ლიტერატურის გავრცელება მრავალენოვან ტერიტორიაზე
1. რატომ ესაჭიროება ბევრ კრებას ლიტერატურა უცხოურ ენებზე?
1 დღეს ბევრგან შეხვდები სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებს. მათგან უმეტესობა ჭეშმარიტებას უფრო ადვილად და ღრმად მშობლიურ ენაზე სწვდება. რის გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ დაინტერესებულებმა ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები მათთვის ყველაზე გასაგებ ენაზე მიიღონ?
2. როგორი თანამშრომლობა მოითხოვება, როდესაც ერთ ტერიტორიაზე ორი ან მეტი სხვადასხვაენოვანი კრებაა?
2 ლიტერატურის გავრცელება. ერთ ტერიტორიაზე შეიძლება არსებობდეს ორი ან მეტი სხვადასხვაენოვანი კრება. ასეთი კრებების უხუცესთა საბჭოები დაავალებენ სამსახურებრივ ზედამხედველებს, შეიმუშაონ თითოეული კრებისთვის მისაღები სისტემა, რათა ყოველ ენობრივ ჯგუფს საფუძვლიანად ექადაგოს. კარდაკარ მსახურების დროს მაუწყებლები, როგორც წესი, არ ავრცელებენ ლიტერატურას სხვა კრების (კრებების) ენაზე. ხოლო თუ არაფორმალურად ან საზოგადოებრივ ადგილებში ქადაგებენ, მათ შეუძლიათ ნებისმიერ ენაზე გაავრცელონ ლიტერატურა (იხ. 1991 წლის მაისის „ჩვენი სამეფო მსახურება“, შეკითხვების ყუთი [რუს.]).
3. რა შემთხვევაში უნდა ჰქონდეს კრებას მარაგში ლიტერატურა უცხო ენაზე?
3 რა შემთხვევაში უნდა გქონდეთ უცხოენოვანი ლიტერატურის მარაგი. რის გაკეთება შეიძლება, თუ რომელიმე ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი უცხოელი ცხოვრობს, მაგრამ არ არსებობს ისეთი კრება, რომელიც მათ ენაზე ქადაგებს? ასეთ შემთხვევაში კრებებს შეუძლიათ იზრუნონ, რომ მცირე რაოდენობით ჰქონდეთ მარაგში ამ ენაზე ხელმისაწვდომი ძირითადი პუბლიკაციები. მაგალითად, ბროშურები „რას მოითხოვს“ და „ღვთის მეგობარი“, ასევე წიგნი „შემეცნება“. მაუწყებლებს კი ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს შესთავაზონ ლიტერატურა მათივე ენაზე.
4. როგორ შეიძლება სხვა ენაზე ლიტერატურის მიღება, თუ ისინი არ არის კრების ლიტერატურის მარაგში?
4 როგორ შევუკვეთოთ ლიტერატურა. თუ კრების მარაგში არ არის ლიტერატურა იმ ენაზე, რომელზეც დაინტერესებული კითხულობს, როგორ შეიძლება მისი მიღება? მაუწყებელმა ლიტერატურაზე პასუხისმგებელი ძმისგან უნდა გაიგოს, რა პუბლიკაციებია ხელმისაწვდომი ამ ენაზე, რათა შემდგომში შეუკვეთონ საჭირო ლიტერატურა.
5. რა მიზანი გვაქვს ქრისტიანული პუბლიკაციების გავრცელებისას?
5 მოდი, ეფექტურად გამოვიყენოთ ქრისტიანული პუბლიკაციები, რათა დავეხმაროთ „ყველანაირ ადამიანს“ (აქ), რა ენაზეც უნდა ლაპარაკობდნენ, ‘მიაღწიონ ჭეშმარიტების შემეცნებას’ (1 ტიმოთე 2:3, 4).