„ღვთის სიტყვა არის. . . მოქმედი“
1 „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“, — წერდა მოციქული პავლე (ებრ. 4:12). რას გულისხმობდა ის? ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის სიტყვას ანუ ცნობას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე. ბიბლიაში ჩადებულ სიბრძნეს ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. მასში შემოთავაზებული ნუგეში და იმედი ადამიანებს სიცოცხლის მომცემთან, იეჰოვა ღმერთთან, აახლოებს. მასში მოცემულ ცნობას შეუძლია გულწრფელები მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე დააყენოს. ქადაგების დროს ბიბლიის გამოყენებაა საჭირო, რათა დავინახოთ ეს ზეგავლენა.
2 ყოველი შესაძლებლობისას ამოიკითხე ბიბლიური მუხლები. როგორც ჩანს, მრავალი მაუწყებელი იშვიათად იყენებს ბიბლიას კარდაკარ მსახურების დროს. შენს შემთხვევაშიც ასეა? რადგანაც მრავალ ადამიანს, ეტყობა, დრო არა აქვს ხანგრძლივი საუბრებისთვის, შესაძლოა, შენც ჩვევაში გქონდა, რომ მხოლოდ ლიტერატურა შეგეთავაზებინა ან, უბრალოდ, შენი სიტყვებით გადმოგეცა მუხლის შინაარსი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მაუწყებელს, რომ გულმოდგინედ ეცადონ, სულ მცირე, ერთი ბიბლიური მუხლი მაინც წაიკითხონ კეთილი ცნობის ქადაგებისას, რაც ადამიანს იმის დანახვის საშუალებას მისცემს, რომ ჩვენი ცნობა ნამდვილად ღვთის სიტყვიდანაა.
3 თუმცა ცოტანი თუ კითხულობენ რეგულარულად ბიბლიას, მას ჯერ კიდევ საყოველთაოდ სცემენ პატივს. დაკავებული ადამიანებიც კი ხშირად ერთ-ორ წუთს გამოუყოფენ იმის მოსმენას, რასაც მათ უშუალოდ ღვთის სიტყვიდან უკითხავენ. როდესაც შესაბამის მუხლს გულთბილად ვკითხულობთ და მოკლედ განვმარტავთ, იეჰოვას სიტყვის ძალამ შეიძლება კარგი ზეგავლენა მოახდინოს მსმენელზე. მაგრამ როგორ შეგიძლია შესავალი სიტყვებისა და ბიბლიიდან წასაკითხი მუხლის ერთმანეთთან დაკავშირება?
4 ჟურნალებით მსახურებისას სცადე ამის გაკეთება. მიმომსვლელი ზედამხედველი ეფექტურად იყენებს ბიბლიურ მუხლებს ჟურნალებით მსახურებისას. ის მომცრო ბიბლიას ატარებს ჯიბით. ჟურნალის შეთავაზებისა და რომელიმე სტატიის მოკლედ მიმოხილვისთანავე შლის თავის ბიბლიას და კითხულობს მუხლს, რომელიც ამ სტატიას უკავშირდება. ამის გაკეთება შეიძლება, თუ უბრალოდ ვკითხავთ: „რას ფიქრობთ ამ გამამხნევებელ დანაპირებზე?“. შემდეგ კი წავუკითხავთ შერჩეულ მუხლს საღვთო წერილიდან.
5 მიზნად დაისახე, რომ ერთი ან ორი მუხლი ამოუკითხო ყველა შენს მსმენელს. ღვთის სიტყვის მოქმედ ძალას შეუძლია უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს ღმერთთან დაახლოებაში (იოან. 6:44).