ადამიანთა შეკრება „ყოველი ენის ხალხიდან“
1 ღვთის სიტყვა სრულდება! ადამიანები „ყოველი ენის ხალხიდან“ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ერთიანდებიან (ზაქ. 8:23). როგორ ეხმარებიან იეჰოვას მოწმეები ადამიანებს „ყოველი ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, რომ განიწმინდონ იეჰოვას თვალში და ამგვარად, „დიდ გასაჭირში“ გადარჩენის იმედი მოიპოვონ? (გამოცხ. 7:9, 14).
2 ღვთის ორგანიზაცია მოქმედებს. ხელმძღვანელი საბჭო ორგანიზებას უწევს ბიბლიური ლიტერატურის დაახლოებით 380 ენაზე გამოცემას, რათა ადამიანებმა მთელ მსოფლიოში ნათლად გაიგონ სასიხარულო ცნობის მნიშვნელობა. პუბლიკაციების ამდენ ენაზე მომზადება და ბეჭდვა დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. ამისათვის საჭიროა, კვალიფიცირებული მთარგმნელებისგან ჯგუფების შექმნა და მათთვის ამ ენებზე გადასათარგმნად დამხმარე ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე ლიტერატურის ბეჭდვა და მისი გადაგზავნა. მაგრამ მნიშვნელოვან როლს სამეფოს მაუწყებლები ასრულებენ, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლისმომცემ ბიბლიურ ცნობას გადასცემენ.
3 სირთულეებთან გამკლავება. საკმაოდ ბევრი, უცხო ენებზე მოლაპარაკე, ადამიანი ცხოვრობს დედამიწის ზურგზე. სასიხარულო ცნობა მათ ყურსაც რომ მისწვდეს, სულ უფრო და უფრო მეტი ღვთის მსახური ცდილობს ასეთ დასახლებებში გავრცელებული ენების შესწავლას. ზოგიერთი ჟესტების ენასაც სწავლობს. მხოლოდ საქართველოში 39 კრება და რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ქართულის გარდა სხვა 4 ენაზე ქადაგებენ. ადამიანები, რომლებსაც ადრე არასდროს სმენიათ იეჰოვას შესახებ და არც ბიბლიაზე ჰქონიათ წარმოდგენა, ეხმაურებიან ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას (რომ. 15:21).
4 შეგვიძლია უფრო მეტად ვეცადოთ, რომ სასიხარულო ცნობა გადავცეთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა კულტურის წარმომადგენლებს? (კოლ. 1:25). მრავალი კრება ორგანიზებას უწევს უცხოელებით დასახლებულ ადგილობრივ ტერიტორიებზე ქადაგებას. თავდაპირველად მაუწყებლები სწავლობენ უბრალო შეთავაზებას ამ ენაზე, მაგალითად: „გამარჯობათ, მე თქვენთვის სასიხარულო ცნობა მაქვს [შემდეგ სთავაზობენ ტრაქტატს ან ბროშურას ამ ენაზე]. ნახვამდის“. იეჰოვა ნამდვილად აკურთხებს ასეთ წამოწყებას!
5 სამეფოს შესახებ ცნობა ყველანაირი წარმოშობისა და ენის ადამიანს იზიდავს. მოდი ვეძებოთ შესაძლებლობები, რომ ეს ცნობა გავუზიაროთ მათ.