უბრალოება საუკეთესოა
1 რატომ იმსახურებენ ხშირად ახალგაზრდა მაუწყებლები მათ ყურადღებას, ვისაც სამეფოს შესახებ ცნობას უზიარებენ? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მათი საუბარი უბრალოა. ზოგიერთი მაუწყებელი შეიძლება ფიქრობს, რომ ეფექტური ქადაგებისთვის მჭევრმეტყველური შეთავაზებაა საჭირო. თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უბრალო და ნათელი შეთავაზება საუკეთესოა.
2 იესო ღვთის სამეფოს ცნობას უბრალო ენით აცხადებდა და თავის მოწაფეებსაც ამზადებდა, რომ იგივე გაეკეთებინათ (მათ. 4:17; 10:5—7; ლუკ. 10:1, 9). ის თავის მსმენელთა ყურადღების მისაზიდად უბრალო შეთავაზებებს, კითხვებსა და თვალსაჩინო მაგალითებს იყენებდა, რათა მათ გულს შეხებოდა (იოან. 4:7—14). კარგად ვიქცევით, თუ ვბაძავთ მას და ადვილად გასაგებ შეთავაზებებს ვიყენებთ.
3 „სახარება სასუფეველზე“ არის ცნობა, რომელიც უნდა გავაცხადოთ (მათ. 24:14). თუ სამეფო შენი საუბრის მთავარი თემა იქნება, ეს დაგეხმარება, რომ შენი შეთავაზება უბრალო იყოს. ისაუბრე იმ საკითხებზე, რომლებიც შენს მსმენელებს აინტერესებთ. ქალები უფრო მეტად თავიანთი ოჯახებით არიან დაინტერესებული, ვიდრე პოლიტიკური საკითხებით. მამაკაცის მთავარი საზრუნავი სამსახური და ოჯახის უსაფრთხოებაა. ახალგაზრდებს თავიანთი მომავალი აინტერესებთ, ხანდაზმულებს კი — კარგი ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. ჩვეულებრივ, ადამიანებს ადგილობრივი ამბები უფრო აღელვებთ, ვიდრე შორეულ ქვეყნებში მომხდარი მოვლენები. მას შემდეგ, რაც საერთო ინტერესის გამომწვევ საკითხებზე ისაუბრებ, ყურადღება გადაიტანე იმ კურთხევებზე, რომლებითაც მორჩილი კაცობრიობა გაიხარებს ღვთის მმართველობის დროს. რამდენიმე უბრალო, კარგად შერჩეული სიტყვა და ბიბლიური მუხლი შეიძლება საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს შენი მსმენელის დასაინტერესებლად.
4 შეგიძლია საუბარი შემდეგი სიტყვებით დაიწყო:
◼ „უეჭველად დამეთანხმებით, რომ კაცობრიობა მრავალი უკურნებელი სენით იტანჯება. იცოდით თუ არა ღვთის იმ დაპირების შესახებ, რომ სიკვდილთან ერთად მალე მოსპობს ყოველგვარ ავადმყოფობას?“. საშუალება მიეცი, გიპასუხოს, შემდეგ კი წაიკითხე გამოცხადების 21:3, 4.
5 ნათელი და უბრალო შეთავაზებებით შენს ტერიტორიაზე მცხოვრები უფრო მეტი ადამიანის გულსა და გონებას შეეხე, დაეხმარე მათ იეჰოვასა და მარადიული სიცოცხლის იმედის შესახებ სწავლაში (იოან. 17:3).