საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 2/01 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • მსგავსი მასალა
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • სასიხარულო ცნობის მქადაგებლები
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 2/01 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ როგორ უნდა შევიტანოთ ანგარიშებში ბიბლიის ოჯახური შესწავლა ან იმ მოუნათლავ არასრულწლოვან ბავშვებთან შესწავლა, რომლებსაც ქრისტიანი მშობლები ჰყავთ?

შვილებისთვის იეჰოვას გზების სწავლება ქრისტიანი მშობლების მხრიდან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს (რჯლ. 6:6, 7; ეფეს. 6:4). მიუხედვად იმისა, სრულად შედის თუ არ ეს დრო ანგარიშებში, ამან არ უნდა იმოქმედოს მშობლის პასუხისმგებლობისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე.

კრების სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშმა, პირველ რიგში, უნდა ცხადყოს სამქადაგებლო საქმიანობაში კეთილი ცნობის საჯაროდ გაცხადების მიღწევები და ბიბლიის შესწავლების რაოდენობა იმ ადამიანებთან, რომლებიც მიძღვნილნი და მონათლულნი არ არიან (მათ. 24:14; 28:19, 20). მიუხედავად ამისა, თუ ქრისტიანი მშობელი რეგულარულად ატარებს ბიბლიის ოჯახურ შესწავლას, რომელშიც მისი მოუნათლავი არასრულწლოვანი ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას, მას შეუძლია ყოველკვირეულად ანგარიშებში შეიტანოს მხოლოდ ერთი საათი და ერთი განმეორებითი მონახულება შესწავლის ჩატარების შემდეგ, და თვეში ბიბლიის ერთი საშინაო შესწავლა. ეს ასე უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაშიც, თუ შესწავლა ერთ საათზე მეტხანს გრძელდება ან კვირაში რამდენჯერმე ტარდება. დამატებითი შესწავლის ან ბავშვების პირადად დამოძღვრის დრო არ უნდა იქნეს შეტანილი სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშში. ეს დრო იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მშობლის გულითადი სურვილია, თავისი შვილები ღვთის ერთგულებად აღზარდოს (იგავ. 22:6).

რა უნდა გაკეთდეს მაშინ, თუ გარკვეული მიზეზების გამო მშობლებს შვილების გულში ჭეშმარიტების ჩანერგვაში დახმარება ესაჭიროებათ? მათ შეუძლიათ დახმარება სხვებს სთხოვონ. თუ რომელიმე მაუწყებელს სთხოვეს მსგავსი დახმარება, კარგი იქნებოდა ამ საკითხის განხილვა თავჯდომარე ან სამსახურებრივ ზედამხედველთან. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ჭეშმარიტებაში ახლები არიან ან ბავშვებთან დაკავშირებით სხვაგვარ დახმარებას საჭიროებენ, გონივრული იქნებოდა, რომელიმე მაუწყებელს ჩაეტარებინა ბიბლიის შესწავლა მათ შვილებთან. ამ შემთხვევაში, თუ ბავშვები მონათლული არ არიან, შესწავლის ჩამტარებელს შეუძლია ჩაიწეროს დრო, განმეორებითი მონახულება და შესწავლა (იხილე 1999 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ შეკითხვების ყუთი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება