესზე დასასწრებად დახმარება დასჭირდეთ. ნათესავებს, უხუცესებსა და სხვებს, რომლებმაც იციან მათი განსაკუთრებული პირადი მდგომარეობები, შეუძლიათ სიყვარულით მიიღონ აუცილებელი ზომები (შეადარეთ 1 ტიმოთე 5:4).
9 საზოგადოების ბლანკზე — „განაცხადი დაბინავებისთვის“ (CO-5) — ზემოთ, მარჯვენა კუთხეში, უნდა აღინიშნოს: „განსაკუთრებული საჭიროება“. ეს კეთდება სანიმუშო ყოფაქცევის მაუწყებლებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ზრდილობიანი შვილები ჰყავს და კრების სამსახურებრივი კომიტეტიც რეკომენდაციას უწევს. ეს ბლანკები რაც შეიძლება მალე უნდა გაეგზავნოს დაბინავების განყოფილებას. გთხოვთ გამოიყენოთ კონგრესის მისამართი, რომელიც მოცემულია ბლანკის მეორე გვერდზე. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების დაბინავება ხდება კერძო ბინებში ან სასტუმროებში იმ ადგილის მახლობლად, სადაც კონგრესი ტარდება. ეს არ არის გათვალისწინებული მათთვის, ვისაც ფულის დაზოგვა სურს, მაგალითად, შვებულებისთვის. გარდა ამისა, კერძო ბინებში დაბინავება გათვალისწინებულია მხოლოდ კონგრესის დღეებში. არ იქნება სწორი იქ დარჩენა შვებულების გასატარებლად. მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პატივისცემა გამოვავლინოთ მასპინძლებისა და წესრიგისადმი, რომელიც მათ ოჯახშია დადგენილი. კრების წევრებს, რომლებსაც სურთ კონგრესის დელეგატების დაბინავებისთვის თავიანთი ბინების შეთავაზება, შეუძლიათ მიმართონ კრების მდივანს და შეავსონ ბლანკი (CO-4).
10 მადლიერების გამოხატვა. მოწმეების ერთმა ოჯახმა იმ სასტუმროს ადმინისტრატორს, სადაც გაჩერებული იყვნენ, მისწერა: «თქვენი სასტუმრო ყველაზე საუკეთესო სასტუმრო იყო, რომელშიც კი ოდესმე ვყოფილვართ. ოთახები იყო კარგად დასუფთავებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი, რაც კი შეიძლება სჭირდებოდეს ადამიანს. ჩვენ სასიამოვნოდ გავატარეთ დასვენების დღეები, რადგან თქვენი სასტუმროს თანამშრომლები თავიანთ საქმეს კარგად ასრულებდნენ. გვინდა მადლობა მოგიხადოთ, რომ ხელი შეუწყვეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ კონგრესების ორგანიზებას და ხელმისაწვდომი ფასები შემოგვთავაზეთ». თქვენც ხართ მადლიერი იმ მრავალი ღონისძიებისთვის, რომლებიც თქვენთვის კეთდება? კონგრესის დღეებისთვის, საზოგადოება სიამოვნებით გვთავაზობს კომფორტულ, არც ისე ძვირ საცხოვრებლებს რაც საშუალებას გვაძლევს ყურადღება გადავიტანოთ კონგრესისა და პროგრამის სულიერ სარგებლობაზე.
11 გამამხნევებელია, როცა გვესმის, რომ კონგრესებზე ძმებისა და დების კარგ ქცევას დიდება მოაქვს იეჰოვას სახელისთვის. სასტუმროს ერთმა თანამშრომელმა თქვა: „თქვენი დელეგატები ყველაზე კარგი ხალხია“. სხვამ შენიშნა: „ძალიან გვიხარია, როცა თქვენი ხალხი მოდის ჩვენთან. ყველა ზრდილობიანია და ყველას შეუძლია საჭირო ინფორმაციის დაუყოვნებლივ მოწოდება. მათთან ძალიან ადვილია მუშაობა“. რესტორნის მფლობელმა თქვა: „ძალიან გვახარებს, როცა ისეთი ხალხი გვყავს ქალაქში, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ“. ყველას, ვისაც კონგრესის სამკერდე ნიშანი ჰქონდა, რესტორანი 10 პროცენტით უკლებდა ფასებს. აგრეთვე, სასტუმროს ადმინისტრატორმა განაცხადა: „რა სასიამოვნოა, როცა ჩვენს სასტუმროში თქვენი ხალხი მოდის“. ეს სიტყვები კარგი მოწმობაა გარეშე პირებისგან. კარგი სახელი, რომელიც მოვიხვეჭეთ, განადიდებს იეჰოვას, ის კი ჩვენით ამაყობს (1 თეს. 4:12; 1 პეტ. 2:12).
12 დღეიდანვე დაგეგმეთ, რომ დაესწროთ 1999 წლის საოლქო კონგრესის — „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის“ — სამივე დღეს. თქვენთან ერთად ჩვენც მოუთმენლად ველით ღვთის გაერთიანებული თაყვანისმცემლების სულიერი ‘მხიარულებისა და მადლიერების ხმას’ (ფსალმ. 41:5). დაე აკურთხოს იეჰოვამ ყველაფერი, რაც ჩვენი მუდმივი სულიერი გამდიდრებისთვის ეწყობა!
[ჩანართი 3 გვერდზე]
პროგრამის განრიგი
პარასკევი და შაბათი
9.30 — 17.00
კვირა
9.30 — 16.00
[ჩარჩო 5 გვერდზე]
რა უნდა გაკეთდეს, თუ ირჩევთ საერთო საცხოვრებელს ან სკოლას
1. გამოიყენეთ დაბინავების განყოფილების მიერ გამოგზავნილი წერილი „ინფორმაცია საცხოვრებელი ადგილების შესახებ“ და თქვენი არჩევნის შესახებ მდივანს შეატყობინეთ.
2. შეავსეთ ბლანკი „განაცხადი ბინით დაკმაყოფილების შესახებ“ (CO-5) და დაუბრუნეთ მდივანს.
3. განცხადებებს მდივანი დაბინავების განყოფილებას გაუგზავნის.
4. თუ გადაიფიქრეთ, წინასწარ შეატყობინეთ ამის შესახებ მდივანს ან დაბინავების განყოფილებას.