ჩასწვდი შენი შემსწავლელის გულს
1 ზეცაში ამაღლებამდე იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ესწავლებინათ სხვებისთვის ყოველივეს „დაცვა“, რაც მან ამცნო (მათ. 28:19, 20). თუ ადამიანი ქრისტეს მითითებების ‘დაცვას’ აპირებს, ინფორმაცია უნდა ჩასწვდეს მის გულს (ფსალმ. 118:112). როგორ შეგიძლია შეეხო მის გულს, ვისაც ბიბლიას ასწავლი?
2 ილოცე იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის. მოწაფეების მომზადება ღვთის საქმეა. წარმატებისთვის მთავარია მისი კურთხევები და არა ჩვენი შესაძლებლობები (საქ. 16:14; 1 კორ. 3:7). ამიტომ მნიშვნელოვანია, იეჰოვას დახმარება ვთხოვოთ ლოცვაში, რომ სხვებს ჭეშმარიტება ვასწავლოთ (ეს. 50:4).
3 გაიგე, რა სწამს შემსწავლელს. იმის ცოდნა, თუ რა და რატომ სწამთ ადამიანებს, დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რა ვუთხრათ, რომ ჩავწვდეთ მათ გულს. რა არის ბიბლიის შემსწავლელისთვის მიმზიდველი ამა თუ იმ სწავლებაში? რამ დაარწმუნა მის სისწორეში? ამის ცოდნა შეიძლება ტაქტიანად საუბარში დაგვეხმაროს (საქ. 17:22, 23).
4 მოიყვანე ლოგიკური, საღვთო წერილზე დაფუძნებული, მტკიცებები. ჭეშმარიტებას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს შემსწავლელისთვის (საქ. 17:24—31). ჩვენი იმედი საფუძვლიანად უნდა დავასაბუთოდ (1 პეტ. 3:15). თუმცა, ეს ყოველთვის გულთბილად და მოთმინებით აუხსენი.
5 თვალსაჩინო მაგალითებით განამტკიცე სწავლება. თვალსაჩინო მაგალითები არამარტო გაგებას უადვილებს შემსწავლელს, არამედ ემოციებსაც იწვევს. ის გავლენას ახდენს გულსა და გონებაზე. იესო ხშირად იყენებდა მათ (მარკ. 4:33, 34). რა თქმა უნდა, ეფექტური რომ იყოს, თვალსაჩინო მაგალითი უნდა შეეფერებოდეს განსახილველ საკითხს და შემსწავლელის ცხოვრებასთან იყოს დაკავშირებული.
6 დაანახვე ის სიკეთე, რომელიც ჭეშმარიტებას მოაქვს. ადამიანებს აინტერესებთ, თუ რამდენად სასიკეთო იქნება მათთვის ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. დაეხმარე შემსწავლელს დაინახოს მე-2 ტიმოთეს 3:14—17-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვების სიბრძნე.
7 გულს ნუ გაიტეხ, თუ ვინმე არ ეხმაურება შენ მიერ გადაცემულ სწავლებას. ყველას გული არ მიიღებს ამას (მათ. 13:15). თუმცა ზოგიერთები მორწმუნენი ხდებიან (საქ. 17:32—34). დაე კეთილი ცნობით გულებში ჩაწვდომის შენი მცდელობა უფრო მეტს დაეხმაროს იესოს მითითებების მიღებასა და „დაცვაში“.