საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 12/99 გვ. 8
  • რას ეტყვი ათეისტს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ეტყვი ათეისტს?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • მეამბოხე და ათეისტი ღვთის მსახური ხდება
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
  • ათეისტები „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ იწყებენ
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • დაამტკიცა მეცნიერებამ ღვთის არარსებობა?
    გამოიღვიძეთ! — 2010
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 12/99 გვ. 8

რას ეტყვი ათეისტს?

1 „ათეისტი ვარ“, — უთხრა პოლონელმა პროფესორმა მისიონერს აფრიკაში. მიუხედავად ამისა, დამ შეძლო ამ ქალთან საუბარი და მისცა მას წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“. როდესაც მისიონერმა განმეორებით მიაკითხა მომდევნო კვირას, პროფესორმა უთხრა: „აღარა ვარ ათეისტი!“. მას მთლიანად წაეკითხა წიგნი „შემოქმედება“ და ახლა ბიბლიის შესწავლა ითხოვა. რა უნდა გააკეთო, რომ წარმატებით უქადაგო მათ, ვინც გეუბნება, რომ ღმერთი არ სწამთ? უპირველესად, განვიხილოთ სხვადასხვა მიზეზი, რატომ ამბობს ხალხი ამას.

2 რა ფაქტორები უწყობს ხელს ურწმუნოებას. ყველა ათეისტი ბავშვობიდან არ აღზრდილა ასეთად. ბევრი მისდევდა რომელიმე რელიგიას და ერთ დროს სწამდა ღმერთი. მაგრამ ჯანმრთელობასთან თუ ოჯახთან დაკავშირებულმა სერიოზულმა პრობლემებმა ან გადატანილმა გარკვეულმა უსამართლობამ შეარყია მათი რწმენა. სხვების წარმოდგენაზე ღმერთთან დაკავშირებით უარყოფითად იმოქმედა უმაღლეს სასწავლებელში გავლილმა კურსებმა. ყურადღება მიაქციე იმ ათეისტების შემდეგ მაგალითებს, რომლებმაც, საბოლოოდ, მტკიცე რწმენა განავითარეს იეჰოვა ღმერთის მიმართ და მისი მოწმეები გახდნენ.

3 პარიზში ერთი ქალი ძვლის დამაუძლურებელი ავადმყოფობით დაიბადა. თუმცა კათოლიკედ იყო მონათლული, ის თავს ათეისტად აცხადებდა. როდესაც მან მონაზვნებს ჰკითხა, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთი უძლურებით დაბადებულიყო, მათი პასუხი ასეთი იყო: „იმიტომ რომ მას უყვარხარ“. ის არ დაეთანხმა ამ უაზრობას. განვიხილოთ აგრეთვე ფინეთში მცხოვრები ერთი ახალგაზრდის შემთხვევა, რომელსაც უკურნებელი კუნთოვანი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და რომელიც ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული. დედამისმა ის ორმოცდაათიანელთან წაიყვანა, რომელიც ვითომ ავადმყოფებს კურნავდა. მაგრამ არანაირი სასწაულებრივი განკურნება არ მომხდარა. შედეგად ამისა, ახალგაზრდამ ღვთისადმი ინტერესი დაკარგა და ათეისტი გახდა.

4 ჰონდურასში ერთი კაცი კათოლიკედ აღიზარდა, მაგრამ სოციალისტურ ფილოსოფიასა და ათეიზმს სწავლობდა. უნივერსიტეტში ნასწავლმა თეორიამ — რომ კაცობრიობა ევოლუციის ნაყოფი იყო — თანდათანობით ღვთისადმი რწმენა დააკარგვინა. მსგავსად ამისა, შეერთებულ შტატებში ერთი ქალი მეთოდისტად აღიზარდა. კოლეჯში ის ფსიქოლოგიის გაკვეთილებს ესწრებოდა. როგორ იმოქმედა ამან მის რწმენაზე? მან თქვა: „ერთ ზაფხულს ამ გაკვეთილებმა სრულიად დაანგრია რელიგიისადმი ჩემი რწმენა“.

5 შევაღწიოთ გულწრფელთა გულებში. ბევრი, ვინც ამბობს, რომ არ სწამთ ღმერთი, დაინტერესებულია, თუ როგორ შეიძლება ისეთი პრობლემების მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია ცუდ ჯანმრთელობასთან, ოჯახურ უთანხმოებასთან, უსამართლობასთან და სხვა. მათ გულწრფელად აინტერესებთ ისეთ კითხვებზე პასუხის პოვნა, როგორიც არის: „რატომ არსებობს ბოროტება? რატომ ემთხვევათ კარგ ადამიანებს ცუდი? და რა არის სიცოცხლის აზრი?“.

6 შვეიცარიაში მცხოვრები ერთი კაცი და მისი მეუღლე ათეისტებად აღიზარდნენ. როდესაც პირველად გაიგეს ჭეშმარიტების შესახებ, მათი პასუხი უარყოფითი იყო. მაგრამ მათ სერიოზული ოჯახური პრობლემები ჰქონდათ და გაყრაზე ფიქრობდნენ. როცა მოწმემ კვლავ მიაკითხა, ამ წყვილს ბიბლიიდან აჩვენა, როგორ გადაელახათ თავიანთი პრობლემები. ცოლ-ქმარი განცვიფრებული იყო საღვთო წერილში მოცემული სასარგებლო რჩევებით, ამიტომ დათანხმდნენ ბიბლიის შესწავლაზე. მათი ოჯახური კვანძები გაძლიერდა, მათ სულიერად წინ წაიწიეს და მოინათლნენ.

7 რა შეგიძლია უთხრა ათეისტს. როცა ვინმე გეუბნება, რომ ათეისტია, ეცადე გაიგო ამის მიზეზი. მიღებული განათლების გამო ამბობს ამას, პრობლემების გამო თუ საკუთარი თვალით ნანახი რელიგიური პირმოთნეობისა და ცრუ მოძღვრების გამო? შეგეძლო გეკითხა: „ყოველთვის ასე ფიქრობდით?“ ან „რატომ მიხვედით ამ დასკვნამდე?“. პასუხი დაგეხმარება განსაზღვრო, თუ რა უთხრა. სადაც ძლიერი არგუმენტების მოყვანა იქნება საჭირო, წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ საუკეთესო დახმარებას გაგიწევს.

8 ათეისტთან საუბრის გასაგრძელებლად შეგეძლო გეკითხა:

◼ «გიფიქრიათ ოდესმე: „თუ ღმერთი არსებობს, რატომ არის მსოფლიოში ამდენი ტანჯვა და უსამართლობა?“ [ადროვე გიპასუხოს.] ნება მიბოძეთ, ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი გაჩვენოთ». წაუკითხე იერემიას 10:23 და ჰკითხე, რას ფიქრობს ამ მუხლზე. შემდეგ ბროშურიდან „იქნება ოდესმე ქვეყნიერება ომის გარეშე?“ (რუს.) აჩვენე მე-16 და მე-17 გვერდები ან გამოიყენე მე-10 თავი წიგნიდან „შემოქმედი“. შესთავაზე პუბლიკაცია, რომ თავად წაიკითხოს ეს მასალა.

9 მართალია, ყველა ათეისტი არ გამოეხმაურება ჭეშმარიტებას. მაგრამ ბევრი მზად არის, მოისმინოს სხვა შეხედულება. გამოიყენე ლოგიკა, დარწმუნების უნარი და, უპირველესად, ღვთის სიტყვის ძალა, რომ დაეხმარო მათ ჭეშმარიტების დანახვაში (საქ. 28:23, 24; ებრ. 4:12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება