საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 12/99 გვ. 1
  • არ გვსმენია ეს ადრე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • არ გვსმენია ეს ადრე?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • ძალიან გიყვართ თუ არა იეჰოვას შეხსენებები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • იეჰოვას შეხსენებები სანდოა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • დაე ღვთის სიტყვამ გაგინათოთ გზა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • მიენდეთ იეჰოვას სიტყვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 12/99 გვ. 1

არ გვსმენია ეს ადრე?

1 რასაკვირველია, გვსმენია! იეჰოვა თავის სიტყვაში ბევრ რამეს იმეორებს თავისი ხალხის სასარგებლოდ. იესო ხშირად იმეორებდა სამეფოს სხვადასხვა მხარესთან დაკავშირებულ სწავლებას. მისი მოციქულები კვლავ და კვლავ განიხილავდნენ სულიერ საკითხებს მათთან, ვინც მყარად იდგა ჭეშმარიტებაში (რომ. 15:15; 2 პეტ. 1:12, 13; 3:1, 2).

2 ჩვენს დროში იეჰოვას ორგანიზაცია ზრუნავს, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კიდევ და კიდევ იქნეს განხილული კრების შეხვედრებზე. გარკვეული პუბლიკაციების შესწავლა არაერთხელ ხდება. დიახ, მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, რაც ადრე მოგვისმენია!

3 გამეორება უაღრესად მნიშვნელოვანია. იეჰოვას მხრიდან შეხსენებები აღრმავებს ჩვენს გაგებას, ზრდის ჩვენს თვალსაზრისს და აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით., რომ სულიერობა შევინარჩუნოთ (ფსალმ. 118:129). ღვთის ნორმებისა და პრინციპების გამეორება სარკეში ჩახედვას ჰგავს. ეს გვეხმარება გულდასმით შევამოწმოთ საკუთარი თავი და არ გავხდეთ „მომსმენი და დამვიწყებელი“ (იაკ. 1:22—25).

4 თუ გამუდმებით არ ვიხსენებთ ჭეშმარიტებას, ჩვენს გულებზე სხვა რამ იმოქმედებს. ღვთის შეხსენებები გვაძლიერებს, რომ წინ აღვუდგეთ სატანის წუთისოფლის გამხრწნელ ზეგავლენას (ფსალმ. 118:2, 3, 99, 133; ფილ. 3:1). ღვთის აღთქმების შესრულებასთან დაკავშირებული მუდმივი შეხსენებები „ფხიზლად ყოფნაში“ გვიწყობს ხელს (მარ. 13:32—37). ბიბლიური ჭეშმარიტებების გამეორება მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე დარჩენაში გვეხმარება (ფსალმ. 118:144).

5 როგორ ვისარგებლოთ პირადად. ჩვენ უნდა ‘მოვდრიკოთ გული ღვთის მცნებებისადმი’ (ფსალმ. 118:36, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). როცა კრების შეხვედრაზე უკვე ცნობილი საკითხის განხილვა უნდა იყოს, წინასწარ უნდა მოვემზადოთ, მოვნახოთ მითითებული მუხლები და ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია მოცემული ინფორმაციის გამოყენება. ნუ უგულებელვყოფთ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში წერითი გამეორებისთვის მომზადებას იმ თვალსაზრისით, რომ ეს საჭირო არ არის (ლუკ. 8:18). ნურასოდეს გავხდებით უყურადღებოები იმის გამო, რომ ჩვენს შეხვედრებზე ხშირად მეორდება ძირითადი ჭეშმარიტებები (ებრ. 5:11).

6 დაე გავიზიაროთ ფსალმუნმომღერლის განწყობილება: „შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე“ (ფსალმ. 118:14). დიახ, ჩვენ გვსმენია ეს ძვირფასი საკითხები ადრე და, მოსალოდნელია, კვლავაც მოვისმინოთ. რატომ? ვინაიდან იეჰოვამ იცის, რომ გვესაჭიროება მათი მოსმენა!

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება