საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 2/01 გვ. 8
  • იეჰოვა გვაძლევს ძალას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვა გვაძლევს ძალას
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვა აძლიერებს დაღლილ-დაქანცულს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • „ეძიეთ იეჰოვა და ძლიერება მისი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • იეჰოვა გაგაძლიერებთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • იეჰოვა აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-11
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 2/01 გვ. 8

იეჰოვა გვაძლევს ძალას

1 რა წარმოდგენა გაქვს პავლე მოციქულზე? „მოციქულთა საქმეების“ კითხვისას, ჩვენ ვიგებთ, როგორი გამრჯე იყო ის იეჰოვასთვის მსახურებაში. როგორ შეძლო პავლემ ყველა იმ საქმის შესრულება? მან განაცხადა: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“ (ფილ. 4:13). ჩვენც შეგვიძლია ვისარგებლოთ იეჰოვას მიერ ბოძებული ძალით. როგორ? თუ ვისარგებლებთ იმ ექვსი საშუალებით, რომლებითაც მან ჩვენი სულიერი გამოცოცხლებისა და გაძლიერებისთვის უზრუნველგვყო.

2 ღვთის სიტყვა. როგორც საკვები უნდა მივიღოთ ფიზიკური ძალების შესანარჩუნებლად, ასევე უნდა ვიკვებოთ ღვთის სიტყვიდან, რათა სულიერად ცოცხლები დავრჩეთ (მათ. 4:4). ბიბლია განმამტკიცებელ ძალებს გვაძლევს. ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით გულმოდგინებისა და ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად გვესაჭიროება, შეძლებისდაგვარად, ყოველდღიურად შინაარსიანი პირადი შესწავლა და ფიქრი (ფსალმ. 1:2, 3).

3 ლოცვა. მნიშვნელოვანია დავუახლოვდეთ იეჰოვას, მეტადრე მაშინ, როცა რთული მომენტები დადგება. თავისი სულის მეშვეობით ის ძალებს აძლევს მათ, ვინც ამას ლოცვით სთხოვს (ლუკ. 11:13; ეფეს. 3:16). საღვთო წერილი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ „ლოცვაში მდგრადნი“ (რომ. 12:12). იქცევი თუ არა ასე?

4 კრება. ჩვენ ძალასა და გამხნევებას აგრეთვე კრების შეხვედრებიდან და და-ძმებთან თბილი ურთიერთობით ვიღებთ (ებრ. 10:24, 25). როცა რთულ სიტუაციაში ვართ, ისინი მხარში გვიდგანან და სიყვარულით გვეხმარებიან (იგავ. 17:17; ეკლ. 4:10).

5 სამქადაგებლო მსახურება. მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა გვეხმარება, რომ მთელი ყურადღება სამეფოსა და მის კურთხევებზე გადავიტანოთ. ამღლებული განწყობილება გვეუფლება, როდესაც სხვებს იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებაში ვეხმარებით (საქ. 20:35). ყველა ჩვენგანს არ შეუძლია გადავიდეს და იმსახუროს იქ, სადაც მეტი საჭიროებაა ან მონაწილეობა მიიღოს სრული დროით მსახურებაში, მაგრამ შეგვიძლია სხვა მხრივ შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი მსახურებაში (ებრ. 6:10—12).

6 ქრისტიანი ზედამხედველები. ჩვენ დახმარებასა და გამხნევებას ვიღებთ უხუცესებისგან. იეჰოვამ დანიშნა ისინი, რომ მწყემსონ მისი სამწყსო, რომელიც მათ აქვთ მინდობილი (1 პეტ. 5:2). პავლეს მსგავსად, მიმომსვლელი ზედამხედველები აღაშენებენ კრებებს, რომლებსაც ემსახურებიან (რომ. 1:11, 12).

7 ერთგულ მსახურთა მაგალითები. გამამხნევებელია, როგორც თანამედროვე, ისე ძველი დროის ერთგულ თანამსახურთა მაგალითებზე დაფიქრება (ებრ. 12:1). როცა ძალები გესაჭიროება, რატომ არ უნდა წაგეკითხა ჩვენს ჟურნალებში მოცემული გამამხნევებელი ბიოგრაფიები ან აღმშენებლობითი შემთხვევები „წელიწდეულიდან“?

8 ერთმა ძმამ, რომელიც 90 წელს არის გადაცილებული, ჭეშმარიტება ახალგაზრდობაში მიიღო. ჯერ კიდევ მოზარდობისას მისი რწმენა გამოიცადა. თავდაპირველად, ზოგიერთმა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ კრებასთან, დატოვა იეჰოვას ორგანიზაცია. შემდგომი სირთულე მისთვის კარდაკარ მსახურება იყო, რომელშიც მონაწილეობის მიღება უჭირდა. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის იეჰოვაზე იყო მინდობილი. ცოტა ხანში მსახურებას მისთვის სიხარული მოჰქონდა. დღეს რა მდგომარეობაშია? სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, კვლავაც ბრუკლინის ბეთელის ოჯახის წევრია, სადაც ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობს. ის არ ნანობს, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში დარჩა.

9 და, რომელიც ბრიტანეთის ბეთელის ოჯახის წევრია, 13 წლის მოინათლა. მომდევნო წელს მან თავის ძმასთან ერთად პიონერული მსახურება დაიწყო; ერთი წლის შემდეგ კი მამამისი ნეიტრალიტეტის შენარჩუნების გამო დააპატიმრეს მეორე მსოფლიო ომის დროს. ძალას ის იეჰოვასთან ეძებდა და მან განაგრძო ჭეშმარიტი ღვთისათვის მსახურება. გარკვეული დროის შემდეგ ერთგულ ძმაზე დაქორწინდა და მათ ერთად განაგრძეს იეჰოვას ნების შესრულება. დაქორწინებიდან 35 წლის შემდეგ მისი მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა. მან კვლავ იეჰოვასგან მიიღო ძალები და დღემდე განაგრძობს მსახურებას იმ იმედით, რომ მარადიულად იმსახუროს იეჰოვას მიწიერ ოჯახში.

10 იეჰოვა ეხმარება და აძლიერებს თავის ერთგულ მსახურებს. „ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს“. შეგვიძლია ძალები მივიღოთ ამ უშრეტი წყაროდან, თუ ვისარგებლებთ ზემოთ მოხსენიებული ექვსივე საშუალებით. გახსოვდეს: „უფლის მოსავნი. . . განიახლებენ ძალას. . . გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან“ (ეს. 40:29—31). პავლე მთლიანად მინდობილი იყო იეჰოვასგან მიღებულ ძალაზე და ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება