აპრილი — ‘შრომისა და ღვაწლის’ დრო
1 გახსენების საღამოს წინა და მომდევნო კვირები იეჰოვას ხალხისთვის დაფიქრების დროა. ეს არის დრო, რომ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შესრულდა ქრისტეს სიკვდილით და ღვთისგან ბოძებულ იმედზე, რომელიც იესოს დაღვრილი სისხლით გახდა შესაძლებელი. როდესაც გასული წლის 19 აპრილზე ფიქრობ, რა გაგონდება? გახსოვს მათი სახეები, ვინც გაზაფხულის იმ საღამოს ნახე, გახსენების საღამოს მდიდარი სულიერი ატმოსფერო, სერიოზული ბიბლიური მსჯელობა და გულწრფელი ლოცვები? შესაძლოა გადაწყვიტე, რომ უფრო მეტად გამოგეხატა შენი მადლიერება იეჰოვასა და იესოს მიმართ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ შენდამი გამოავლინეს. ამჟამად რა გავლენას ახდენს ასეთი ფიქრი შენზე?
2 ნათელია, რომ იეჰოვას ხალხი თავის მადლიერებას მხოლოდ სიტყვებით არ ავლენს (კოლ. 3:15, 17). განსაკუთრებით, გასულ აპრილს, იეჰოვასადმი ჩვენი მადლიერების გამოხატვას იმის გამო, რაც მან ჩვენი გადარჩენისთვის გააკეთა, ქრისტიანული მსახურების გაფართოებით ვცდილობდით. ათასობით მსახურობდა დამხმარე პიონერად და ადრინდელ უმაღლეს რიცხვს ბელარუსში 77 პროცენტით გადააჭარბა, რუსეთში — 38-ით, საქართველოში — 46-ით, სომხეთში — 29-ით და ყაზახეთში — 34-ით. მათი და სამეფოს სხვა დანარჩენი მაუწყებლების მცდელობით საათების, გავრცელებული ჟურნალებისა და განმეორებითი მონახულებების რაოდენობამ ახალ უმაღლეს რიცხვს მიაღწია. ჩვენი სიხარული, ბიბლიის ათასობით ახალი შესწავლის დაწყებამ და გახსენების საღამოზე დამსწრეთა ახალმა უმაღლესმა რიცხვმა გააორკეცა!
3 ნამდვილად, ჩვენი იმედის რეალურობა მოქმედებისკენ აღგვძრავს. ეს ზუსტად იმის მსგავსია, რაც მოციქულმა პავლემ დაწერა: „იმისათვის ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით, რომ მინდობილი ვართ ცოცხალ ღმერთზე, რომელიც მაცხოვარია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა“ (1 ტიმ. 4:10).
4 ამ გახსენების საღამოს პერიოდისთვის როგორ გამოავლენ რწმენას იმისათვის, რაც იეჰოვამ ჩვენი სიცოცხლისთვის გაითვალისწინა? გასულ აპრილს სამეფოს მაუწყებელთა რაოდენობამ უმაღლეს რიცხვს მიაღწია ბელარუსში, რუსეთში, საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში. შეგვიძლია ამ აპრილში ამ უმაღლესი რიცხვის გაზრდა? ეს შესაძლებელია. მაგრამ ყველა მოუნათლავმა თუ მონათლულმა მაუწყებელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მსახურებაში. მრავალს, ვინც ახალია, შეუძლია მონაწილეობის მისაღებად თავი მოთხოვნებს შეუსაბამოს. ამგვარად, როდესაც გეგმავ, რომ აპრილის თვეში მთელი ძალით იღვაწო, დაფიქრდი იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც შეგიძლია წაახალისო სხვები, მათ შორის ახლები და გამოუცდელები, რომ შენთან ერთად იმსახურონ.
5 დაეხმარე სხვებს მსახურების განახლებაში. თუ იცი ვინმე, რომელსაც ერთი ან ორი თვის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სამქადაგებლო მსახურებაში, იქნებ გაგემხნევებინა და მიგეწვია სამქადაგებლო მსახურებაში. თუ კრებაში ვინმე არააქტიური გახდა, უხუცესები განსაკუთრებით ეცდებიან, მოინახულონ ისინი და გაამხნეონ, რომ აპრილიდან კვლავ დაიწყონ მსახურება.
6 ყოველმა ჩვენგანმა გამუდმებით უნდა ვთხოვოთ იეჰოვას სულიწმიდა, რომ გაგვაძლიეროს მსახურებაში (ლუკ. 11:13). რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივიღოთ სულიწმიდა? ვიკითხოთ ღვთის ინსპირირებული სიტყვა (2 ტიმ. 3:16, 17). აგრეთვე ყოველკვირეულ ხუთივე შეხვედრაზე დასწრებისას უნდა მოვუსმინოთ, „რას ეუბნება სული ეკლესიებს [კრებებს, აქ]“ (გამოცხ. 3:6). ახლა არის იმის შესაფერისი დრო, რომ დავეხმაროთ არარეგულარულებს და არააქტიურებს შესწავლის ჩვევების გაუმჯობესებასა და შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებაში (ფსალმ. 49:23). ამის გაკეთება შეგვიძლია მაშინ, როცა თვალყურს ვადევნებთ საკუთარ სულიერ კეთილდღეობას. მაგრამ კიდევ სხვა რამეც მოითხოვება.
7 მოციქული პეტრე განმარტავდა, რომ ღმერთი თავის სულიწმიდას ‘თავის მორჩილთ’ აძლევს (საქ. 5:32). ასეთ მორჩილებაში ისიც შედის, რომ ყურადღება მივაქციოთ მითითებას: „ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ“ (საქ. 1:8; 10:42). ამგვარად, თუმცა მართალია, ღვთის სული გვესაჭიროება ქადაგებისთვის ძალების მისაღებად, მაგრამ ისიც მართალია, რომ, როცა იეჰოვასთვის სიამოვნების მინიჭების ჩვენს სურვილს საქმეებით ვამტკიცებთ, ის უფრო მეტად გვეხმარება. ყოველთვის გვახსოვდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მზადყოფნით მორჩილებისთვის ამ საწყისი ნაბიჯების გადადგმა!
8 დაეხმარე ახალგაზრდებს. მშობლებო, შეგიმჩნევიათ თუ არა თქვენს შვილებში სხვებთან ჭეშმარიტების შესახებ საუბრის სურვილი? ყოფილან ისინი თქვენთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში? აქვთ სამაგალითო ყოფაქცევა? თუ დიახ, მაშ, რატომ უნდა დააყოვნოთ? მიდით კრების კომიტეტის რომელიმე წევრთან და დაადგინეთ, არის თუ არა თქვენი შვილი მზად, რომ აპრილის თვიდან მაუწყებლად იმსახუროს (იხილე წიგნი „ჩვენი მსახურება“, გვ. 100 [რუს.]). გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილებს შეუძლიათ გახსენების საღამოს ამ პერიოდში შეუერთონ თავიანთი ხმები იეჰოვას განდიდების მძლავრ ხმებს (მათ. 21:15, 16).
9 ჯორჯიაში (აშშ) მცხოვრები ქრისტიანი დედა ყოველთვის ამხნევებდა თავის ქალიშვილს, რომ სხვებთან იეჰოვას შესახებ ესაუბრა. გასულ წელს, როდესაც გოგონა დედასთან ერთად მსახურობდა, ბროშურა „რას მოითხოვს“ მისცა მამაკაცს და მოკლედ აუხსნა მისი შინაარსი. მამაკაცი დაინტერესდა: „რამდენი წლის ხარ?“. მან უპასუხა: „შვიდის“. მამაკაცი გაოცებული დარჩა მისი შინაარსიანი შეთავაზებით. ამ მამაკაცს ახალგაზრდობაში გარკვეული შეხება ჰქონდა ჭეშმარიტებასთან, მაგრამ ამას სერიოზულად არ ეკიდებოდა, რომ ცხოვრების წესად გაეხადა. მალე ამ მამაკაცთან, მის ცოლთან და ქალიშვილთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
10 მრავალი ახალგაზრდა უკვე მაუწყებელია და ჩვენ გვსიამოვნებს მსახურებაში მათთან თანამშრომლობა. ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ წაახალისონ და გაამხნეონ თავიანთი თანატოლები. მაგრამ აპრილი აგრეთვე შესაფერისი დროა ოჯახებისთვის, რომ წმინდა მსახურებაში ერთად მონაწილეობით განამტკიცონ თავიანთი კავშირი და აღშენდნენ სულიერად. ოჯახის მეთაურებმა ამ საკითხში ხელმძღვანელობა თავის თავზე უნდა აიღონ (იგავ. 24:27).
11 დავეხმაროთ ახლებს. რა შეიძლება ითქვას ახლების შესახებ, რომლებთანაც ბიბლიის შესწავლას ატარებთ? შეუძლიათ მათ თავიანთი წვლილის შეტანა აპრილში? შეიძლება მათ სურვილი გამოთქვეს, რომ სხვებს გაუზიარონ ნასწავლი, როდესაც წიგნ „შემეცნებიდან“ განიხილეთ მე-2 თავის 22-ე აბზაცი ან მე-11 თავის მე-14 აბზაცი. თუ უკვე მალე ამთავრებთ წიგნს, მოემზადე, რომ ეს საკითხი ნათლად განიხილო, როდესაც გაივლით მე-18 თავს, მე-8 აბზაცს, სადაც ნათქვამია: „შენ, ალბათ, გულითადად გსურს, მოუყვე შენს ნათესავებს, მეგობრებსა და სხვებს იმის შესახებ, რასაც სწავლობ. სინამდვილეში, შესაძლოა, უკვე გააკეთე ეს, ისევე როგორც იესო ამცნობდა სხვებს კეთილ ცნობას —არაფორმალურად (ლუკა 10:38, 39; იოანე 4:6—15). შესაძლოა, ახლა უფრო მეტის გაკეთება გსურს“. მართლდება ეს სიტყვები მათ შემთხვევაში, ვისაც ბიბლიას ასწავლი?
12 სჯერა შემსწავლელს ღვთის სიტყვის? იყენებს ბიბლიურ პრინციპებს? შეუსაბამა თუ არა თავისი ცხოვრება ღვთიურ ნორმებს? ესწრება კრების შეხვედრებს? სურს ემსახუროს იეჰოვა ღმერთს? თუ ეს ასეა, რატომაც არ უნდა წაგეხალისებინა, მისულიყო უხუცესებთან, რათა მათ გადაწყვიტონ, არის თუ არა ის მზად, რომ გახდეს მოუნათლავი მაუწყებელი და აპრილში შენთან ერთად იმსახუროს? (იხილე „ჩვენი მსახურება“, გვერდები 98—99 [რუს.]). ამგვარად, ის თავისი გამოცდილებით დაინახავს, თუ როგორ დაუჭერს მხარს იეჰოვას ორგანიზაცია იეჰოვასთვის მსახურების მის მცდელობებს.
13 ზოგი შემსწავლელი სხვებთან შედარებით სწრაფ პროგრესს ახდენს. ამგვარად, 2000 წლის ივნისის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-8 გვერდზე, მე-5, მე-6 აბზაცებში მოცემული მითითებების თანახმად, მრავალმა ჩაატარა მეორე წიგნით შესწავლა მათთან, ვინც თავდაპირველად ინტერესი გამოავლინა, მაგრამ დამატებითი დახმარება ესაჭიროებოდათ, რომ აქტიური წევრები გამხდარიყვნენ. იმედს არასდროს ვკარგავთ, რომ ეს გულწრფელი ადამიანები „მცირედ თუ ბევრად [მცირე ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აქ]“ ქრისტეს ნამდვილი მოწაფეები გახდებიან (საქ. 26:29). მაგრამ, თუ დროს, რომელიც ასეთ ადამიანთან შესწავლას მოანდომე, შეიძლება „ხანგრძლივი“ ვუწოდოთ, იქნება თუ არა გახსენების საღამოს პერიოდი შემსწავლელისთვის კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ღრმა მადლიერების გრძნობის გამოვლენა ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი?
14 როგორ დავეხმაროთ მათ მონაწილეობის მიღებაში. იმის განხილვით, თუ როგორ ამზადებდა იესო სხვებს, ვსწავლობთ, როგორ დავეხმაროთ მსახურების დაწყებაში მათ, რომლებიც შეესაბამებიან მოთხოვნებს. ის, უბრალოდ, ხალხს კი არ ეძებდა და თავის მოციქულებს ეუბნებოდა, რომ ესაუბრათ მათთან. პირველ რიგში, მან ხაზი გაუსვა სამქადაგებლო საქმიანობის აუცილებლობას, წაახალისა, რომ ელოცათ და სამი რამით უზრუნველყო ისინი: თანამშრომლით, ტერიტორიითა და ცნობით (მათ. 9:35—38; 10:5—7; მარ. 6:7; ლუკ. 9:2, 6). შენც იგივეს გაკეთება შეგიძლია. შვილების დახმარება გინდა, შემსწავლელისა თუ სხვა ისეთი ვინმესი, ვინც გარკვეული დროის მანძილზე ანგარიშებს არ აბარებს, სათანადო იქნებოდა, გეცადა შემდეგი მიზნების დასახვა:
15 ხაზი გაუსვი აუცილებლობას. პიროვნებას დაანახვე სამქადაგებლო საქმიანობის აუცილებლობა. დადებითად ისაუბრე ამ საკითხზე. მოუყევი ის შემთხვევები, რომლებიდანაც ჩანს, რა მიღწევები აქვს კრებას მსახურებაში. გამოავლინე ის განწყობილება, რომელიც იესოს ჰქონდა, როგორც ეს მოცემულია მათეს 9:36—38-ში. გაამხნევე მომავალი ან არააქტიური მაუწყებელი, ილოცოს იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს მსახურებაში, და იმისთვისაც ილოცოს, რომ ეს საქმე წარმატებული იყოს მთელ მსოფლიოში.
16 დაეხმარე ქადაგების მრავალ შესაძლებლობაზე დაფიქრებაში. მოიხსენიე, რომ შესაძლებელია წიგნის შესწავლის ჯგუფთან ერთად კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობა. ესაუბრე ნათესავებთან და ნაცნობებთან ან შესვენებების დროს თანამშრომლებთან და თანაკლასელებთან საუბრის შესაძლებლობის შესახებ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ხშირად შესაძლებელია საუბრის წამოწყება, უბრალოდ, იმით, თუ გამოესაუბრება თანამგზავრს. თუ საკუთარ თავზე ვიღებთ ინიციატივას, ხშირად ეს კარგად ქადაგების საშუალებას იძლევა. ნამდვილად, არსებობს მრავალი შესაძლებლობა, რომ „დღითიდღე“ სხვებს გავუზიაროთ ჩვენი იმედი (ფსალმ. 95:2, 3).
17 თუმცა შესაძლებელია, რომ შენთვის და ახალი მაუწყებლისთვის უმჯობესი იყოს, შეძლებისდაგვარად, მალე იმსახუროთ კარდაკარ. თუ მიზნად გაქვს დასახული აპრილის თვეში მსახურების გაფართოება, ჰკითხე უბნებზე პასუხისმგებელ ძმას, არის თუ არა შენთვის მოსახერხებელი უბანი. თუ არის, ეს მისი დამუშავების შესაძლებლობას მოგცემს. მაგალითად, თუ დაასრულე მსახურება, შეხვედრებზე ან სხვაგან მიდიხარ, შეიძლება შეამჩნიო, რომ იმ ბინაში, სადაც ადრე არავინ გხვდებოდა ან ინტერესი იქნა გამოვლენილი, ვიღაცაა. თუ მართებულია, ცოტა ხნით გამოესაუბრე მაშინ, როცა ეს ყველაზე ეფექტური იქნება. ეს, თავის მხრივ, მიზნის განხორციელებას შეუწყობს ხელს და სიხარულს მოგანიჭებს მსახურებაში.
18 მოამზადე მიმზიდველი ცნობა. ერთია, ვინმეს უნდოდეს სამეფოს შესახებ ცნობის გაზიარება, მაგრამ მეორე საკითხია, იგრძნოს დაჯერებულობა იმაში, თუ როგორ გადასცემს ამ ცნობას. დაჯერებულობა განსაკუთრებით მისთვის არის საჭირო, ვინც ახალია ან დიდი ხანია არ მიუღია მონაწილეობა მსახურებაში. კარგი იქნება ქადაგებისთვის მომზადებაში ახლებისა და არააქტიურების დახმარება. სამსახურებრივი და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე შეიძლება დამხმარე იდეები მოგვაწოდონ, მაგრამ პირად მომზადებას არაფერი შეედრება.
19 როგორ შეგიძლია დაეხმარო ახლებს ქადაგებისთვის მომზადებაში? შეგიძლია დაიწყო ჟურნალის შეთავაზებით, რომელიც მარტივი და მოკლე იქნება! სთხოვე, იფიქრონ იმ ახალ ამბებზე, რომლებიც მობინადრეებს დააინტერესებთ და შემდეგ ამასთან დაკავშირებით მიმდინარე ჟურნალებში შესაბამისი აზრები მოძებნეთ. გაივარჯიშეთ შეთავაზება და, შეძლებისდაგვარად, მალე გამოიყენეთ მსახურებაში.
20 ხელი შევუწყოთ მომავალ ზრდას. გასულ წელს მსოფლიოში გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი 14,8 მილიონზე მეტი იყო. მაუწყებელთა რიცხვი კი ექვს მილიონზე ცოტა მეტი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 8,8 მილიონი ადამიანი იმდენად დაინტერესდა, რომ ამ სპეციალურ პროგრამას დაესწრო, სადაც ბიბლიის ერთერთი მთავარი სწავლება იყო გარჩეული. ისინი ზოგიერთ ჩვენგანს პირადად ცნობენ, რამაც, შესაძლოა, დადებითად იმოქმედა მათზე. მრავალ მათგანს კარგი წარმოდგენა აქვს ჩვენზე, შესაწირავებს იღებენ ჩვენი მსოფლიო საქმიანობისათვის და სხვების წინაშე ჩვენ დაცვას ცდილობენ. ეს დიდი ჯგუფი მომავალი ზრდის პოტენციალს წარმოადგენს. რის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ მომავალ წინსვლაში?
21 ახლების უმეტესობა იმის გამო ესწრება გახსენების საღამოს, რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა პირადად მოიწვია ისინი. ჩვეულებრივ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი, სულ მცირე, ერთ ადამიანს მაინც იცნობენ აუდიტორიაში. თუ ვინმე ჩვენი მოწვევით მოვიდა, პასუხისმგებლობა გვაკისრია, თავი სასიამოვნოდ ვაგრძნობინოთ და დავეხმაროთ პროგრამიდან სრული სარგებლობის მიღებაში. რადგან დარბაზი ხალხით იქნება სავსე, დაეხმარე მას ადგილის მოძებნაში. ათხოვე შენი ბიბლია და ჩაახედე სიმღერათა კრებულში. უპასუხე მის ნებისმიერ შეკითხვას. შენ მიერ გამოვლენილი ყურადღება შეიძლება მისი ინტერესის განვითარებისთვის მთავარი ფაქტორი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა მაშინაც აკისრია თითოეულ ჩვენგანს, თუ უცნობს ვხედავთ; თბილად მიესალმე და გამოესაუბრე გასაცნობად.
22 გახსენების საღამოზე დასწრებამ შეიძლება ნამდვილად იმოქმედოს პიროვნების აზროვნებაზე. ის ფაქტი, რომ ის შეხვედრაზე დასასწრებად მოვიდა, შეიძლება იმაზე მიუთითებს, რომ მან ვერსად იპოვა, რასაც ეძებდა, და შეგვიძლია შევთავაზოთ ის, რის უკეთესად გაგებაც ესაჭიროება. იმის გაგება, თუ რას წარმოადგენს სასწაულებრივი გამომსყიდველური მსხვერპლი, შეიძლება დიდი აღმოჩენა იყოს ადამიანისთვის, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს იეჰოვას უსაზღვრო სიყვარულზე. მან შეიძლება დაინახა, რომ ჩვენ განვსხვავდებით — ვართ გულითადები, მეგობრულები, მოსიყვარულენი და თავაზიანები. ჩვენი დარბაზი არ ჰგავს ეკლესიებს, რომლებშიც ის გამოსახულებებსა და უაზრო რიტუალებს ხედავდა. ახლები, რა თქმა უნდა, შეამჩნევენ, რომ აუდიტორია ყველა სოციალური ფენის ადამიანებისგან შედგება და არ ხდება ფულის შეკრება. ამის დანახვა შეიძლება ძლიერი სტიმული აღმოჩნდეს მათთვის იმისათვის, რომ კვლავ გვეწვიონ.
23 გახსენების საღამოს შემდეგ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ყოველ ახალ დამსწრეს შემდგომი დახმარება აღმოუჩინონ. თუ შენ მოიწვიე ახლები, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაკისრია. მათ წასვლამდე დააზუსტე, რომ იციან სამეფო დარბაზში სხვა შეხვედრების შესახებ. მოიხსენიე მომავალი საჯარო მოხსენების სათაური. უთხარი მათ საცხოვრებელთან არსებული უახლოესი კრების წიგნის შესწავლის მისამართი და შეხვედრის დრო. მოგვიანებით, მიეცი წიგნი „შემოქმედი“ და უთხარი, რომ 30 აპრილით დაწყებულ კვირას განიხილება „რას ვიგებთ შემოქმედზე წიგნიდან?“. აუხსენი, რატომ აპირებს მთელი კრება საოლქო კონგრესზე დასწრებას, რომელიც ახლო მომავალშია დაგეგმილი.
24 დაგეგმე, რომ სახლში ესტუმრები მათ. დარწმუნდი, რომ აქვთ ბროშურის „რას მოითხოვს“ და წიგნ „შემეცნების“ პირადი ეგზემპლარები, რომლებიც მათ ბიბლიის ძირითადი სწავლებების გაცნობაში დაეხმარება. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა, თუ მათ ჯერ კიდევ არა აქვთ დაწყებული. შესთავაზე, რომ წაიკითხონ ბროშურა „იეჰოვას მოწმეები“, რომელიც ნათელ წარმოდგენას შეუქმნის ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირების შესახებ. შესთავაზე, ნახონ საზოგადოების ვიდეოფილმები. გააცანი კრების სხვა წევრები. მომდევნო თვეებში, კონტაქტი არ გაწყვიტო ახლებთან. მოიწვიე შეხვედრებზე სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს და სარაიონო კონგრესზე ან სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე. მიეცი ყველა შესაძლებლობა იმის დასანახვებლად, რომ ‘საუკუნო სიცოცხლისთვის სწორად არიან განწყობილნი’! (საქ. 13:48, აქ).
25 რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს. უხუცესებზე ბევრად არის დამოკიდებული აპრილის თვეში გაძლიერებული მსახურების წარმატება. თუ წიგნის შესწავლის ხელმძღვანელი ხარ, შეადგინე იმის სია, თუ რით შეგიძლია დაეხმარო ყველას შენს წიგნის შესწავლის ჯგუფში, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ სპეციალურ მსახურებაში. არიან შენს ჯგუფში ახალგაზრდა, ახალი, არარეგულარული ან არააქტიური მაუწყებლები? შეამოწმე, აიღეს თუ არა მათ დასახმარებლად ინიციატივა მშობლებმა, პიონერებმა ან სხვა მაუწყებლებმა. იქ სადაც შეგიძლია, აღმოუჩინე პირადი დახმარება. დამ, რომელიც ორი წლის მანძილზე არარეგულარულად მონაწილეობდა სამქადაგებლო საქმიანობაში, გასული აპრილის თვეში 50 საათზე მეტი გაატარა მსახურებაში. რამ გამოიწვია ეს ცვლილება? მან აღნიშნა, რომ მისთვის უხუცესების სამწყემსო მონახულებები იყო გამამხნევებელი.
26 უხუცესებმა და სამსახურებრივმა თანაშემწეებმა უნდა ითანამშრომლონ, რათა დარწმუნდნენ, რომ მომავალი თვისთვის საკმარისი უბნები, ჟურნალები და სხვა ლიტერატურა აქვთ. შესაძლებელია დამატებითი სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების დაგეგმვა? თუ დიახ, სხვებსაც აცნობეთ ამის შესახებ. უპირველეს ყოვლისა კი თქვენს საჯარო და პირად ლოცვებში სთხოვეთ იეჰოვას, რომ გაკურთხოთ მზარდი სამეფო საქმიანობის თვეში (რომ. 15:30, 31; 2 თეს. 3:1).
27 გასულ აპრილს ჩრდილოეთ კაროლინაში არსებულ კრებაში უხუცესებმა გულითადად გაამხნევეს კრება, რომ გაფართოებულიყო სამქადაგებლო საქმიანობა. ყოველკვირეულად შეხვედრებზე ისინი მაუწყებლებს მოუწოდებდნენ, ლოცვით აეწონ-დაეწონათ, შეძლებდნენ თუ არა დამხმარე პიონერებად მსახურებას. პასუხისმგებელი ძმები შესაძლებლობას არ უშვებდნენ ხელიდან, რათა დიდი ენთუზიაზმით ესაუბრათ იმის შესახებ, რომ აპრილის თვეში საუკეთესოდ ემსახურათ. შედეგად, მაუწყებელთა 58 პროცენტი, მათ შორის ყველა უხუცესი და სამსახურებრივი თანაშემწე, დამხმარე პიონერად მსახურობდა იმ თვეში!
28 სიხარული, რომელიც მსახურებაში სრულ მონაწილეობას მოაქვს. რა კურთხევები მოაქვს იმას, რომ ‘ვშრომობთ და ვიღწვით’ მსახურებაში? (1 ტიმ. 4:10). გასულ აპრილს თავიანთი კრების გულმოდგინე მსახურების შესახებ, ზემოთ მოხსენიებულმა უხუცესებმა დაწერეს: „და-ძმები ხშირად საუბრობენ ერთმანეთისადმი იმ მეტი სიყვარულისა და სიახლოვის შესახებ, რომელიც მათ იგრძნეს სამქადაგებლო მსახურებაში აქტიური მონაწილეობით“.
29 ახალგაზრდა ძმა, რომელსაც მოძრაობა უჭირს, ნატრობდა, რომ მონაწილეობა მიეღო აპრილში განსაკუთრებულ მსახურებაში. კარგი დაგეგმვით, დედისა და სულიერი და-ძმების დახმარებით მან სიხარული განიცადა დამხმარე პიონერად ნაყოფიერი მსახურებით. როგორ გრძნობდა ის თავს? მან განაცხადა: „ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი სრულფასოვან ადამიანად“.
30 უეჭველია, რომ იეჰოვა უხვად აკურთხებს მათ, ვინც დიდად აფასებს მისი მეფობის შესახებ სხვებთან საუბრის უპირატესობას (ფსალმ. 144:11, 12). უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნით ვხვდებით, რომ კურთხევები ღვთისადმი ერთგულებისთვის მომავალში უფრო უხვი იქნება. მოციქულ პავლეს ძლიერ სურდა მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მიღება. თუმცა მან იცოდა, რომ ამას უმოქმედობითა და ლოდინით ვერ მიიღებდა. ის წერდა: „ამისათვის მეც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში“ (კოლ. 1:29). იეჰოვამ, იესოს მეშვეობით, გააძლიერა პავლე, რომ შეესრულებინა სიცოცხლის გადამრჩენი მსახურება და მას დღესაც შეუძლია იგივე გააკეთოს ჩვენთვის. შესძლებ თუ არა, საკუთარ თავზე გამოსცადო ეს ამ აპრილს?
[ჩარჩო 3 გვერდზე]
ვისი გამხნევება შეგიძლია პირადად შენ, რომ იმსახუროს აპრილში?
შენი შვილის?
ბიბლიის შემსწავლელის?
მისი, ვინც არააქტიური გახდა?