„კონკრეტულად მითხარით!“
1 შეუწყვეტინებია შენთვის როდისმე მობინადრეს კარგად მომზადებული შეთავაზება შემდეგი სიტყვებით: „რა გნებავთ? კონკრეტულად მითხარით!“ რა შეიძლება დავასკვნათ ასეთი შემთხვევიდან?
2 მრავალი ადამიანი დღეს მოუთმენელია. მათ სურთ გაიგონ, ვინ ვართ და რატომ მივედით მათთან. როცა იგებენ, რომ ჩვენი მისვლის მიზანი მათთან ბიბლიის შესახებ საუბარია, შეიძლება ერთი სული აქვთ, როგორ მოგვიშორონ თავიდან. ბიბლიის კითხვა და სულიერ თემებზე საუბარი აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვანს მრავალი ადამიანისთვის. როგორ დავარწმუნოთ ასეთი მობინადრეები, რომ საჭიროა ბიბლიურ თემაზე რამდენიმე წუთი მაინც ისაუბრონ?
3 ეს ყველაზე ეფექტურია. მთავარია, მობინადრეს ვუჩვენოთ, რომ ბიბლიაში მოცემულია მრავალი სასარგებლო რჩევა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მას აწუხებს, და ეს რაც შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ. ყველაზე ეფექტურია კონკრეტული კითხვა, რომელიც დააფიქრებს მობინადრეს. ამას უნდა მოსდევდეს ბიბლიური მუხლი, რომელიც პასუხობს დასმულ კითხვაზე. შეგიძლია სცადო ქვემოთ მოცემული წინადადებები. ისინი დაგეხმარება, სწრაფად და „კონკრეტულად უთხრა“ ყველაფერი და ამავე დროს ინტერესი გაუღვივო მობინადრეს.
4 უბანზე, სადაც მობინადრეები ხშირად გეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, დაუსვი კითხვა, რომელიც პირადად მათ ეხება:
◼ „იმედის თვალით უყურებთ ახალი ათასწლეულის დადგომას თუ პირიქით? [ადროვე, გიპასუხოს.] ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია დღევანდელი არასასიამოვნო მოვლენები, აგრეთვე ისიც, რით დასრულდება ყოველივე ეს“. წაიკითხე 2 ტიმოთე 3:1, 2, 5 და იგავნი 2:21, 22.
◼ „ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა არსებობს. იცოდით, რომ ღმერთი გვპირდება, სამუდამოდ გადაწყვიტოს ეს პრობლემები?“ წაიკითხე გამოცხადება 21:3, 4.
◼ „როგორ ფიქრობთ, მოუტანდა ჩვენს საზოგადოებას სარგებლობას, თუ თითოეული გამოიყენებდა ცხოვრებაში ბიბლიურ პრინციპებს?“ წაიკითხე მათე 22:37–39.
5 რადგან სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება გვევალება, სადაც კი შესაძლებელია, ყურადღება გაამახვილე, რას გააკეთებს სამეფო. შეგიძლია თქვა:
◼ „იცოდით, რომ უძველესი წიგნი, ბიბლია, წინასწარმეტყველებდა მთელ მსოფლიოში ერთი მთავრობის დამყარების შესახებ?“ წაიკითხე დანიელი 2:44.
◼ „როგორ ფიქრობთ, რა პირობები იქნებოდა, იესო ქრისტე რომ მეფობდეს დედამიწაზე?“ წაიკითხე ფსალმუნი 71:7, 8.
6 უბანზე, სადაც მორწმუნე ადამიანები ცხოვრობენ, შეგიძლია სცადო ერთ-ერთი შესავალი:
◼ „მრავალი თავისი სქესის, რელიგიის ან კანის ფერის გამო დისკრიმინაციას განიცდის. თქვენი აზრით, რას ფიქრობს ღმერთი ასეთ მიკერძოებაზე?“ წაიკითხე საქმეები 10:34, 35.
◼ „ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე ცხოვრებისას იესო ქრისტე მრავალ სასწაულს ახდენდა. შესაძლებლობა რომ გქონოდათ, რომელი სასწაულის მოხდენას სთხოვდით მას?“ წაიკითხე ფსალმუნი 71:12–14, 16.
7 თუ მობინადრე კარს არ აღებს, საუბარი შეგიძლია შემდეგნაირად დაიწყო:
◼ „დღეს მრავალ ადამიანს მოსწყინდა ერთთავად პრობლემების მოსმენა. მათ უფრო ამ პრობლემების გადამჭრელი საშუალებების გაგება სურთ. ეჭვგარეშეა, თქვენც ასე ხართ. მაგრამ სად შეგვიძლია ჩვენი პრობლემებიდან ნამდვილი გამოსავლის მოძებნა?“. ადროვე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 2 ტიმოთე 3:16, 17.
8 რატომ არ გეცადა? ხშირად, მარტივი, მოკლე კითხვაა საჭირო, რომ მობინადრეს ინტერესი აღეძრას. ერთმა ქალმა, რომელიც წარსულში არ ისმენდა, სახლში შეიპატიჟა ჩვენი ორი და. ერთ-ერთმა ჰკითხა: «შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის სასუფეველი, ანუ სამეფო, რომლის შესახებაც „მამაო ჩვენოში“ ლოცულობთ?» საგონებელში ჩავარდნილი მანდილოსანი ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. ახლა ის იეჰოვას მონათლული მსახურია!
9 მობინადრესთან საუბარში გულწრფელი იყავი. ილაპარაკე გულითადად. ადამიანები მაშინ უფრო გვეხმაურებიან, როცა ხედავენ, რომ მათ მიმართ გულწრფელ ინტერესს ვავლენთ (საქ. 2: 46, 47).
10 დღეს რთულია კეთილი ცნობის ქადაგება. ზოგი მობინადრე ეჭვის თვალით უყურებს უცხო ხალხს. სხვებს იმდენი საქმე აქვთ, რომ სხვა რამისთვის დროც აღარ რჩებათ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ შეიძლება ღირსეულების მონახვა (მათ. 10:11). მათი ძებნის ძალისხმევას მხოლოდ მაშინ ექნება წარმატება, თუ ვიყენებთ მოკლე შეთავაზებებს, რომ სათქმელი „კონკრეტულად ვთქვათ!“