საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 7/02 გვ. 3
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • მსგავსი მასალა
  • ტექნოლოგიების საუკუნე
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • მობილური ტელეფონი მეგობარი თუ მტერი?
    გამოიღვიძეთ! — 2005
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
km 7/02 გვ. 3

შეკითხვების ყუთი

◼ რა უნდა გვახსოვდეს მობილური ტელეფონებისა და პეიჯერების გამოყენებისას?

ეს მოწყობილობები საშუალებას გვაძლევს, თითქმის ნებისმიერი ადგილიდან დავუკავშირდეთ სხვებს. მართალია, მათი გამოყენება მოსახერხებელია, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რათა მობილურმა ტელეფონებმა და პეიჯერებმა მსახურების ან ქრისტიანული შეხვედრების დროს არ მოგვაცდინოს. როგორ შეიძლება ეს ასე მოხდეს?

წარმოიდგინეთ, რა შედეგი მოჰყვება იმას, თუ ჩვენი მობილური ტელეფონი ან პეიჯერი დარეკავს იმ დროს, როდესაც სამქადაგებლო მსახურებაში ვართ და ვინმეს ვესაუბრებით. რას იფიქრებს მობინადრე? რა შთაბეჭდილებას მოვახდენთ, თუ ტელეფონის ზარზე საპასუხოდ მათთან საუბარს შევწყვეტთ? რა თქმა უნდა, არასასურველია, ჩვენი რაიმე ქმედებით სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენაში შეეშალოთ ხელი (2 კორ. 6:3). ამიტომ, თუ მობილური ტელეფონი ან პეიჯერი თან დაგვაქვს, ისე უნდა დავარეგულიროთ, რომ არც ჩვენ და არც სხვებს სამქადაგებლო საქმიანობის დროს ხელი არ შეგვიშალოს.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიის ცნობით დაინტერესებულთან ის ადამიანი საუბრობს, ვინც ჩვენთან ერთად არის მსახურებაში? თუ დრო გამოვყავით სამქადაგებლო მსახურებისთვის, განა ამ დროს ქადაგებაზე არ უნდა ვფიქრობდეთ? გთხოვთ, დავაფასოთ ჩვენი წმინდა მსახურება და არც თუ ისე მნიშვნელოვანი პირადი ან საზოგადოებრივი საკითხების მოგვარებაზე სხვა დროს ვიზრუნოთ (რომ. 12:7). ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ დასამოწმებლად ან განმეორებითი მონახულების დასანიშნად არ ვისარგებლოთ ტელეფონით.

განსაკუთრებით სიფრთხილე გვმართებს მანქანაში მობილური ტელეფონის გამოყენებისას, რადგან, როგორც ზოგიერთმა გამოკვლევამ ცხადყო, ამან შეიძლება დიდად გაზარდოს უბედური შემთხვევის შესაძლებლობა. უნდა დავემორჩილოთ იმ კანონებს, რომლებიც მანქანის ტარების დროს მობილური ტელეფონების გამოყენებას ზღუდავს.

ჩვენ იმიტომ მოვდივართ ქრისტიანული კრების შეხვედრებზე და სხვადასხვა კონგრესებზე, რომ თაყვანი ვცეთ იეჰოვას და მან დაგვმოძღვროს. განა ამ წმინდა შეხვედრებისთვის მადლიერებამ არ უნდა აღგვძრას, რომ ჩვენი მობილური ტელეფონები და პეიჯერები ისე დავარეგულიროთ, რომ არც ჩვენ მოგვაცდინოს და არც სხვები? თუ რაიმე გადაუდებელი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, მაშინ შეხვედრის ადგილის გარეთ უნდა მოვაგვაროთ ის. სხვა შემთხვევაში კი, ჩვენი პირადი საქმეები მოვაგვაროთ იმ დროს, რომელიც ღვთის თაყვანისმცემლობისთვის არ გვაქვს გამოყოფილი (1 კორ. 10:24).

მოდი მობილური ტელეფონების ან სხვა ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას, ყოველთვის ყურადღებიანები ვიყოთ სხვებისადმი და დავაფასოთ სულიერი საკითხები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება