იყავი სიტყვის ბედნიერი შემსრულებელი
1 იესოს თქმით, მისი თანდასწრების დროს უმრავლესობა ‘არას დაგიდევდათ’, როგორც ეს ნოეს დღეებში იყო (მათ. 24:37—39, სსგ). ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ მრავალი არ მოისმენდა კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ. რა დაგვეხმარება, სიხარული შევინარჩუნოთ მსახურებაში? (ფსალმ. 99:2, კს).
2 პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ცნობა და სამქადაგებლო დავალება ღვთისგან მომდინარეობს. როცა, მსახურებისთვის გამოვლენილი ძალისხმევის მიუხედავად, ადამიანები არ გვეხმაურებიან, სინამდვილეში ამით ისინი იეჰოვას უარყოფენ. თუ გვემახსოვრება, რომ მსახურების ერთგულად შესრულებით იეჰოვას მოსაწონი ვხდებით, ეს დაგვეხმარება სიხარული და ბედნიერება შევინარჩუნოთ, როგორც ღვთის სიტყვის შემსრულებლებმა (იაკ. 1:25).
3 მეორე მხრივ, კვლავ არიან ცალკეული ადამიანები, რომლებსაც იეჰოვა გადაარჩენს. თუმცა უმეტესობა შეიძლება გულგრილია, ამ უკანასკნელი ჟამის დასასრულის დროსაც კი ჯერ კიდევ იკრიბებიან ცხვრისმაგვარი ადამიანები. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქადაგება და ‘რომელ ქალაქშიც და სოფელშიც არ უნდა შევიდეთ, გამოვიკითხოთ, ვინ არის ღირსეული’ (მათ. 10:11—13).
4 შეინარჩუნეთ დადებითი განწყობილება. ზოგიერთს ცრუ რელიგიის სამარცხვინო ისტორიამ რწმენა დაუკარგა. სხვები კი ამ წუთისოფლისგან „დაუძლურებულნი და დაფანტულნი“ არიან (მათ. 9:36). მრავალი შეიძლება გამუდმებით ფიქრობს სამუშაოზე, საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ამის შეგნება დაგვეხმარება ჩვენი საქმიანობის გაგრძელებაში. ეცადე, საუბარი წამოიწყო იმ საკითხებზე, რომლებიც დიდად აღელვებთ ადამიანებს ჩვენს ტერიტორიაზე. დაეხმარე მათ იმის დანახვაში, რომ ერთადერთი გამოსავალი ღვთის სამეფოა. გამოიყენე ბიბლიური მუხლები და კონკრეტული აზრები პუბლიკაციებიდან, რათა კეთილი ცნობა შეეხოს მათ გულებს (ებრ. 4:12).
5 ღვთის სიტყვის ბედნიერ შემსრულებლებს მუდამ ახსოვთ სიტყვები: „უფლის სიხარულია [ჩვენი] გაძლიერება“ (ნეემ. 8:10). არ უნდა დავკარგოთ სიხარული. „თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ“ (მათ. 10:13). თუ მოთმინებით განვაგრძობთ წმინდა მსახურებას, იეჰოვა განაახლებს ჩვენს სიხარულსა და ძალებს და აკურთხებს ჩვენს ერთგულებას.