დაისახეთ სულიერი მიზნები
1 რამდენად დიდი ჯილდოა, მარადიულად განვადიდოთ იეჰოვა! მაგრამ ეს რომ შევძლოთ, ახლავე უნდა დავისახოთ გარკვეული მიზნები და ვეცადოთ, მივაღწიოთ მათ. ეს ძალების გონივრულად გამოყენებაში დაგვეხმარება (1 კორინთელთა 9:26). რა მიზნები იქნებოდა ჩვენთვის რეალური?
2 ბიბლიის შესწავლა: ვემზადებით კრების ყოველი შეხვედრისთვის? თუ დიახ, ვუთმობთ დროს დამატებით გამოკვლევებს და შესწავლილზე დაფიქრებას? მაგალითად, „საგუშაგო კოშკისა“ და წიგნის შესწავლის ყოველკვირეული შეხვედრებისთვის მზადებისას, მხოლოდ ხაზს ვუსვამთ პასუხებს თუ ვკითხულობთ ბიბლიურ მუხლებს და ვფიქრობთ, რატომ არის ესა თუ ის მუხლი ამგვარად ახსნილი? ვისახავთ მიზნად თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მოცემული ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული გეგმიდან რამდენიმე საკითხის გამოკვლევას? ასეთ საფუძვლიან გამოკვლევებს დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ კურთხევებიც უხვად მოჰყვება (იგავნი 2:4, 5).
3 კრების შეხვედრები: სხვა მიზანი, რომლის დასახვაც შეგვეძლო — კრების ხუთივე შეხვედრაზე რეგულარულად დასწრებაა. თანამორწმუნეებთან ურთიერთობისთვის შეხვედრებზე ადრე მისვლა და სიმღერასა თუ ლოცვაში მონაწილეობა კრებაში კარგი სულის შეტანაში დაგვეხმარება. შეგვიძლია ვეცადოთ, რომ თითოეულ შეხვედრაზე მივიღოთ მონაწილეობა და გავაუმჯობესოთ ჩვენი კომენტარები. კომენტარის მიცემისას, შეგვიძლია აღვნიშნოთ, როგორ შეესაბამება აბზაცში მოცემული ბიბლიური მუხლი განსახილველ თემას, ან აღვნიშნოთ, როგორ შეიძლება ამ მასალის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება (ებრაელთა 10:24, 25).
4 სამქადაგებლო მსახურება: ჩვენი მსახურება ბევრად გაუმჯობესდება, თუკი კონკრეტულ მიზნებს დავისახავთ. გვაქვს მიზნად დასახული, რამდენი საათი დავუთმოთ სამქადაგებლო მსახურებას ყოველ თვე? ეს ბევრს დაეხმარა. ან ხომ არ შეგვეძლო გაგვეუმჯობესებინა მსახურების ზოგიერთი მხარე: კარდაკარ ქადაგებისას ბიბლიის გამოყენება, უფრო ეფექტური განმეორებითი მონახულებების გაკეთება, ბიბლიის შესწავლის დაწყების მცდელობა ან შესწავლების უფრო ეფექტურად ჩატარება.
5 მშობლებო, აღძრავთ შვილებს, რომ იეჰოვასადმი მსახურებაში მიზნები დაისახონ? დაეხმარეთ მათ იმის დანახვაში, რომ პიონერობა, მისიონერობა ან ბეთელში მსახურება იეჰოვასადმი მადლიერების გამოვლენის შესანიშნავი საშუალებაა (ეკლესიასტე 12:1).
6 თუ ვაკვირდებით, როგორ ვემსახურებით იეჰოვას, ვისახავთ სულიერ მიზნებსა და ვცდილობთ მათ მიღწევას, მსახურებაში მეტ სიხარულს ვპოვებთ და სხვებსაც წავახალისებთ (რომაელთა 1:12, აქ).