საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/13 გვ. 2
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • მსგავსი მასალა
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • ნამდვილად მჭირდება მობილური ტელეფონი?
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • გამოიყენეთ ტექნიკა გონივრულად და დაზოგეთ დრო
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • ტექნოლოგიების საუკუნე
    გამოიღვიძეთ! — 2009
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
km 4/13 გვ. 2

შეკითხვების ყუთი

◼ რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ მობილური ტელეფონის გამოყენებისას, როცა კრების შეხვედრას ვესწრებით ან ვქადაგებთ?

„ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლ. 3:1). მობილური ტელეფონი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ სხვებს ვესაუბროთ ან მოკლე ტექსტური შეტყობინებები გავუგზავნოთ. მაგრამ ზოგჯერ ქრისტიანი შეიძლება მოაცდინოს მობილურმა ტელეფონმა. მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს კრების შეხვედრებზე, რომლის დროც განკუთვნილია იეჰოვას თაყვანისცემისთვის, სადაც ბიბლიურ რჩევა-დარიგებებს ვისმენთ და სადაც ერთმანეთს ვამხნევებთ (კან. 31:12; ფსალმ. 22:22; რომ. 1:11, 12). კარგი იქნება, თუ შეხვედრის დაწყებამდე გავთიშავთ ტელეფონს და პროგრამის მსვლელობისას შემოსულ შეტყობინებებს შეხვედრის დასრულების შემდეგ წავიკითხავთ. გამონაკლის შემთხვევებში, თუ აუცილებელ ზარს ველოდებით, სასურველია, ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადავიყვანოთ, რათა სხვები არ შევაწუხოთ.

ყველაფერი სასიხარულო ცნობისთვის აკეთე! (1 კორ. 9:23). მსახურებაში ზოგჯერ შეიძლება დაგვჭირდეს მობილური ტელეფონის გამოყენება. მაგალითად, ქადაგების დროს პასუხისმგებელი ძმა შესაძლოა, დროდადრო შეეხმიანოს თავისი სამქადაგებლო ჯგუფის წევრებს. მაუწყებლებმა ზოგჯერ შეიძლება წინასწარ დაურეკონ ბიბლიის შემსწავლელებს და მათ, ვის განმეორებით მონახულებასაც აპირებენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი შორს ცხოვრობენ. ქადაგებისას მობილურმა ტელეფონმა ხელი არ უნდა შეგიშალოს მობინადრესთან საუბარში (2 კორ. 6:3). როცა ამთავრებთ ქადაგებას და ელოდებით სხვა მაუწყებლებს, ნაცვლად იმისა, რომ ტელეფონით ისაუბრო ან ტექსტური შეტყობინებები აგზავნო, უმჯობესია, იფიქრო იმ საქმეზე, რასაც აკეთებ და ყურადღება მიაქციო შენს პარტნიორს.

იყავი ყურადღებიანი სხვების მიმართ (1 კორ. 10:24; ფილ. 2:4). კარგი იქნება, თუ ყოველთვის დროულად მიხვალ და არ დააგვიანებ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე და იმის იმედად არ იქნები, რომ ტელეფონით გაარკვევ, სად ქადაგებენ შენი ჯგუფის წევრები. ჩვენმა დაგვიანებამ შეიძლება ჯგუფის ხელახალი გადანაწილება გამოიწვიოს. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვაგვიანდეს. თუ ყოველთვის დროულად მივალთ შეხვედრებზე, პატივს მივაგებთ იეჰოვას ღონისძიებას, გავითვალისწინებთ ჯგუფზე პასუხისმგებელი ძმისა და სხვა თანაქრისტიანების ინტერესებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება