საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/99 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • მოვუაროთ თაყვანისმცემლობის ადგილს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • როგორ ვუვლით სამეფო დარბაზებს?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
  • აფასებ შენს სამეფო დარბაზს?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • ეს არის ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილი!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 11/99 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ ვინ უნდა იზრუნოს სამეფო დარბაზის დალაგებაზე?

სუფთა და სასიამოვნო სამეფო დარბაზი დადებითად ირეკლება ცნობაზე, რომელსაც ვქადაგებთ (შეადარე 1 პეტრე 2:12). სამეფო დარბაზის სუფთად შენახვა ძალზე მნიშვნელოვანია და ამაში ყველას შეუძლია წვლილის შეტანა. არ უნდა მოველოდეთ, რომ მთელი ტვირთი მხოლოდ რამდენიმე კაცს უნდა დააწვეს. დალაგებაში, ჩვეულებრივ, კრების წიგნის შესწავლის ჯგუფები მონაწილეობენ; ჯგუფს შესწავლის ჩამტარებელი ან მისი დამხმარე ხელმძღვანელობს. იმ დარბაზებში, სადაც ერთზე მეტი კრება იკრიბება, უხუცესები ორგანიზებას გაუწევენ, რომ ყველა კრებამ მიიღოს მონაწილეობა მათ მოვლაში.

როგორ შეგვიძლია ამ დავალების საუკეთესოდ შესრულება? სამეფო დარბაზი რეგულარულად უნდა ლაგდებოდეს გრაფიკის მიხედვით. ყველაფერი, რაც კი დასალაგებლად არის საჭირო, იქვე უნდა იყოს. უნდა გამოიკრას სია, თუ რის გაკეთებაა საჭირო, რომ დალაგებაში მონაწილეებმა მისით იხელმძღვანელონ. საჭიროა ორი სია — ერთი, ყოველი შეხვედრის შემდეგ მსუბუქი დალაგებისთვის და, მეორე, კვირაში ერთხელ უფრო საფუძვლიანი დალაგებისთვის. საფუძვლიანი დალაგება წიგნის შესწავლის ხელმძღვანელმა ყველასთვის ხელსაყრელ დღესა და დროს უნდა დაგეგმოს. ყოველთვის ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე გაზონს, ყვავილებსა და ბუჩქნარს. ტროტუარებსა და ავტომობილების გასაჩერებელი ადგილის მიდამოებში ნაგავი არ უნდა ეყაროს. ყოველწლიურად საჭიროა საგაზაფხულო დასუფთავება, რაც შეიძლება მოხდეს გახსენების საღამომდე. ამ დროს შეიძლება ფანჯრებისა და კედლების დაწმენდა, ხალიჩის მორეცხვა და ქსოვილების დარეცხვა.

რასაკვირველია, ყველას შეგვიძლია ამ ტვირთის შემსუბუქება, თუ არც დარბაზში და არც მის გარეთ არ დავაგდებთ საღეჭ რეზინას ან არ დავანაგვიანებთ სხვა რამეთი. საპირფარეშო გამოსვლის შემდეგ ყოველთვის სუფთად უნდა დავტოვოთ. გაფრთხილდი, რომ არაფერი გატეხო ან დააზიანო. ყურადღება მიაქციე, ლაქები ხომ არ არის ხალიჩაზე, სკამები ხომ არ დაზიანდა, ნათურები ხომ არ გადაიწვა და ასე შემდეგ; ამის შესახებ მაშინვე შეატყობინე ძმას, რომელსაც სამეფო დარბაზის მოვლა და ტექნიკური მომსახურება ავალია.

მოდი ყველა მზად ვიყოთ გარკვეული წვლილის შესატანად. ასეთნაირად სასიამოვნო სახლი გვექნება თაყვანისმცემლობისთვის და გამორჩეულები ვიქნებით როგორც წმინდა ხალხი, რომელსაც დიდება მოაქვს იეჰოვასთვის (1 პეტ. 1:16).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება