სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
შენიშვნა: „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრიდან მოყოლებული სამსახურებრივი შეხვედრის გეგმაში მოცემული იქნება აგრეთვე გეგმა მომდევნო თვის პირველი სამსახურებრივი შეხვედრისთვის. ეს კეთდება ტვირთის გადაზიდვის ახალი სისტემის გამო „ჩვენი სამეფო მსახურების“ მიწოდების შესაძლებელი შეფერხების მიზეზით.
6 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №43
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „მიბაძე იეჰოვას მიუკერძოებლობას“. შესავალ სიტყვებს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი. ახსენი, რას ნიშნავს მიუკერძოებლობა, როგორ ავლენს მას იეჰოვა და ჩვენ როგორ შეგვიძლია მისი გამოვლენა მსახურებისას (იხილე 1996 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29—31).
20 წთ.: „არ გვსმენია ეს ადრე?“ მოხსენება და განხილვა მსმენელებთან ერთად. სთხოვე მსმენელებს თქვან, როგორ ეხმარება მათ გამეორება ჭეშმარიტების უფრო სრულად გაგებასა და დაფასებაში (იხილე 1995 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21, 22 [რუს.], და ბროშურა „სასწავლო სტატიები“ №4, გვერდები 9, 10, აბზაცები 10—12).
სიმღერა №51 და ლოცვა
13 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №162
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შესთავაზე რჩევები, ტაქტიანად როგორ ვუპასუხოთ, როცა რამე დღესასწაულს გვილოცავენ. თუ კრების მარაგში არის წიგნები „ყველაზე დიდებული ადამიანი“ ან „დიდებული მასწავლებელი“ (რუს.), აჩვენე, როგორ შეიძლება მსახურებისას მათი საუკეთესოდ გამოყენება შობის დღესასწაულის დროს.
15 წთ.: „თეოკრატიული სამსახურის სკოლა 2000 წელს“. თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზედამხედველის მოხსენება. განიხილე ახალი წლის გეგმაში მომხდარი ცვლილებები. დავალება №3 დაფუძნებული იქნება ბროშურაზე „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“, დავალება №4 კი — ამ ბროშურასა და ჟურნალ „საგუშაგო კოშკზე“. ამ დავალების განაწილებისას სკოლის ზედამხედველმა გონიერება უნდა გამოიჩინოს, რომ გადაწყვიტოს, ძმას მისცეს ის, თუ დას. წაახალისე ყველა, არ ჩამორჩნენ ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის გეგმას და პასუხისმგებლობით მოეკიდონ სკოლის დავალებების შესრულებას.
20 წთ.: „რას ეტყვი ათეისტს?“. კითხვა-პასუხები. განიხილე სხვადასხვა მიზეზი, რატომ დაკარგა ბევრმა ღვთისადმი რწმენა. შესთავაზე რამდენიმე რჩევა, როგორ შეგვეძლო დავხმარებოდით მათ იმის დანახვაში, რომ ლოგიკურია ვაღიაროთ ღვთის არსებობა. იზრუნე ერთი-ორ მოკლე ინსცენირებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილე 1994 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 3—7 (რუს.).
სიმღერა №143 და ლოცვა
20 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №82
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეკითხვების ყუთი. მაუწყებლებს მოაყოლე სამქადაგებლო მსახურებაში ახლახან მომხდარი მოკლე შესაფერისი შემთხვევები.
15 წთ.: როგორ ვუპასუხოთ მათ, ვინც ცდილობს საუბრის შეწყვეტას. განხილვა მსმენელებთან ერთად და ინსცენირებები. წაიკითხე „შენიშვნები“ ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვერდები 7, 8. 8—12 გვერდებიდან ამოარჩიე ორი-სამი გამონათქვამი, რომლებითაც ვინმე საუბრის შეწყვეტას ცდილობს, ან სხვა გამონათქვამები, რომლებსაც ხშირად ხვდებით თქვენს ტერიტორიაზე. განიხილე რამდენიმე შემოთავაზებული პასუხი და გააანალიზე, რატომ შეიძლება ისინი ეფექტური იყოს ადგილობრივად. მოკლე ინსცენირება გაუკეთე რამდენიმე მათგანს. სთხოვე მსმენელებს მოყვნენ, რომელ პასუხებს იყენებენ კარგი შედეგებით.
20 წთ.: უნდა დავთანხმდე სამუშაოზე, რომელიც რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციასთან არის კავშირში? უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 1999 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 28—30. ზოგი დათანხმდა ასეთ სამუშაოზე და მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ რასაც აკეთებდნენ, არ შეესაბამებოდა ბიბლიურ პრინციპებს. განიხილე, რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ ისეთი ქვეყნიური სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ კავშირშია რომელიმე რელიგიასთან. ყველა წაახალისე, ისე მოიქცნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაკარგონ იეჰოვას მოწონება (2 კორ. 6:3, 4, 14—18).
სიმღერა №222 და ლოცვა
27 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №127
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. თუ ახალი წლისთვის თქვენი კრება შეიცვლის შეხვედრების დროს, გულთბილად წაახალისე ყველა, რომ ამან ხელი არ შეუშალოს შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებაში. ბიბლიის შემსწავლელებსა და სხვა დაინტერესებულებს შეატყობინეთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ და, თუ შესაძლებელია, ისეთი მოსაწვევების გამოყენება დაიწყეთ, რომლებზეც ახალი განრიგია მითითებული. ყველას შეახსენე დეკემბრის სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშების ჩაბარება.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: იანვარში გავავრცელოთ ჩვენი 192-გვერდიანი წიგნები. მოხსენება და ინსცენირებები. აჩვენე კრების მარაგში არსებული ორი-სამი 192-გვერდიანი წიგნი და წაახალისე მაუწყებლები, ამოირჩიონ რამდენიმე მათგანი სამქადაგებლო მსახურებისთვის (თუ არც ერთი ასეთი წიგნი არ არის მარაგში, განიხილე, რის შეთავაზება შეიძლება იანვარში). ახსენი, რატომ არის ეს პუბლიკაციები ეფექტური ბიბლიისადმი ინტერესის აღსაძვრელად. ყურადღება გაამახვილე თითოეული წიგნიდან საუბრისთვის გამოსადეგ აზრებზე და იმ ილუსტრაციებზე, რომლებიც შეიძლება საუკეთესოდ იქნეს გამოყენებული საუბრის დასაწყებად. ინსცენირება გაუკეთე ერთ-ორ შესავალს. იქ, სადაც ინტერესი ვლინდება, შესწავლის დასაწყებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბროშურა „რას მოითხოვს“.
სიმღერა №224 და ლოცვა
3 იანვრით დაწყებული კვირა
შენიშვნა: 3 იანვრით დაწყებული კვირის სამსახურებრივი შეხვედრა კრებებმა არ უნდა გადმოიტანონ სხვა საღამოს, თუ სარაიონო ზედამხედველის მონახულება არ არის დაგეგმილი.
სიმღერა №13
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
17 წთ.: იცოდე, რა პასუხი გასცე (კოლ. 4:6). მოხსენება და განხილვა მსმენელებთან ერთად. მასალა დაფუძნებულია „თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოზე“, თავი 18, აბზაცები 1, 2 და 8—14 (რუს.). „თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოში“ მოცემული პრინციპები დაგვეხმარება, წარმატებას მივაღწიოთ სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებისას. განიხილე, რატომ შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს შემოთავაზებული პასუხები. იხილე აგრეთვე 1991 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 25—29 (რუს.).
20 წთ.: «იეჰოვას მოწმეთა 2000 წლის საოლქო კონგრესი „ღვთის სიტყვის შემსრულებლები“ ». მდივანი კითხვა-პასუხებით განიხილავს დანართში მოცემულ სტატიას. ჯერ წაიკითხე 1999 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული კონგრესზე მოსაწვევი წერილი. გამოიყენე მითითებული მუხლები, რომ აჩვენო, თითოეული რატომ უნდა მივყვეთ მჭიდროდ საზოგადოების მითითებას. ხაზი გაუსვი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა წინასწარ განსაზღვროს გარკვეული დრო შვებულებისთვის, რომ დაესწროს კონგრესის ყველა დღეს, მათ შორის პარასკევსაც. შეაქე ძმები საზოგადოების მიერ გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით თანამშრომლობისთვის.
სიმღერა №113 და ლოცვა